მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი - ახლა კი გავბრაზდები!
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი - ახლა კი გავბრაზდები!
ერთხელ ერთი კაცი, რომელიც 140 კილოგრამს იწონიდა, მონაზვნად აღსაკვეცად მოვიდა. მაღალი, ჩასკვნილი, ფეთქებადი – ჩემთვის ვამბობდი: "ვაიმე, ვაიმე!" მოვიდა და მითხრა: "მამაო, როცა ვბრაზდები, ვცახცახებ, ვმძვინვარებ და კბილებს ვაღჭიალებო!" როგორც კი რამე ისეთს გაიხსენებდა, რაც გააბრაზებდა, მაშინვე კბილების ღჭიალს იწყებდა. ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, მონაზონი გამხდარიყო. ცივმა ოფლმა დამასხა და ჩემთვისა ვთქვი: "ყოვლადწმიდა ღვთისმშობელო! ეს კაცი ამოგვხოცავს! აქ რომ მოვიდეს და ნერვებმა უმტყუნოს, მხეცია და რა გვეშველება? ყველას გაგვანადგურებს! ნეტავ, არ მოვიდეს-მეთქი!" მაგრამ მაინც მოვიდა. სხვები გავაფრთხილე: "ღვთის გულისთვის, ეცადეთ, ზედმეტი არაფერი უთხრათ! თუ შეამჩნევთ, რომ რაღაც არ მოსწონს, ცოტა უკან დაიხიეთ, ვნახოთ, როგორ გავუმკლავდებით, თორემ ერთი სულის შებერვით ყველას მოგვათავებს-მეთქი!" რა გითხრათ... მადლმა ამ ადამიანზე ისე ძლიერად იმოქმედა, რომ ახლა აღარც კი იცის, რას ნიშნავს რისხვა. დაუჯერებელი რამაა. სრულიად შეიცვალა და მჯერა, რომ ახლა რომც მოინდომოს, ვეღარ გაბრაზდება.

ერთი ბერი მახსენდება წმინდა მთიდან – იაკობი, რომელიც ქრისტესთვის სალოსი იყო. სულ ფეხშიშველი დადიოდა კლდეებზე, თოვლში... ერთი ანაფორა ეცვა, რომელიც ოდესღაც შავი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში გახუნდა და სულ საკერებლებიანი გახდა. ზოგიერთმა მამამ გადაწყვიტა, მისთვის ახალი ანაფორა შეეკერათ. მოინდომეს და შეუკერეს კიდეც, მაგრამ მას მისი ჩაცმა არ სურდა. ერთ დღეს ორმა ღონიერმა მონაზონმა დაიჭირა, ძველი ანაფორა გახადეს და ძალით ცდილობდნენ ახლის ჩაცმას, ის კი საწყალი იმეორებდა: "ახლა გავბრაზდები! ახლა გავბრაზდები! ახლა გავბრაზდებიო!" მაგრამ ვერ გაბრაზდა – ცდილობდა, მაგრამ დავიწყებოდა, როგორ ბრაზდება ადამიანი, რისხვის მექანიზმს ვეღარ პოულობდა და მამების ნებას დაჰყვა. ის დიდი წმინდანი იყო. წინასწარმეტყველიც იყო.

ისიც უნდა გითხრათ, რომ ერთ დღეს მოვიდა და მაკარონი ვაჭამეთ. სტუმრებიც გვყავდა. ის მიწაზე დაჯდა, რადგან ტრაპეზზე არ ჭამდა. როცა ერთმა მამამ მაკარონით სავსე თეფში მიუტანა, მან თქვა: "ერთი წუთითო!", თეფში ცემენტზე დაცალა და თეფში გასარეცხად დააბრუნა. ამასობაში მიწიდან დაიწყო მაკარონის ჭამა, მაგრამ ერთმა კატამ ჩაურბინა და ორი-სამი მაკარონი მოჰპარა. მან კატის დევნა დაიწყო, რათა მაკარონი დაებრუნებინა – და ეს ყველაფერი სტუმრების თვალწინ ხდებოდა. ისინი იცინოდნენ და ვერ ხვდებოდნენ, ვინ იყო ეს ადამიანი.

ის გარდაიცვალა.

საკვირველი კაცი იყო და სხვა ატმოსფეროში სუფევდა. არ ვიცი, ოდესმე თუ აღიწერება მისი ცხოვრება.

კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება მასთან დაკავშირებით. მარტი იყო და წმინდა მთაზე დიდი თოვლი იდო, სადღაც თოვლში იპოვეს. სიცივისგან კანკალებდა, საშინელი ყინვა იყო. როცა ღუმელთან მიიყვანეს ცოტათი გასათბობად, თქვა: "დიდება ღმერთს! დღეს 40 სებასტიელი მოწამესავით ვიყავიო!" მისი სახე და გული სიხარულით იყო სავსე, რადგან ამ გამოცდის ღირსი გახდა.

ვიცი, რომ ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ამას უბრალოდ იმისთვის ვამბობთ, რომ გზა დავინახოთ – როცა ღმერთი ადამიანის სულს ნუგეშს სცემს, ეს ნუგეში ამ სოფლის ყველა მოვლენას სძლევს, ტკბობასაც აქრობს და მწუხარე ამბებსაც სიხარულად აქცევს.

ქორწილია თუ დაკრძალვა?

იმ მთაწმინდელის ამბავი თუ გიამბეთ? არის ერთი მთაწმინდელი, ბერი მოდესტი, საწყალი, უდაბნოში ცხოვრობს, წმინდა ანას სკიტში. უბრალოა, მაგრამ მოშურნეობით სავსე. ერთხელ თესალონიკში, წმინდა სოფიას ტაძართან ჩაუვლია და გვირგვინები დაუნახავს, რადგან დაკრძალვა იყო. საბერძნეთში გვირგვინებს დგამენ, რომლებიც ძალიან ძვირია. თუ მიცვალებული მდიდარია, ტაძარი სავსეა გვირგვინებით, ამკობენ ყვავილებით, ლენტებით... დაიბნევი კაცი, გეგონება ქორწილში ხარო... არის რაღაც სარიტუალო ბიუროები, სადაც ამ ნივთებს ყიდიან, ახლა კვიპროსშიც არის ასეთები. იქიდან ყიდულობენ, ჩვენ კი მიცვალებულებს სარკმლიდან ვუყურებთ ან საერთოდ ვერ ვხედავთ. ახლა მიცვალებულთან პირდაპირი კავშირი აღარ გაქვს. ადრე მიცვალებულები სახლში მიჰყავდათ, აცმევდნენ, უვლიდნენ, კოცნიდნენ, პატივს მიაგებდნენ... დღეს კი მიცვალებული კუბოშია ჩაკეტილი.

ეს ბერი მისულა, დაუნახავს ყვავილები და დაუყვირია:

-აქ ქორწილია?

-არა, დაკრძალვაა!

-აბა, ეს რა არის?

-ეს გვირგვინებია მიცვალებულისთვის.

-რა ღირს?

--5000 დრაჰმა ერთი ცალი.

-5000 დრაჰმა ერთი ცალი? ეს ხომ ამაოებაა, მფლანგველობა, არასწორია!

-ეჰ, რა ვქნათ, მამაო? ჩვენ ხომ ვერ შევცვლით წუთისოფლის წესებს?

ის შიგნით შევიდა.

-სად არის ქვრივი?

დამწუხრებული ქვრივი პირდაპირ იჯდა. მან ჰკითხა:

-ქვრივო, რას აკეთებ, ეს რა არის? ეს ყველაფერი ადამიანის სულს ამძიმებს! რა ეგოიზმი და ამაოებაა?

ის აგრძელებდა, საწყალმა ქალმა კი თავატკივებულმა უთხრა:

-თავი დამანებე, შე საბრალო კაცო! თავი დამანებე, გადი აქედან!

-რას ჰქვია გავიდე, მოვედი, რომ გითხრა – მოინანიე და შენს ქმარზე იფიქრე!

მაშინ ქალმა დაიყვირა:

მეტს ვეღარ ვუძლებ! 100-ში დარეკეთ (პოლიციის ნომერია საბერძნეთში)!

მამამ არ იცოდა, რა იყო 100 და თქვა:

-თუ გინდათ, 1000-ში დარეკეთო!

ასე დარჩა ეს ამბავი წმინდა მთაზე, რადგან როცა დაბრუნდა, თავად ჰყვებოდა...

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ათენში ქანდაკებაც კი გატეხა. განათლების სამინისტროში მისულა. ვიღაცას უთქვამს, სამინისტროს წინ აფროდიტეს შიშველი ქანდაკება დგასო. წამოსულა წმინდა მთიდან, მთელი ღამე მატარებლით უმგზავრია, მისულა და თავზარი დაჰცემია. დაბრუნებულა და უთქვამს:

-ასე არ შეიძლება!

-აუღია ლითონის ძელი, მეორე დღეს დილაადრიან მატარებლით ჩასულა და ქანდაკება ნამსხვრევებად უქცევია. ის კი არქეოლოგიური ძეგლი ყოფილა, იქვე დაუჭერიათ და გასამართლებას უპირებდნენ. მოსამართლემ ჰკითხა:

-ადვოკატი გინდა?

-არა!

-ხომ იცი, რომ ციხე გელის.

-ბატონო მოსამართლევ, მე უდაბნოში ვცხოვრობ, კლდეებზე. ციხეში მაინც პურს და ერთ თეფშ საჭმელს უფასოდ მომცემენ!

-წელიწადნახევარი ციხე! – გამოიტანა განაჩენი მოსამართლემ.

-რა უმსგავსობაა! – დაიყვირა ერთმა ქალმა, რომელიც მამაოს დაცვას ცდილობდა.

-უმსგავსობა? შენც ექვსი თვე ციხე! – უთხრა მოსამართლემ.

საბოლოოდ, მამა მოდესტი გაამართლეს, შეურაცხადად გამოაცხადეს და გაუშვეს, მაგრამ ამის შემდეგ ის ექვსი თვე ათენში დარჩა, რათა იმ ქალთან პაემნებზე ევლო და სულ უმეორებდა:

-ვინ გთხოვა ყვირილი და ჩემი დაცვაო?

ეს არის მთაწმინდური ისტორიები, რომლებიც ადამიანის უბრალოებაზე მოწმობენ, რაც უზომოდ ლამაზია. როცა ადამიანი უბრალოდ ცხოვრობს, მისი შინაგანი ძალები ერთიანდება, გონებიდან ქრება ამ სოფლის ყველა ვერაგობა და ზრახვა და ის პატარა ბავშვივით ხდება. როგორც კი ასეთ უბრალოებას მოიპოვებს, მაშინ ადამიანი დიდ სიმშვიდეს, შინაგან სივრცესა და თავისუფლებას ჰპოვებს.

განმარტოებისა და ნუგეშის შესახებ

ჩემი მცირე გამოცდილებიდან გეტყვით – ქალაქის სიმარტოვე უფრო მტკივნეულია, ვიდრე უდაბნოსი. ის ძალიან მტკივნეულია. მახსოვს, როცა სტუდენტი ვიყავი და თესალონიკში მარტო ვცხოვრობდი, სასტიკი სიმარტოვე განვიცადე. ქალაქი სასტიკია. საშინელებაა, ის სიმარტოვე გკლავს. ცხოვრობდე კორპუსში კიდევ 200 ადამიანთან ერთად და არ იცოდე, რა ხდება შენ გარშემო, ვინ არის შენ წინ, ქვემოთ, ზემოთ თუ შენ გვერდით... ცხოვრობდე ქალაქში, სადაც ფეხით სიარულისას თვალები ოთხად უნდა გქონდეს, რომ არ გაგთელონ. და თუ სხვას შეეხები, იქ "ბოდიში" არ არსებობს. თუ მიდიხარ და სხვას უნებურად დაეჯახები, მაშინვე საკადრისს მიიღებ. ცხოვრობ ასეთ ქალაქში, მაგრამ მაინც სრულიად მარტო ხარ. სასტიკი სიმარტოვეა. მახსოვს, მაშინ ბერ პაისის ვუთხარი:

-ძნელია ქალაქში, დიდი სიმარტოვეა-მეთქი!

მან მიპასუხა:

-მოითმინე. თუ იქ, სადაც ხარ, მოთმინებას გამოიჩენ, კურთხევას მოგცემ, რომ კარულიაში წახვიდე (კარულია წმინდა მთის ყველაზე მკაცრი ნაწილია, კლდეებში გამოკვეთილი გამოქვაბულებით, სადაც მისასვლელად ჯაჭვებია საჭირო).

ეჰ, მაშინ მეც მეგონა, რომ იქ წავიდოდი...

უდაბნოში ნუგეშია.

ერთი მეგობარი მეუდაბნოე მახსენდება, მათემატიკოსი იყო. თოვლი მოვიდა. ოთხი მეტრი თოვლი, ყველა ჩაიკეტა. ხარიტონი აღარ ჩანდა. მას საკვებიც კი არ ჰქონდა წაღებული. ოცი დღის შემდეგ მოვახერხე მის სანახავად მისვლა. ვკითხე:

-როგორ ხარ?

-კარგად ვარ!

-როგორ გაძელი ამდენი დღე მარტომ?

პირველი ადამიანი ვიყავი, ვისაც ჩვიდმეტი დღის განმავლობაში ხედავდა. მითხრა:

-გამიჭირდა. პირველად ვცხოვრობდი ამდენი დღე მარტო უდაბნოში, ტყეში. სრულიად მარტო, ისე, რომ ვერაფერს ხედავ! ასე მარტო მყოფს, სენაკში ერთი კნუტი მომივიდა და ისეთი სიხარული და ნუგეში ვიგრძენი, რომ... ჩავთვალე, როგორც ღვთისგან გამოგზავნილი საჩუქარი, რათა ჩემთვის კომპანია გაეწიაო.

რა თქმა უნდა,ეს ადამიანური მხარეა, მაგრამ მას სხვა განზომილებაც აქვს. ქალაქის სისასტიკეში ნუგეშის პოვნა ძნელია.

წყარო: https://pravoslaven-sviat.org/2019/03/11/%d1%81%d0%b5%d0%b3%d0%b0-%d1%89%d0%b5-%d1%81%d0%b5-%d1%8f%d0%b4%d0%be%d1%81%d0%b0%d0%bc/

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.02.2026
ამა წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა თბილისის წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერის ბაღთან მდებარე) ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე.
07.07.2025
გვინდა ვისაუბროთ მართლმადიდებელი ეკლესიის, უდავოდ, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წმინდა მამაზე, ღირს მაქსიმე აღმსარებელზე,
17.05.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
19.04.2025
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
07.04.2024
- სამი უდიდესი კუთხე ქსნის ხეობისა: ცხრა ძმა, იგივე დაბანკეთი, რომელიც მდინარე ცხრა ძმულას ნაპირებზე, მთის სერებზე მდებარეობს,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო მეფეებმა - მაქსიმიანემ და მაქსიმინემ თავიანთ სამეფოში გამოსცეს ბრძანება: თუ ქრისტიანი ნაკერპალს შეჭამდა, არ დაისჯებოდა, ხოლო, თუ ამაზე უარს იტყოდა, სამსჯავროს გადაეცემოდა.
საიტის პარტნიორები

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat