სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ღვთივ­კურ­თხე­ულ სუ­ლი­ერ შვი­ლებს
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ­მო­ნა­ზონ­ნო, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ველ­ნო მკვიდ­რნო და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო!ქრის­ტე აღ­დგა!
დღეს ხა­რობს და ზე­ი­მობს სამ­ყა­რო! მხსნე­ლი სოფ­ლი­სა, და­სა­ბა­მი და წყა­რო სი­ცო­ცხლი­სა, მა­ცხო­ვა­რი ჩვე­ნი აღ­დგა მკვდრე­თით და შე­მუს­რა ბჭე­ნი ჯო­ჯო­ხე­თი­სა! აღ­დგა უფა­ლი, და­იმ­სხვრა საკ­ვრელ­ნი ბო­რო­ტე­ბი­სა და გან­ქარ­და ძალი ეშ­მა­კი­სა!

აღ­დგა უფა­ლი და მო­ე­ფი­ნა მა­რა­დი­უ­ლი ნა­თე­ლი ყო­ველ­სა ქვე­ყა­ნა­სა ზედა! აღ­დგა უფა­ლი ღმერ­თი ჩვე­ნი და სიყ­ვა­რულ­მა გა­ნა­ღო ყო­ვე­ლი დახ­შუ­ლი და კაც­თათ­ვის გა­ნუხ­სნელ­ნი კარ­ნი!

დღეს გა­ნე­ცხა­და კა­ცობ­რი­ო­ბას გო­ნე­ბა­მი­უწ­ვდო­მე­ლი სა­ი­დუმ­ლო, აღ­დგო­მა მა­ცხოვ­რი­სა, ლოდსა­კი­დუ­რი ჩვე­ნი რწმე­ნი­სა, რა­მე­თუ ბრძა­ნებს მო­ცი­ქუ­ლი პავ­ლე: "უკე­თუ ქრის­ტე არა აღ­დგო­მილ არს, ამაო არს სარ­წმუ­ნო­ე­ბაჲ ეგე თქუ­ე­ნი" (1 კორ. 15,17).

დღეს ჩვენ გამო გან­კა­ცე­ბუ­ლი, ჯვარ­ცმუ­ლი და საფ­ლა­ვად და­დე­ბუ­ლი მა­ცხო­ვა­რი მკვდრე­თით აღად­გენს კა­ცობ­რივ ბუ­ნე­ბას, შე­მუს­რავს ჯო­ჯო­ხე­თის ძა­ლა­უფ­ლე­ბას და ცოდ­ვის ტყვე­ო­ბის­გან გა­მოხ­სნილ ადა­მი­ანს კვლავ და­სა­ბა­მი­ერ, სა­მო­თხი­სე­ულ ნე­ტა­რე­ბას აზი­ა­რებს.

დი­დია ამ მოვ­ლე­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლი, ზე­ი­მობს მო­აზ­როვ­ნე ქმნი­ლე­ბა და ყვე­ლა ერ­თად წმინ­და გრი­გოლ ღვთის­მე­ტყვე­ლის სი­ტყვებ­თან თა­ნახ­მი­ერ­ნი ვღა­ღა­დებთ: "დღეს მი­ე­ცე­მა ხსნა სო­ფელს, რო­გორც ხი­ლულს, ასე­ვე უხი­ლავს. ქრის­ტე აღ­დგა მკვდრე­თით, თა­ნა­აღ­დე­ქით!.. გა­თა­ვი­სუფ­ლდით ცოდ­ვის ბორ­კი­ლე­ბის­გან! ჯო­ჯო­ხე­თის ბჭე­ნი გა­ნიხ­სნე­ბა და სიკ­ვდი­ლი შე­ი­მუს­რე­ბა, ძვე­ლი ადა­მი გა­ნი­შო­რე­ბა და ახა­ლი განსრულ­დე­ბა" (თექ­ვსმე­ტი სა­დღე­სას­წა­უ­ლო სი­ტყვა. სი­ტყვა XLV).
ჩვენ განვვლეთ წმინ­და დიდი მარ­ხვის პე­რი­ო­დი, როცა ქრის­ტი­ა­ნე­ბი მკვდრე­თით აღ­დგო­მილ მა­ცხო­ვარ­თან შე­სახ­ვედ­რად ემ­ზა­დე­ბი­ან; ლოც­ვი­თა და მარ­ხვით ვეს­წრა­ფო­დით სუ­ლის გან­წმენ­დას, რათა მი­ახ­ლე­ბულ­ნი ყოვ­ლად­მო­წყა­ლე უფალს, ღირ­სნი გავმხდა­რი­ყა­ვით მისი სი­ტყვე­ბის მოს­მე­ნი­სა: "მო­ვე­დით ჩემ­და ყო­ველ­ნი მაშ­ვრალ­ნი და ტვირ­თმძი­მე­ნი და მე გან­გის­ვე­ნო თქვენ" (მთ. 11, 28).

თუმ­ცა ამ მზა­დე­ბის დროს ჩვე­ნი გუ­ლე­ბი მწუ­ხა­რე­ბამ მო­იც­ვა, დიდი მარ­ხვის ჯვრის თაყ­ვა­ნის­ცე­მის კვი­რა­ში ღვთივ მი­იც­ვა­ლა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II. ამი­ტომ ახლა, როცა საყ­ვა­რე­ლი მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბით და­ობ­ლე­ბულ­ნი ვხე­დავთ ქრის­ტეს აღ­დგო­მით და­მარ­ცხე­ბულ სიკ­ვდილს, გან­სა­კუთ­რე­ბით გვა­ნუ­გე­შებს და­ვით მეფ­სალ­მუ­ნის სი­ტყვე­ბი: "პა­ტი­ო­სან არს წი­ნა­შე უფ­ლი­სა სიკ­ვდი­ლი წმინ­და­თა მის­თა" (ფს. 115, 6), რად­გან ჩვენ­თვის, ქრის­ტი­ან­თათ­ვის, გარ­დაც­ვა­ლე­ბა არა წარ­წყმე­და, არა­მედ ცხო­ნე­ბი­სა და მა­რა­დი­უ­ლი ნე­ტა­რე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი გზაა. სწო­რედ ეს არის აღ­დგო­მის სი­ხა­რუ­ლის საზ­რი­სი, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის სა­სო­ე­ბი­სა და სი­ხა­რუ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი...

მისი უწ­მინ­დე­სო­ბი­სა და უნე­ტა­რე­სო­ბის 49-წლი­ა­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბის გზა ამ სი­ხა­რუ­ლი­სა და იმე­დის მომ­ნი­ჭე­ბე­ლი იყო ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის. მისი მა­მობ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი, ლოც­ვა და ზრუნ­ვა ეფი­ნე­ბო­და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს... არ ყო­ფი­ლა მსუ­ბუ­ქი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქო­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი ღვაწ­ლი და ჯვა­რი. მო­წა­მებ­რი­ვი გზა და თავ­გან­წირ­ვა იყო მისი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა, ყო­ვე­ლი საქ­მე, ყო­ვე­ლი ფიქ­რი. მან ათე­ის­ტუ­რი რე­ჟი­მის­გან დევ­ნი­ლი, დაკ­ნი­ნე­ბუ­ლი, შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა ჩა­ი­ბა­რა და დაგ­ვი­ტო­ვა აღ­შე­ნე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც დღეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლებს ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. მისი მა­მამ­თავ­რუ­ლი სიბ­რძნე მოგ­ვა­გო­ნებ­და მო­სეს, რომ­ლის მსგავ­სად, გან­საც­დელ­თა ჟამს ერ­თგვარ ბეწ­ვის ხიდ­ზე მი­უ­ძღო­და ერს, ამ­ხნე­ვებ­და და­ცე­მულს, აერ­თი­ა­ნებ­და განბ­ნე­ულს და უფ­ლის­კენ მო­აქ­ცევ­და მათ გუ­ლებს; მისი სი­ტყვა და ლოც­ვა იყო ის სვე­ტი, რო­მელ­მაც ერს გზა უჩ­ვე­ნა სუ­ლი­ე­რი ტყვე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლი­სას (გა­მოს. 13, 21).

უწ­მინ­დე­სი პატ­რი­არ­ქი თით­ქოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც გა­ნაგ­რძობს ერის მოქ­ცე­ვას, გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, ქა­და­გე­ბას. თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია II-მ თა­ვის წი­ნა­მორ­ბედ პატ­რი­არ­ქთა კვალ­დაკ­ვალ სვლით და ღვთივ­სათ­ნო საქ­მე­თა აღ­სრუ­ლე­ბით ახა­ლი სი­ცო­ცხლე შთა­ბე­რა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას. მისი სწავ­ლე­ბე­ბი, მისი ღვაწ­ლი დღე­საც უწყვე­ტად, და­უ­ცხრომ­ლად გრძელ­დე­ბა ყო­ველ მორ­წმუ­ნე­ში, რო­მელ­თა ღვთის­კენ მი­მარ­თუ­ლი გუ­ლე­ბი ერ­თო­ბით ადი­დებს მკვდრე­თით აღ­დგო­მილ მა­ცხო­ვარს... ბევ­რი ით­ქვა, ბევ­რი და­ი­წე­რა და კი­დევ მრა­ვა­ლი და­ი­წე­რე­ბა მისი ღვაწ­ლის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი, რაც მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ მო­ი­მუ­შა­კა, არის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბის უმ­თავ­რე­სი სათ­ნო­ე­ბა – სიყ­ვა­რუ­ლი. სწო­რედ ამ უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლი­სა და რწმე­ნის ნა­ყო­ფია ის სას­წა­უ­ლი, რაც მისი უწ­მინ­დე­სო­ბი­სა და უნე­ტა­რე­სო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ დღე­ებ­ში ვი­ხი­ლეთ. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, ზღვა ხალ­ხი უწყვეტ ნა­კა­დად, მო­წი­წე­ბით მი­ე­მარ­თე­ბო­და გან­სვე­ნე­ბუ­ლი პატ­რი­არ­ქის­თვის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად. ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლი ერი ბოლო წუ­თამ­დე მი­ა­ცი­ლებ­და და­მაშ­ვრალ სუ­ლი­ერ მა­მას მდუ­მა­რედ, ცრემ­ლით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და მად­ლი­ე­რე­ბით...

ვმად­ლობთ უფალს და თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ამ ერ­თო­ბი­სათ­ვის! ვმად­ლობთ მათ, ვი­საც არ მი­ე­ცა მსა­ხუ­რე­ბა­ში უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რად ჩვენ­თან ერ­თად იყო და თა­ვი­სი ლოც­ვე­ბით გვაძ­ლი­ე­რებ­და... სწო­რედ ერ­თმა­ნე­თის მხარ­ში დგო­მა, ლოც­ვა, ერ­თო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი არის სა­წინ­და­რი იმი­სა, რომ ღირ­სე­უ­ლად გა­ვაგ­რძე­ლოთ ჩვე­ნი სა­ეკ­ლე­სიო და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა.დაე, მკვდრე­თით აღ­დგო­მილ­მა მა­ცხო­ვარ­მა მოგ­ვა­ნი­ჭოს მტკი­ცე რწმე­ნა, სიყ­ვა­რუ­ლი, მშვი­დო­ბა, ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა და გო­ნი­ე­რე­ბა!

მაშ, გან­ვი­ხა­როთ და ერ­თო­ბით ვა­დი­დოთ უფა­ლი, რა­მე­თუ "აღ­დგო­მი­სა დღე არს, განვბრწყინ­დე­ბო­დეთ დღე­სას­წა­ულ­სა ამას, და ურ­თი­ერ­თარს შე­ვეტ­კბოთ… და ეს­რეთ ღმრთივ­ბრწყინ­ვა­ლედ ღა­ღადვ­ყოთ: ქრის­ტე აღ­დგა მკვდრე­თით და სიკ­ვდი­ლი­თა სიკ­ვდი­ლი დას­თრგუ­ნა და მყოფ­თა საფ­ლა­ვი­სა­თა ცხოვ­რე­ბა მიჰ­მად­ლა" (ზა­ტი­კი).

ქრის­ტე აღ­დგა!

თბი­ლი­სი

აღ­დგო­მა ქრის­ტე­სი, 2026 წელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.01.2026
ღვთის სახლში ჩვენს ყურადღებას ვამახვილებთ ფსალმუნთმგალობელის სიტყვებზე: "განვუმზადე სანთელი ცხებულსა ჩემსა. მტერთა მისთა შევმოსო სირცხვილი,
19.01.2026
რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე შენ უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა. (ნათლისღების ტროპარი)
07.01.2026
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე
28.06.2025
მამებო, ძმებო და საყვარელო მორწმუნენო!
რადგან ჩემი უღირსობის გამო ხვალ წმინდა ლიტურგიას ვატარებ, გავიფიქრე, კარგი იქნებოდა დღევანდელი საღამოს ღამისთევა გაგველამაზებინა საგალობლებით,
28.06.2025
მე უკვე ვთქვი რამდენიმე სიტყვა სიკვდილზე. ახლა ვიტყვი რამდენიმე სიტყვას სინდისზე, რადგან ვინც თავის სინდისს სუფთად ინახავს, სიკვდილი მას აუცილებლად ნეტარად და მზად მყოფს ჰპოვებს.
20.05.2025
მანასემ, ებრაელთა ძველაღთქმისეულმა მეფემ, იმდენი ცოდვა ჩაიდინა ღვთის წინაშე, რამდენიც ალბათ არავის ჩაუდენია. ორმოცდათორმეტი წლის განმავლობაში ის ძალით აიძულებდა ხალხს თაყვანი ეცათ კერპებისა და ეშმაკებისთვის,
05.05.2025
არაფერში არ შეიძლება ადამიანი ისე იყოს დარწმუნებული დედამიწაზე, როგორც სიკვდილში. იცოცხლებ კიდევ თუ არა, ეს არ იცი; გახდები თუ არა უფრო მდიდარი, არ იცი;
05.05.2025
"რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს" (1კორ. 1:18).
20.04.2025
სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

26.03.2025
- როდის სუფევს მადლი ჩვენთან? - ჰკითხა ერთმა მორწმუნემ მამა კლეოპას. მან კი უპასუხა:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქადაგება და
ამაოა თქვენი რწმენაც" (1კორინთ. 15:14)
აღდგა ქრისტე? ეს ყველა რელიგიის, ყველა ფილოსოფიის, ყველა იმ მეცნიერების მთავარი კითხვაა, რომლებიც ადამიანის მსოფლმხედველობას ეხება. აღდგომა შეეძლო მხოლოდ ღმერთს.
საიტის პარტნიორები

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat