ქსნის ხეობა - ძველი გაზეთებიდან
ქსნის ხეობა - ძველი გაზეთებიდან
- სამი უდიდესი კუთხე ქსნის ხეობისა: ცხრა ძმა, იგივე დაბანკეთი, რომელიც მდინარე ცხრა ძმულას ნაპირებზე, მთის სერებზე მდებარეობს, ჭურთა - მდინარე ჭურთულაზე (ეს მდინარე ქსანს ერთვის სოფელს მონასტერში, სადაც მშვენიერი სობოროა დღესაც), ახალ-დაბა მდინარე ქსანზე. ისე მოწყვეტილან ჩვენის განვითარებულ ცენტრებიდგან, ისე მიყრუებულან, რომ მათზე ჩვენს მწერლობაში ჭაჭანება არ არის. უძლიერესს ძარღვს მთელის ქსნის-ხეობოსას ეს სამი კუთხე შეადგენს,-ვკითხულობთ გაზეთ "ივერიაში"  (1886 წ.  N70).

საქართველოს თითქმის ყველა კუთხეებში ჰყავს საგანგებო მოამბენი გარდა ქსნის ხეობისა. ჩვენის აზრით, ძალიან ბევრი ისტორიული, ეთნოგრაფიული და პალეოგრაფიული მასალა უნდა იყოს ამ მივარდნილს ხეობის გულში. პატივცემულმა დ. ზ. ბაქრაძემ აქ, ქსნის ხეობაზე იპოვნა შესანიშნავი ვარიანტი სახარებისა, დაწერილი მე-V საუკ. ლომისის მთიდგან, სადაც ახალ-დაბის ხეობის მიჯნები თავდებიან და ცხრა წყაროებიდგან, რომელნიც ვახუშტის საქართველოს გეოგრაფიაშიც მოხსენიებულნი არიან, ვერც ერთს სოფელს ვერ ნახავთ, სადაც ძველებური ციხე არ იყოს.

ყველა სოფლის წინ დგას ამაყად ძველი ციხე, რომელსაც სოფელი საფარივით ამოჰფარებია. ცხრა ძმის ხეობაში ერთი სოელია, დადიანეთს უწოდებენ. ეს სოფელი ორს უბნად იყოფა. წიან უბანში ერთს ადგილას ნასახლარებია. კაცი რომ დააკვირდეს ამ ნასახლარებს ცხადად მიხვდება, რომ აქ ოდესმე დიდი სასახლე ყოფილა. ვისთვის, სად, ღმერთმა და მეცნიერებამ უწყის! ამ სოფლის უკან უბანშიაც არიან ნასახლარები და მათთან ძველი ციხე. ხალხის გარდმოცემა ამბობს, რომ ამ ნასახლარებში ერთს ადგილას დიდი ხაზინაა დაფლულიო, ფულის გარდა ბევრი სხვა განძიცაო.დადიანეთის პირდაპირ ერთს მიუვალ კლდეზე ციხეა ამართული.

შორიდგანვე შეატყობს კაცი, რომ ციხეს მიკრული აქვს დაბლა ცალკე ოთახი. ამბობენ, ამ კარაპანშიც ხაზინა სძევსო, მაგრამ ეშმაკების ბუდეა დღესაო, იქ მისვლა ყოვლად შეუძლებელი არისო. მარტო სახელი სოფლისა "დადიანეთი" გვამხილებს, რომ ეს სოფელი თვისის ნასახლარებით ოდესმე დიდებულთ სოფელი ყოფილა, და, მაშასადამე, ისტორიული ადგილი უნდა იყოს იგი სოფელი. მდინარესაც სოფლის სახელი დარქმევია-დადიანურა.

სოფელს იკორთის ზევით სძევს სოფელი კორინთა, ქართულის თეატრის მამა-მთავრის, ჩვენის პოეტის გ. ერისთავის ოდესმე საზაფხულო რეხიდენცია. ამ სოფლიდგან ჩრდილოეთით ერთს პიტალო კლდეზე ციხე გადმოიყურება. ხალხის გარდმოცემა ამბობს, რომ აქ, ამ ციხეში მდევის ნამუხლარი და სისხლი არისო. მდევის სისხლს ხალხი წამლად ხმარობსო. ცხრა ძმაშივე ერთი სოფელია, სახელად უკან-უბანი. ამ სოფლის პირში ციხეა, ციხესთან დიდძალი ნასახლარებია. ამ სტრიქონების დამწერს ეს ფრიად შესანიშნავი ადგილები მინახავს ამ 12-13 წლის წინეთ. უეჭველია ამ ნასახლარებს ახალ-გორელები ვერ მოიკიდებდნენ ზურგზე და აქვე იქნებიან!...



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
18.05.2026
ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძრის აღმოსავლეთით, გადაჭიმულია მწყემსთა ველი,
25.02.2026
ამა წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა თბილისის წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერის ბაღთან მდებარე) ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე.
17.02.2026
ერთხელ ერთი კაცი, რომელიც 140 კილოგრამს იწონიდა, მონაზვნად აღსაკვეცად მოვიდა. მაღალი, ჩასკვნილი, ფეთქებადი – ჩემთვის ვამბობდი: "ვაიმე, ვაიმე!"
07.07.2025
გვინდა ვისაუბროთ მართლმადიდებელი ეკლესიის, უდავოდ, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წმინდა მამაზე, ღირს მაქსიმე აღმსარებელზე,
17.05.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
19.04.2025
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოს მცირის (408-450) ზეობაში.
საიტის პარტნიორები

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat