ქაზიმ ქოიუნჯუ (1971 — 2005) — ლაზი პოლიტოლოგი და მუსიკოსი, რომლის მოღვაწეობამაც დიდი როლი ითამაშა თურქეთში მცხოვრები ლაზების კულტურული ღირებულებების აღდგენასა და შენარჩუნებაზე.
დაიბადა 1971 წელს 7 ნოემბერს ხოფის ილჩეში, სოფელ პანჭოლში (ამჟამინდელი იეშილ ქოი ანუ მწვანე სოფელი). ბავშვობიდან გამოირჩეოდა მუსიკის სიყვარულით, 13 წლის გიტარაზე უკრავდა. სწავლობდა თურქეთის ნაციონალური მუსიკის ცენტრში "იაშარა ტურნანა". ჩააბარა სტამბოლის უნუვერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. საინტერესო და გამორჩეული სტუდენტი იყო, მაგრამ მისი აზრები თანატოლებისას არ ემთხვეოდა. 20 წლის ქაზიმი სწავლას წყვეტს და თავს მუსიკას უძღვნის. მას მეგობრები დინას ეძახდნენ, ეს სახელი ახალგაზრდა მომღერალსაც ძალიან უყვარდა.
2003 წლის აგვისტოში ქაზიმ ქოიონჯუ საქართველოში ჩამოდის. საქართველოში მომღერალს განსაკუთრებულ შეხვედრას უწყობენ, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მომღერლის გულში. ის ხშირად იხსენებს საქართველოში მოგზაურობას და გამართულ კონცერტებს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, მისი ემოციები და მიღებული სიამოვნება ყველასთვის ნათელი ხდება. იგი ქართველ ხალხს ძმებს უწოდებს და გაკვირვებულია სტუმართმოყვარეობით და ქართველების მუსიკალურობით.
მას ხშირად უწოდებდნენ მომღერალ "ბულბულს". მის მიერ ნამღერი "სელემინა", რომელიც თურქეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა კოლხური კულტურის გამოძახილია. 2005 წელს ქაზიმს ექიმები ფილტვის კიბოს დიაგნოზს უსვამენ. 33 წლის ქაზიმი ავადმყოფობას არ ნებდებოდა, თმაგაცვენილი მიდიოდა კონცერტებზე და მსმენელს არ ღალატობდა, ავადმყოფობის პერიოდში დაწერა ჰიმნი "ტრაპიზონსპორტისთვის". 2005 წლის 25 ივნისს მომღერალი გარდაიცვალა. მისი ცხედარი ტრაპიზონში გადაასვენეს, სადაც 60 ათასი ადამიანი დახვდა. ქაზიმ ქოიუნჯუ მშობლიურ სოფელ პანჭოლაში ერთ-ერთი მთის კალთაზე დაკრძალეს.
მოისმინეთ მისი სიმღერა "დიდოუ ნანა"
მოხევის ქალო თინაო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი