ჩვენი საუნჯე
ჩვენი საუნჯე
ტაძარი
თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ქვემო წყლულეთის ეკლესიას არ იცნობდა არც ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც დაწვრილებით მიმოიხილავს მიმდებარე ადგილებს.

სტილითა და არქეოლოგიური მასალის მიხედვით ეკლესია შუა საუკუნეებში უნდა იყოს აშენებული და დაახლოებით XIX საუკუნის დამდეგამდე ფუნქციონირებდა. მის გარშემო გაშენებული ყოფილა სოფლის ტიპის დასახლება. მოგვიანო პერიოდში ეკლესია დანგრეულა. ჩამოქცეულა სახურავი, კედლები, ტაძრის შიგნით, იატაკქვეშ არსებული ოთხი აკლდამიდან - ერთ-ერთი. ალბათ მაშინ მოხვდა ნანგრევებში ღვთისმშობლის ხატის მოოქრული პერანგიც, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ეკლესიის ინტერიერის გაწმენდისას აღმოჩნდა.

გაიწმინდა და გამოვლინდა საკურთხევლის ქვით მოგებული იატაკი, აკლდამები, რომლებიც ერთმანეთს ვიწრო ღიობით უკავშირდება. ოთხივე მათგანში სხვადასხვა დონეზე აღმოჩნდა ადამიანის ჩონჩხები, რომლებიც მძარცველებს ადრევე დაუზიანებიათ.

KARIBCHE

საჭიროა ტაძრის გალავნის გარეთ, ნასოფლარის არქეოლოგიური შესწავლა, რაც უფრო დააზუსტებს დასახლების ტიპს და მათზე უფრო ვრცლად საუბრის საშუალებას მოგვცემს.

ხელნაწერები
თამარის სიგელი
1189 წელს მეფე თამარს სოფელ ჭორვილის გამოსაღების ნაწილი უბოძებია გელათის ღვთისმშობლის ეკლესიისთვის. შეწირულობის სიგელი, რომელიც ტყავზე მხედრულითაა ნაწერი, დამტკიცებულია თამარის ხელრთვით. ამ სიგელით თამარმა გელათის მონასტერში სარჩოს გარეშე მყოფ 12 ბერს მუდმივი შემოსავალი გაუჩინა. თამარის სიგელი, სხვა მრავალ წერილობით ძეგლთან ერთად, დაცულია სახელმწიფო არქივში.

ძველი გაზეთები
ნაკვესი
ერთხელ მეფე ერეკლე II-ს ბარძაყზე რაღაც მუწუკი აწუხებდა, ვერ ენახა და მხლებელნი დაიბარა - ერთი ნახეთ, რა მაქვსო. ერთმა სთქვა, ძირძიდააო, მეორემ - არა, თვალიაო. მესამემ - თავკბილასა ჰგავსო.

- აბა, რა გითხრათ, - თქვა მეფემ, ბარძაყზე დაიკრა ხელი და ყურთან მიიტანა, - აქედან აქამდის რომ სწორე ამბავი ვერ მოგიტანიათ, ქვეყნის ამბავი როგორ უნდა შემატყობინოთო...
"ივერია", 1899 წ.

თელეთი - სომხების ხელში
პლატონ იოსელიანისგან და დიმიტრი ბაქრაძისგან დაწერილს საქართველოს საეკლესიო აღწერილობაში სრულებით არ არის თელეთის ეკლესია მოხსენებული, თუმცა დავით ბაქრაძე კი იჭვნეულობს, რომ ეს ეკლესია წარსულს საუკუნეში ქართველებისა იყო. მაგრამ ახლა კი ეს ეკლესია, თავის დიდი მამულებით, სომხებს უპყრიათ ხელში. წარსული საუკუნის დამლევს, როდესაც საქართველოში აღა-მაჰმად ხანი აპირებდა შემოსვლას, თელეთის მცხოვრებლებმა მეფე ერეკლეს თხოვნა გაუგზავნეს, რომ ქართლისაკენ ანუ კახეთისაკენ წასულიყვნენ. ამასობაში თელეთის მღვდელმა და სხვა მღვდლებმა ანტონ კათალიკოსს მიმართეს თხოვნით. მღვდლებმა რომ პასუხი ვერ მიიღეს, აიყარნენ და წავიდნენ ქართლისკენ და გლეხობაც გაჰყვა თან ერთიანად. აღა-მაჰმად ხანის შემდეგ ხალხი დამშვიდდა და ყველანი თავიანთ სახლ-კარს ეკიდებოდნენ. მაგრამ თელეთში იქაური მამულები დარჩენილან ოხრათ და ეკლესიაც უპატრონოდ...

ბოლნისის სომხებს მიუმართავთ თხოვნა მეფე ერეკლესთვის, რომ ნება მოგვეცით, აქეთ მხარის სოფლებში გადმოვსახლდეთო. ანტონ კათალიკოსი მეფე ერეკლეს თანხმობას ეწინააღმდეგებოდა. შემდეგ დათანხმებულა იმ პირობით, რომ თელეთის ეკლესიისთვისაც ყური ეგდოთ.

შემდეგ დასახლებულან კიდეც და ეკლესიაც გადაუკეთებიათ. ეს მომხდარა ანტონ კათალიკოსის სიკვდილის შემდეგ... ანტონის სიკვდილის შემდეგ არამც თუ ის, საზოგადოდ მთელი საქართველოს ეკლესიების საქმეც ცუდათ წასულა.
"დროება", 1878 წ.

ფოლკლორი
ქართული აკვნის ნანა
ქართული ფოლკლორული მასალის მიხედვით, აკვნის სიმღერები განსხვავდება სხვა საგალობლებისგან. ნანინას მიზანია, ნაზმა მელოდიამ ბავშვს ძილი და სიმშვიდე მოჰგვაროს.

ნანა, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, სანდომი, საამო თვლემის, ძილის სინონიმად გვესახება. ძველად ქართველი აკვანშივე მოუწოდებდა ჩვილს ვაჟკაცობისა და გმირობისათვის. მაგალითისთვის მოვიყვანთ ერთ-ერთს:

"ეს აკვანი ვაზისაო, ნანინა,
შიგა მწოლი ვარდისაო, ნანინა,
ეს აკვანი ხარატული, ნანინა,
შიგა მწოლი დახატული, ნანინა.
გაიზრდები, გაკეთდები, ნანინა,
მკლავი გაგიმაგრდებაო, ნანინა,
სამშობლოს მტერს დაამარცხებ, ნანინა,
ვერვინ გაგიმკლავდებაო, ნანინა."


ხევსურული ნანების პოეტურ ტექსტებს უფრო ბუნებრიობა ახასიათებს და ძალიან ლამაზად არის მოსასმენი ასეთი სიტყვები:

"ე, ნანა, ქალასაო,
სამკალ გაჩენილასაო,
ტრედებ უღუღუნებენო,
ანგელოზებ არწევენო,
რურათაო, ნანათაო,
სამკალ გაჩენილასაო".

სიწმინდეები
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი
ეს სიწმინდე ზუგდიდის დადიანების სასახლეში ინახება. წმინდა ნაწილები მოთავსებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ზომის კუბოში, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. იგი შემკობილია თვლებით, ღვთისმშობლის გამოსახულებით და აქვს წარწერა: "შევამკე და ფერვითა თვალითა მარგალიტითა მე ხელმწიფემან დადიანმა პატრონმა ლევან, მისთვის საოხად. შეგიმკვეთ ყოვლადწმიდაო, ქერუბიმთა უმაღლესო, სერაბიმთა უაღმატებულესო, ქალწულო საგალობელო, ლხინებაო ყოველთა ქრისტეანეთაო, შეისმინე ვედრება ჩვენი და იხსენ და აცხოვნე, განუსვენე და აკურთხე სული დედოფლისა ნესტან-დარეჯანისა და დაამკვიდრე სასუფეველსა. ამინ".

KARIBCHE

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორი ვერსია არსებობს. I. ის ჩამოიტანეს მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლიდან; II. კვართი ჩვენში ჩამოტანილ იქნა XV საუკუნეში, კონსტანტინოპოლის თურქთაგან დაპყრობის შემდეგ (1453 წ.).

საქართველოშია ღვთისმშობლის კვართის სარტყლის შუა ნაწილიც, რომელზეც წმინდა მარიამის ხელითაა ამოქარგული მისივე გამოსახულება. ისტორიული წყაროს მიხედვით, იგი ბაგრატ III-ის მეუღლემ, ელენემ წამოიღო ბიზანტიიდან და ბედიის მონასტერში დაასვენა. შემდეგ ის დადიანების სასახლეში აღმოჩნდა, საიდანაც ხობის მონასტერში გადაუტანიათ.

ღვთისმშობლის კვართს ბევრი სასწაული უკავშირდება. ერთ-ერთი საქართველოში 1891 წელს დაფიქსირდა. ყაჩაღებმა ხობის მონასტრიდან კვართი გაიტაცეს. მთელი ხობი და სამეგრელო ფეხზე დამდგარა. სამი დღის შემდეგ კვართი ცისკრის ვარსკვლავით განათებულ ადგილას იპოვეს და მონასტერში დააბრუნეს.

ზუსტად 2000 წლის მიჯნაზე ახალი სასწაული მოხდა. კვართზე იესო ქრისტეს გამოსახულება გამოჩნდა. ქრისტიანულ სამყაროს მაცხოვრის სამი ხელთუქმნელი გამოსახულება აქვს: ერთი - პირსახოცზე, სახეზე დაფარებისას აღბეჭდილი, მეორე - ტურინის სუდარისეული და მესამე - ზუგდიდის კვართზე გამოჩენილი ხატი.

ხახულის ტრიპტიქი
ეს საგანძური, ვიდრე ხელოვნების მუზეუმის უნიკალური ექსპონატი გახდებოდა, თავიდან, ისტორიულ პროვინციაში - ტაოში, ხახულის მონასტერში იყო დაცული. XII საუკუნეში დავით აღმაშენებელს ხახულის მონასტრიდან გადმოუსვენებია გელათის მონასტერში, სადაც იგი ახლად შეუჭედავთ. ტრიპტიქის ვერცხლით შეჭედილი კარების გარეთა ნაწილი ხელუხლებლად დაუტოვებიათ, ხოლო დანარჩენი ნაწილი ხატისა თავიდან მოუჭედავთ და შეუმკიათ ოქროთი, ვერცხლით, ტიხრული მინანქრებით და პატიოსანი თვლებით.

KARIBCHE

ხახულის ღვთისმშობლის ხატი თავიდან ძვირფასი ლითონის ჭედურ ხატს წარმოადგენდა, რომლის სახე და ხელები ტიხრული მინანქრით იყო შესრულებული.

ხატის კარების შიგა მხარეს წარწერა ამშვენებს, საიდანაც ვგებულობთ, რომ ხახულის ფასადი დავით IV აღმაშენებლისა და მისი ძის, დემეტრე I-ის ქტიტორობით და სახსრებით ყოფილა შეჭედილი.

ანდერძის მიხედვით, დავით აღმაშენებელმა ხახულის ღვთისმშობელს ლალი და თვალ-მარგალიტი შესწირა.

X-XI საუკუნეთა ტიხრული მინანქრებიდან აღსანიშნავია "ვედრების" ტრიპტიქი, საყდარზე მჯდომი ღვთისმშობელი მთავარანგელოზებით, მოციქულთა, მღვდელმთავართა, ოდიგიტრიის ტიპის ღვთისმშობლისა, წმინდა მხედრებისა და სხვა წმინდანებისა. აქვე ვხვდებით XIX საუკუნის ფერწერულ მინანქრებს, რომლებიც ხატის გაძარცვის შემდეგ ჩაუსვამთ ძველი მინანქრის ნაადგილარში.

ბერძნული წარწერის თანახმად, აქ წარმოდგენილია ბიზანტიის იმპერატორ მიხეილ პარაპინაკისა და ქართველთა მეფის ბაგრატ IV-ის ასულის მარიამის ჯვრისწერა-კურთხევა. გადმოცემით, ეს მინანქარი მარიამს უნდა ჩამოეტანა საქართველოში, როდესაც ლოგინად ჩავარდნილი მამა - ბაგრატ IV ინახულა.

ილია მართალი:
"სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისე ორსახე სარწმუნოებაც - იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერ წიაღშია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერთსა და იმავე დროს. იგი ერთთვალა და ერთგულია, - თუ ასე ითქმის, ვერც თვალს და ვერც გულს ორად ვერ გაჰყოფს, რომ ერთსაც ჰხედავდეს მართლმადიდებლად და მეორესაც, ერთსაც განუზიაროს სასოება გულისა და მეორესაც. ამიტომაც შეურყეველი ერთგულება სხვის სარწმუნოებისა საკუთარის სარწმუნოების შერყევაა, უარყოფაა. თავდადებულნი ერთის სარწმუნოებისთვის მეორისათვის თავდადებულნი ვერ იქნებიან და ნამეტანად შეურყეველ ერთგულებისანი. კაცი შეურყეველად მოსავია მარტო იმ სარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში ატარებს. უამისოდ სარწმუნოება სარწმუნოება კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი, როცა უნდა, იხდის და როცა უნდა, იცვამს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.02.2026
ამა წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა თბილისის წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერის ბაღთან მდებარე) ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე.
17.02.2026
ერთხელ ერთი კაცი, რომელიც 140 კილოგრამს იწონიდა, მონაზვნად აღსაკვეცად მოვიდა. მაღალი, ჩასკვნილი, ფეთქებადი – ჩემთვის ვამბობდი: "ვაიმე, ვაიმე!"
07.07.2025
გვინდა ვისაუბროთ მართლმადიდებელი ეკლესიის, უდავოდ, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წმინდა მამაზე, ღირს მაქსიმე აღმსარებელზე,
17.05.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
19.04.2025
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
07.04.2024
- სამი უდიდესი კუთხე ქსნის ხეობისა: ცხრა ძმა, იგივე დაბანკეთი, რომელიც მდინარე ცხრა ძმულას ნაპირებზე, მთის სერებზე მდებარეობს,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქადაგება და
ამაოა თქვენი რწმენაც" (1კორინთ. 15:14)
აღდგა ქრისტე? ეს ყველა რელიგიის, ყველა ფილოსოფიის, ყველა იმ მეცნიერების მთავარი კითხვაა, რომლებიც ადამიანის მსოფლმხედველობას ეხება. აღდგომა შეეძლო მხოლოდ ღმერთს.
საიტის პარტნიორები

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat