არ ცხრება თეოლოგთა ინტერესი წმინდა მაქსიმე აღმსარებლის შრომებისადმი
არ ცხრება თეოლოგთა ინტერესი წმინდა მაქსიმე აღმსარებლის შრომებისადმი
გვინდა ვისაუბროთ მართლმადიდებელი ეკლესიის, უდავოდ, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წმინდა მამაზე, ღირს მაქსიმე აღმსარებელზე, რომლისადმი ინტერესი თანამედროვე მსოფლიო მართლმადიდებლურ, და არა მხოლოდ მართლმადიდებლურ, თეოლოგიურ სივრცეში საკმაოდ დიდია - წმინდა მაქსიმეს ცხოვრება და მოღვაწეობა თეოლოგთა ინტენსიური კვლევის, შესწავლის საგანია. ეს კი, რა თქმა უნდა, განპირობებულია ღირსი მამის განსაკუთრებულად სიღრმისეული საღვთისმეტყველო შრომებით, რაც, თავის მხრივ, დაფუძნებულია წმინდა მამის, როგორც რაციონალურ, სიღრმისეულ განათლებაზე, ასევე მის უკიდეგანო სულიერ და ასკეტურ გამოცდილებაზე. როგორც თანამედროვე მკვლევარები გვასწავლიან, წმინდა მამის შრომებისა თუ მისი ცხოვრების შესახებ ათასამდე სხვადასხვა ტიპის მცირე, თუ ვრცელი ნაშრომია შექმნილი და მიუხედავად ამისა, ღირსი მამა მაინც არ კარგავს აქტუალურობას შესწავლის თვალსაზრისით და ჯერაც არ შეიძლება ჩაითვალოს მისი შრომები ამოწურულად და სრულად შესწავლილად.

დღესაც, მორწმუნე საზოგადოება, ვინც კი გაეცნო ღირსი მამის სწავლებების სიღრმესა და სიტკბოებას, რომელშიც გადმოცემულია ღვთის უკიდეგანო დიდებულება, ხოტბას ასხამს წმინდანს.

ერთ-ერთმა გამორჩეულმა თანამედროვე მეცნიერმა და მკვლევარმა - გრიგორი ბენევიჩმა, სურვილი გამოთქვა და გაგვიზიარა საკუთარი შეხედულებები როგორც წმინდა მამაზე, ასევე მის ვიზიტზე საქართველოში.
ლევან ბიწაძე



გრიგორი ბენევიჩი

მცირე რეზიუმე: " გრიგორი ისააკის ძე ბენევიჩი, დაბადებული 1956 წელს - კულტუროლოგი, პატროლოგი, პოეტი.

მან ერთწლიანი სტაჟირება გაიარა ოქსფორდის თეოლოგიურ ფაკულტეტზე. საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ, იყო უმაღლესი რელიგიური და ფილოსოფიური სკოლის (სანქტ-პეტერბურგი) რელიგიური კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, შემდეგ კი რუსეთის ქრისტიანული ჰუმანიტარული აკადემიის (სანქტ-პეტერბურგი) ასოცირებული პროფესორი.

ასობით სტატიის ავტორი პატრისტიკის შესახებ, ძირითადად მაქსიმე აღმსარებლის თეოლოგიაზე, ასევე - ორი მონოგრაფიის.

წინასიტყვაობისა და კომენტარების ავტორი, ასევე წმინდა მაქსიმეს ნაშრომების თარგმანების სამეცნიერო რედაქტორი, კერძოდ,

"Документов из ссылки", "Вопросов и недоумений, "Богословско-полемических сочинений" и "Амбигв".  

მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა პატრისტიკის საერთაშორისო კონფერენციებში წმინდა მაქსიმეს თეოლოგიაზე მოხსენებებით.

ამავდროულად, იგი ცნობილია, როგორც კულტუროლოგი და პოეტი, რომლის ლექსებიც ქვეყნდება სხვადასხვა გამოცემებში.

2010 წლის ოქტომბრის ბოლოს, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსის (ამჟამად მიტროპოლიტის) სტეფანეს (კალაიჯიშვილის) ინიციატივით, თბილისში, შემდეგ კი ცაგერსა და ლენტეხეში, იმ ადგილებში, სადაც, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გადმოცემის თანახმად, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მიწიერი ცხოვრების დღეები დასრულდა, ჩატარდა მისდამი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. მე მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო მასში.

არსებობს თვით ამ კონფერენციასთან დაკავშირებული ისტორია, რომელიც ემთხვევა წმინდა მაქსიმეს სავარაუდო ნეშტის აღმოჩენას, რის შესახებაც  მთავარეპისკოპოსი სტეფანე ჰყვება და ამაზე აღარ განვმეორდები. ერთადერთი, რაც მინდა განვმარტო, არის ის, რომ, როგორც ხშირად ხდება, ამჟამადაც მეცნიერებაში არ არსებობს კონსენსუსი მაქსიმე აღმსარებლის გარდაცვალების ადგილთან დაკავშირებით. არსებობს კვლევები, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მაქსიმე არა ლეჩხუმში, აწინდელ ცაგერის რაიონში, არამედ  აფხაზეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, 2015 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ოფიციალურად აღიარა აღმოჩენილი ნეშტი წმინდა მაქსიმეს წმინდა ნაწილებად.

როგორც არ უნდა იყოს, ეჭვგარეშეა, რომ სწორედ მართლმადიდებლები საქართველოში (და კავკასიაში სხვა არავინ) ინახავდნენ წმინდა მაქსიმეს ხსოვნას მრავალი საუკუნის განმავლობაში, თარგმნიდნენ და სწავლობდნენ მის ნაშრომებს, ლოცულობდნენ და პატივს მიაგებდნენ მას. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ეს მოვლენა განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო იმ ადგილებისთვის, სადაც კონფერენცია ჩატარდა - ცაგერისა და ლენტეხისთვის. კონფერენციის ჩატარების დროს მე  წმინდა მაქსიმეს თაყვანისცემის ცოცხალი ტრადიციის მომსწრე გავხდი. ყველაფერმა ამან ერთად, საქართველოში ყოფნის დროს, შთამაგონა დამეწერა ლექსების ციკლი, რომელიც მიეძღვნა როგორც იმ ადგილების შესახებ ჩემს შთაბეჭდილებებს, ასევე წმინდა მაქსიმეს უკანასკნელი დღეების ხსოვნას.

ამ ლექსების უკეთ გასაგებად, იქ, სადაც საჭიროება მოითხოვდა, გავაკეთე კომენტარები. მადლობას ვუხდი პატივცემულ არქ. იერომიელს და ქალბატონ დოროთეას (ეკატერინე ჯიქიას) ამ ლექსების თარგმნისათვის, ასევე ლევან ბიწაძეს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ თარგმანის შექმნაში.

ქართული ციკლი

ქრისტესმოყვარე ლაზების სამყოფს,
შენგნით წვეული ვიყავ მე.
აქ ვერ იპოვის სიმშვიდეს ვერსად
იმპერიულად მჭვრეტელი ხედვა;

საშემოდგომოდ მეწამულ ხეთა
და თოვლით ნაფერ  ჭაღარა მთებსა,
საამო სიტყვა რომ
უძღვნას ენამ,
ვით  ზეციური
მეფობის მხედარს ამორთმეული სჯობს ჰქონდეს ენა-
ვით იქმნა შენდა,
წმინდა მაქსიმე

დოროთეა (ეკატერინე ჯიქია)

*  *  *
კომენტარი:
"ქრისტეს მოყვარე ლაზები" მაქსიმე აღმსარებლის ჰაგიოგრაფიული მასალებიდან აღებული გამოთქმაა. "იმპერიულ შემოდგომაზე" ფართო მოცულობითი გამოსახულებაა. ის ერთდროულად რამდენიმე რეალობას აღნიშნავს. შემოდგომის ჟოლოსფერი ხეები, ხოლო ჟოლოსფერი ბიზანტიის იმპერიის ფერია (მეწამულ სამოსში გამოწყობილი იმპერატორები) (გაიხსენეთ კონსტანტინე პორფიროგენეტი, მეწამულ სამოსში დაბადებული...) მეორე მხრივ, იმპერია რუსეთის იმპერიას გულისხმობს, რომლის შემადგენლობაშიც საქართველო შედიოდა. რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლოდროინდელი ომი (2008) კი ამ იმპერიული ისტორიის გამოძახილია. შემოდგომის ჟოლოსფერ ფერში შეღებილ მთებს ვუყურებ და ეს ასოციაციები მიჩნდება - როგორც ბიზანტიის იმპერია, რომელმაც მაქსიმე აღმსარებელი აქ გადმოასახლა და რუსეთის იმპერია და ბოლოდროინდელი ომი.  ყველა ეს მოგონება, მძიმე იმპერიული მემკვიდრეობის შესახებ, სულსა და თვალს არ აძლევს სიმშვიდეს. მთები არა მხოლოდ ჟოლოსფერია, არამედ მთის მწვერვალებიც თოვლიანია (დაპუდრული, თეთრი ფერის ფხვნილით).

გარდა ამისა არსებობს ენობრივი და კულტურული ზღუდე, რომელიც დაკავშირებულია უცხო გარემოსთან, უცხო ჩრდილოელისათვის. უცხოა მიუხედავად მისი მშვენიერებისა, გაუგებარი და გაურკვეველია თუ როგორ ვისაუბრო მასზე,

აქედან გამომდინარეობს სტრიქონები:
მწვანე-ჟანგიანი მთები
მათი ბრძნული სილამაზე უცხოა ენისათვის;

შემდეგ კი მთავარ განცხადებას ვაკეთებ: იმისათვის, რომ ეს უცხოობა დაიძლიოს, ადამიანი უნდა გახდეს სხვა ძალის მოწმე, არა რუსეთის, არა ბიზანტიის, არამედ სხვა - ცათა სასუფევლის, როგორც მაქსიმე აღმსარებელი, ქრისტეს ჭეშმარიტი მოწმე. ქრისტეს შესახებ მოწმობისთვის ენა ამოგლიჯეს და ის ქართველთა (ლაზთა) რიცხვში შევიდა. ახლა ისინი მას თავიანთ წმინდანად მიიჩნევენ.

ანუ, ის იმპერიის მიერ იყო დევნილი და მე, ამ სტრიქონების წერისას, ვამბობ, რომ იმისათვის, რომ აქ, საქართველოში, უცხოდ არ ვიგრძნო თავი, არ არის აუცილებელი იმპერიალისტი იყო, მაგრამ მაქსიმესავით ცათა სასუფევლის მოწმე უნდა იყო. ამისთვის კი ჩვეულებრივი მეტყველების ენა (გადატანითი მნიშვნელობით) უნდა ამოგლიჯონ, ენა, რომელზეც მე, როგორც რუსეთის წარმომადგენელი, ვლაპარაკობ და რომ ქრისტიანულ ენაზე, მაქსიმეს ენაზე ვისაუბრო...

ვით  ყრმაი მოსე,
ანდეს ოდესმე
მოწნულ კიდობანს;
წმ.მაქსიმეც-უძლურ ყრმასავით
მსგავსი კიდობნით
მთებში მიჰყავდათ.
არადა, მასზე იყო დავანებული მიწიერი ეკლესია
თურმე იმჟამად !
მემკვიდრეობენ
წინაპრების ყრმასავით
რწმენას,
იქ სადაც შენი წმ
ნაწილები მათ მიწას შერჩა-.
წვიმის  მოსვლას, თუ
წარღვნის შეწყვეტას,
შენდამი ლოცვით
გამოსთხოვენ ქვეყნის
მპყობელსო
საუკუნეთგან ყოველივე
ასე მოგვდევსო.
მცირედსა ზედა სარწმუნოვ და დიდში დიადო ,
მსოფლიო მოქალაქევ და სამეუფოდ მზრდელო
დიდო წმინდანო !
დოროთეა (ეკატერინე ჯიქია)

*  *  *
როგორც ოდესღაც მოსე ანდეს კიდობანს წყალში,
ასე მიჰყავდით შენ, მაქსიმე
ვით ჩვილი ბავშვი.
რწევით, ტაატით გადნებოდა თვალსაწიერი
შენ, ვისზეც იდგა ეკლესია აქ მიწიერი.
და არ უწყოდნენ მასპინძლებმა უცხო მხარეში,
რომ დადგებოდა შენთვის ჟამი პატივგებისა,
რომ დღეისათვის სქიმარი თუ ნაკურალეში
წრფელ პატივს გიძღვნის და შენდამი ლოცვას აღავლენს
შთამომავალობა მაშინდელი მასპინძლებისა.
აქ ხალხი გიცნობს და ასწლეულებს
იმათი ლოცვა გადასწვდებოდა,
რათა გვალვისას წვიმა გებოძა
ან შეგეწყვიტა, როს ტალახი მობეზრდებოდათ.

ასე გიცნობენ, როგორც მეოხს გვალვასა თუ ნიაღვარებში,
დიდო მაქსიმე, დიდებულო დიდშიც, მცირეშიც,
მსოფლიო კაცო, ღმერთად მავალო
და გამომზრდელო სიდუხჭირეში
არქ. იერომიელი


*  *  *
კომენტარი:

როდესაც მაქსიმე აღმსარებელი ლაზიკაში მიიყვანეს, მას სიარული აღარ შეეძლო, შემდეგ კი ტოტებისგან კალათის მსგავსი რამ მოქსოვეს, რომლითაც მას ატარებდნენ. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ მაქსიმე ტანდაბალი იყო. რაც შეეხება წვიმისა და მისი შეჩერების ლოცვებს, ეს ყველაფერი სიმართლეა. ანუ იმ ადგილებში მცხოვრები ქართველები მას წვიმისთვის ევედრებოდნენ (და ერთ სოფელში ეს ჩვეულება შემორჩენილია). და ისინი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში განსაკუთრებულ დღესასწაულსაც კი აღნიშნავენ - გოგაშობას, რომელიც მაქსიმეს ეძღვნება და შესაბამისი ამინდის გამოგზავნას ეხება. ზოგადად, ადგილობრივი მოსახლეობა ნამდვილად პატივს სცემს მაქსიმეს, მისი ხატები ყველგანაა. ყველამ იცის მის შესახებ, პატარიდან დაწყებული დიდამდე. გარდა ამისა, ბავშვები სკოლაში მისი ცხოვრების ისტორიასაც სწავლობენ.

ვით დაგემშვიდობა
ეს მიწა - მაქსიმე ?
ნუთუ დამპყრობლთა  ძაღლთა ყმუილით ?
ნუთუ ანკარა წყაროის პეშვით,
სიკვდილის ჟამს რომ
მწყურვალემ შესვი ?
თუ ცამდე აწვდილი
თოვლიან მთებით ?

იქ მონადიმე სვანების
ხმებით
მხედრულ ცეკვებში
რომ რითმად ისმის.
და რა იაზრე
წმინდაო მაშინ
განტევებისა როს
იქმნა ჟამი,
უფლის ხარებით
ტკბებოდი მაქსიმ.
დოროთეა (ეკატერინე ჯიქია)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.05.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
19.04.2025
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
07.04.2024
- სამი უდიდესი კუთხე ქსნის ხეობისა: ცხრა ძმა, იგივე დაბანკეთი, რომელიც მდინარე ცხრა ძმულას ნაპირებზე, მთის სერებზე მდებარეობს,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
[სამოელ კათალიკოსის ეპისტოლე იოანე საბანისძის მიმართ]
მე, სამოელ ქრისტესმიერ ქართლის კათალიკოსი, უფალ იოანე საბანისძეს, წმინდა კათოლიკე ეკლესიის სულიერ შვილს და ჩვენთვის საყვარელს, ლოცვით უფლის მიერ მოგიკითხავ.
საიტის პარტნიორები

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat