"გელათში მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში საკურთხეველთან გახლავთ წმინდა კეთილმსახური მეფის დავითის ფრესკა...
გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ჩრდილოეთი კედლის ქვედა რეგისტრში მოთავსებულია მრავალფიგურიანი პორტრეტი, რომელზეც გამოსახულია საქტიტორო XVI ს-ის ისტორიულ პირთა გამოსახულებანი. გრძელი მწკრივის სათავეში დგას მონასტრის დამაარსებელი დავით აღმაშენებელი ეკლესიის მოდულით ხელში. წმინდა მეფეს ხელში უჭირავს აღმოსავლეთისკენ, საკურთხევლისკენ მიმართული გუმბათიანი ეკლესიის მოდელი. მეორე ხელში გრაგნილი. ზედა მარჯვენა კუთხიდან, ცის სვეტიდან მეფისკენ დაშვებულია ღვთის მაკურთხეველი მარჯვენა. მეფის ფრესკას თან ახლავს მისი ვინაობის განმსაზღვრელი წარწერა, რომელიც განთავსებულია შარავანდის ორთავე მხარეს, ორ სვეტად, მაგრამ იკითხება ჰორიზონტალურად სტრიქონების მიხედვით: "დიდი, მეფეთა შორის წარჩინებული, აღმაშენებელი საუკნოდმცა არს ხსენებაი მისი, ამინ: დავით".
დეკანოზი დავით ღამბაშიძე ძალზე შთამბეჭდავად აღწერს დავით მეფის ფრესკას: "დავითი ყოფილა ძალიან ლამაზი კაცი, თვალები ჰქონებია დიდი, შავი და აზრიანი, წარბები სწორი და სქელი, რომელნიც ამსვენებდნენ დავითის მაღალს შუბლს, ცხვირი სწორე და მუდამ მომღიმარე ტუჩები, მოკლე და შავი წვერი და შავი თმა ამშვენებდნენ თურმე დავითის ზომიერ თავს. მეფე დავითს ახურავს ოქროსაგან გაკეთებული და ძვირფასი ქვებით მორთული დაბალი გვირგვინი. ეს გვირგვინი ძალიან წააგავს ბიზანტიის იმპერატორის გვირგვინებს".
...საქართველოში დღესდღეობით გელათში გვაქვს შემორჩენილი ყველაზე სრულყოფილი და დაუზიანებელი დავით აღმაშენებლის ფრესკა, რომელიც დავითის გარდაცვალებიდან ოთხასი წლის შემდეგ არის შესრულებული, მაგრამ როგორც ფრესკის გამოკვლევით დადგინდა XVI ს-ის მხატვრობის ქვეშ შეინიშნება უფრო ძველი შრე.
დავით მეფის გამოსახულება, როგორც ჩანს ხელშეუხებელი დატოვეს. ეს მტკიცდება იმით, რომ ახალი XVI-ის ბათქაში მოდის დავით აღმაშენებლის გამოსახულებამდე. როგორც ხელოვნებადმცოდნეები მიიჩნევენ-დავითი იხატებოდა უმეტესად მოციქულთასწორ მეფე კონსტანტინესა და მისი დედის ელენეს გვერდით, გელათშიც ამ მეფეთა გვერდით არის იგი წარმოდგენილი. რაც შეეხება ფრესკას, რომელიც შეიცავს XVI-საუკუნეზე უფრო ძველი მხატვრობის ელემენტებს, შეიძლება XVI საუკუნეში ძველი ფრესკის საფუძველზე განახლეს...
საქართველოს მრავალ ტაძარში არსებობდა დავით აღმაშენებლის ფრესკა. დღესდღეობით როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, წმინდა მეფის ფრესკები დაზიანებული სახით შემორჩენილია ატენის სიონის, ბოჭორმის, დავით-გარეჯის ნათლისმცემლის მთავარი ტაძრის მხატვრობაში, ალვანის ბაზილიკაში... XIX საუკუნეში დავით მეფის ფრესკა ყოფილა გამოსახული ქვაბთახევის მონასტერში".
ლევან ტყეშელაშვილი-"გელათი".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი