არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე) - ახალი წელი და კალენდარი
არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე) - ახალი წელი და კალენდარი
მამებო, ძმებო და საყვარელო მორწმუნენო!
რადგან ჩემი უღირსობის გამო ხვალ წმინდა ლიტურგიას ვატარებ, გავიფიქრე, კარგი იქნებოდა დღევანდელი საღამოს ღამისთევა გაგველამაზებინა საგალობლებით, სიტყვებითა და ქადაგებებით, რომ ის ძალიან გრძელი არ მოგჩვენებოდათ. ხვალ ქრისტეს მართლმადიდებელი აღმოსავლური ეკლესია სამ დღესასწაულს აღნიშნავს: ახალ წელს, მაცხოვარ ქრისტეს ხორციელ წინადაცვეთას და წმინდა ბასილი დიდის, კაპადოკიის კესარიის მთავარეპისკოპოსის ხსენებას. და რადგან ხვალ შეუძლებელი იქნება ერთ ქადაგებაში მოვიცვათ ყველაფერი, რაც უნდა ითქვას ამ სამი დღესასწაულის შესახებ, გადავწყვიტე დღეს საღამოს ჩემს სიტყვაში ახალი წლის მნიშვნელობაზე ვისაუბრო. როგორ მივედით ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები, 1 იანვარს ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნამდე? აი, რა გარემოებებით მივედით ჩვენ აქამდე და აი, რა არის ახალი წლის მნიშვნელობა.

იცოდეთ, ძმებო და მამებო, რომ ღმერთმა ეს სამყარო გაზაფხულზე შექმნა და დაასრულა იგი, როგორც გსმენიათ, ექვს დღეში. მაშინ უცნობი იყო, თუ რა არის კალენდარი, ადამიანიც ხომ ჯერ არ იყო შექმნილი. ხოლო მას შემდეგ, რაც ღმერთმა შექმნა იგი, ადამიანი ჯერ სამოთხეში იმყოფებოდა. ზოგიერთი ღვთისმეტყველის მოწმობით, ადამი და ევა სამოთხეში 7 დღე იმყოფებოდნენ, სხვები ამბობენ, რომ 7 წელი, მესამენი - რომ 70, მეოთხენი კი - რომ 700 წელი.

ღმერთს, როდესაც სამყაროს სიტყვით ქმნიდა, არ სჭირდებოდა ჩაქუჩები, და ბარები, და თოხი, და ქაფჩა, რომ შეექმნა იგი. მან თქვა - და შეიქმნა. "რამეთუ მან თქუა, და იქმნეს" (ფს.148:5). მაგრამ მან დააწესა ამ სამყაროსთვის მარადიული კანონები: სამყაროს საათებში ყველაფერი ბრუნავს ისეთი სიზუსტით, რომ შიშს გვრის არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ანგელოზებსაც კი. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ყოვლისმპყრობელი ღმერთის საქმე!

და როდესაც ღმერთმა შექმნა სამყარო, მზე ზენიტში იდგა, ანუ ცის შუაგულში. მაგრამ მის მიერ შექმნილი სამყაროს სტიქიები: მიწა, პლანეტები და ვარსკვლავები - არ რჩებიან უძრავად არც ერთი წამით, არამედ მუდმივად მოძრაობენ. ყველაფერი წრეზე მოძრაობს. ისინი მარადიულად ბრუნდებიან იქ, საიდანაც წავიდნენ!

ასე მოძრაობენ ვარსკვლავები, ასე მზე და მთვარე, და ყველა პლანეტა, და ყველაფერი, რაც ღმერთმა შექმნა. ყველაფერს დაუწესა მან კანონი - იმოძრაონ, და არა შემთხვევის ნებით, არამედ დიდი წესრიგით, ისე რომ ანტიკური ეპოქის უგანათლებულესი ადამიანებიც კი გაოცებული იყვნენ ამით და ქმნილებიდან შეიცნეს ღმერთი, არ იცოდნენ რა იგი წერილებიდან, და შესძახეს: "დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!" ასევე იყო მოგვიანებითაც ისააკ ნიუტონთან, შემდეგ კი კეპლერთან და სხვა ასტრონომებთან, რომლებმაც სამყაროს მოძრაობიდან გაიგეს, რომ არსებობს რაღაც ხელი, არის მიმმართველი ცენტრი, რომელიც ატარებს ყოველივე ამას ასეთი სიზუსტით.

ვარსკვლავების განმეორებადი წრიული მოძრაობა გვაძლევს კიდეც კალენდარს. მაგრამ რის მეშვეობით დააფუძნა იგი ღმერთმა განსაკუთრებული სახით? მან დააფუძნა იგი სამყაროს ორი თვალის - მზისა და მთვარის მეშვეობით. მან ისე მოაწყო, რომ მათზე ორიენტირებულიყო ყოველი სულდგმული ქვეყნის დასასრულამდე. და თქვენ გსმენიათ, რომ საპასექო გამოთვლებში საუბარია მზის წრესა და მთვარის წრეზე.

და რატომ დავიწყე ისტორია ასეთი შორიდან? იმისთვის, რომ დაგენახათ, როგორ მოვიდა ჩვენამდე ახალი წელი. როდესაც იქმნებოდა პირველი კალენდრები ძველ ეპოქაში, ნიმროდის, ნინევიის მეფის დროს, ისინი არ ორიენტირებდნენ, როგორც ჩვენ, 12-თვიან კალენდრებზე, რადგან არ იცოდნენ ეს. ისინი აკვირდებოდნენ ციური ვარსკვლავების, მზის ან მთვარის წრის მოძრაობას და იცოდნენ, რომ გავიდა მზის ციკლის წელი.

მოგვიანებით ადამიანები უფრო ჭკვიანები გახდნენ. ასე, ძველი ქალდეველები (ებრაელებზე უფრო ძველი ხალხი) დიდი ასტრონომები იყვნენ. მათ ბევრი რამ მისცეს ეგვიპტურ ცივილიზაციას, შემდეგ კი მან - ელინებს და ასე შემდეგ, სანამ არ მოაღწია ჩვენს ევროპულ მხარეებამდე. ქალდეველებმა აღმოაჩინეს სხვა მოძრაობებიც ცაზე, არა მხოლოდ მზისა და მთვარის მოძრაობა, და თანდათანობით დაიწყეს მიწიერი კალენდრის შედგენა ცის კალენდრის ან მზისა და მთვარის კალენდრის მიხედვით.

ციური კალენდარი, როგორც ღვთის ქმნილება, იოტისოდენადაც არ ჩამორჩება და არ შეიძლება შეირყეს, რადგან ნათქვამია: "ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს" (ფს.148:6). მას არ შეუძლია ჩამორჩეს. ხოლო კალენდრები, დღემდე ადამიანების მიერ შექმნილი, იყო ათასობით და ათიათასობით; ყოველ ეპოქაში იქმნებოდა ისინი მაშინდელი ადამიანების გაგებით. იყო ჩრდილის კალენდრები, მზის კალენდრები, ქვიშის კალენდრები, ეგვიპტელი ფარაონების კალენდრები და სხვა.

მრავალი კალენდარი ჰქონდათ ეგვიპტელებს და ეგვიპტელებზე უფრო ძველ ხალხებს, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, ასირიელები. იყო ხილის კალენდრები. როდესაც ფორთოხლები მწიფდებოდა, და ეს ხდებოდა წელიწადში ორჯერ, თვლიდნენ, რომ შესრულდა წელი. იყო ნილოსის მდინარის კალენდარი, რომელიც გამოიყენებოდა ასობით წლების განმავლობაში, რადგან ნილოსი პერიოდულად დიდდება, წელიწადში ორჯერ. მაგრამ ნილოსი ეკვატორზე წვიმების გამო ზოგჯერ ორი თვით ადრე ადიდდება ხოლმე, ზოგჯერ კი გვიან და ა.შ. მათ იცოდნენ, რომ როდესაც ბრინჯი დამწიფდა ან ნილოსი ადიდდა, მაშინ მათთან ახალი წელია.

მაგრამ მეცნიერება არ კმაყოფილდებოდა მსგავსი კალენდრებით. და არც საჭირო იყო ყოველივე ამის მიყოლა, რაც არარეგულარულად ხდებოდა. ამიტომ ადამიანებს სურდათ შეექმნათ სხვა კალენდრები, უკეთესი, რომ უფრო მიახლოებოდნენ ციურ კალენდარს - კალენდარს, რომელიც შექმნა ყოვლისმპყრობელმა ღმერთმა.

პირველები, ვინც დაიწყეს ამ კალენდრების შექმნა, იყვნენ ეგვიპტელები. მათ პირველად შექმნეს 12-თვიანი კალენდარი, თუმცა თვეში მათ ჰქონდათ 28-30 დღე, ხოლო წელიწადში 354 დღე. იუდეველმა ხალხმა, რომელმაც ეგვიპტელების ტყვეობაში 430 წელი გაატარა, თავისი მონობიდან გამოსვლისას, ისესხა ეგვიპტური კალენდარი, რადგან უკეთესი არ მოიპოვებოდა იმ დროს, და იყენებდნენ მას 1500 წლის განმავლობაში, იულიუს კეისრამდე, დაახლოებით მაცხოვრის მოსვლამდე 44 წლით ადრე.

მაგრამ ამ დროისთვის გამოყენებული კალენდარი ძლიერ ჩამორჩა. ამიტომ რომაელებმა, სურდათ რა შეექმნათ უკეთესი კალენდარი, იულიუს კეისრის დროს გაგზავნეს მეცნიერი სოზიგენი მსოფლიოს ყველა კუთხეში სანახავად,თუ რომელი კალენდარი იყო უფრო ახლოს ციურ კალენდართან, რომელი უფრო შეესაბამებოდა ღვთიურ კალენდარს. და მან იულიუს კეისრის ბრძანებით გამოიკვლია ყველა კალენდარი ნილოსის ველზე, პალესტინაში, აფრიკაში და აღმოაჩინა, რომ ებრაული ყველაზე ახლოს იყო, რადგან აღებული იყო ეგვიპტელებისგან. მაგრამ იქ აკლდა 11 დღე და 6 საათი ცაზე ვარსკვლავების მოძრაობასთან შედარებით. ასე რომ, მან დაამატა კალენდარს კიდევ 11 დღე და 6 საათი.

თავდაპირველად ყველა ხალხი, პატივს სცემდა რა ტრადიციას, რომლის თანახმადაც სამყაროს დასაწყისი მარტში მოხდა, წელს იწყებდნენ ამ თვიდან, იმის მიუხედავად, თუ რა კალენდარი ჰქონდათ. ასე თვლიდნენ ეგვიპტელებიც, ებრაელებიც და რომაელებიც. მოგვიანებით რომაელებმა დაამატეს თვეები იანვარი და თებერვალი და დააწესეს წლის დასაწყისი 1 იანვარს.

მათ ჰქონდათ ჩვეულება 1 იანვრის დღეს ხალხისგან გადასახადების აკრეფისა, მმართველების შეცვლისა, მუშაკებისთვის, სამხედროებისთვის ხელფასის გადახდისა, ზოგიერთი მათგანის წოდებაში აყვანისა. ამავე დღეს 1 იანვარს ჰქონდათ მათ ყველაზე დიდი დღესასწაულებიც, და ამ შემთხვევაში აწყობდნენ დიდ არეულობას სიმღერებითა და თამაშებით, როგორც თქვენ მათ დღემდე ხედავთ.

რადგან რომაელებისა და წარმართებისგან მოდის ეს ჩვეულებები კარიდან კარზე სიარულისა, სალამურზე დაკვრისა, სიმღერისა და სხვა და სხვა გასართობისგან, როგორც თქვენ ამას დღემდე ხედავთ. და ასე, ამ დღეს იმართება გასართობები ნაცვლად წმინდა მსახურებებისა, ღვთისადმი მადლიერებითა და მისი დახმარების თხოვნისა. ეს არ მოდის ქრისტეს ეკლესიიდან, არამედ წარმართული ხალხებისგან. რომაელებმა ისინი ისესხეს ეგვიპტელებისგან, ეგვიპტელებმა კი ასირიელებისგან და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებები არ არის ქრისტიანული, არამედ წარმართულია, რადგან ჩვენც წარმართული ხალხებისგან წარმოვიშვით, რადგან რომაელებიც და დაკებიც წარმართები იყვნენ.

მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ახალი წლის დაწყებიდან, ჩვენი ყველაზე დიდი საზრუნავი სხვა რამ უნდა იყოს. უდიდესი საქმე არის განვაახლოთ ჩვენი ცხოვრება, ვუსმინოთ იმას, რომ ყოველ ახალ წელს დავტოვოთ თითო ცოდვა, რომელიც გვფლობს ვინ იცის რა დროიდან, და ჩავდოთ მის ნაცვლად სათნოება. ვაპატიოთ ცოდვები მათ, ვინც შეგვცოდა, ვაპატიოთ ყველას, დავიწყოთ ახალი წელი სუფთა გულით და რწმენით ღმერთში. არ დავიწყოთ იგი სამიკიტნოში და სიმთვრალეში სალამურებითა და სხვა და სხვა გასართობებით. რადგან თუ კარგად იწყებ პირველი დღიდან - რამეთუ კარგი დღე დილიდან ჩანს, - ასე იქნება მუდამ!

ახლა გაიარე სოფლებში ამ ღამით. ეს ხომ ჯოჯოხეთია დედამიწაზე! აი როგორ შეუძლიათ ადამიანებს ღმერთის მადლობა იმისთვის, რომ მან მათ კიდევ ერთი წელი სიცოცხლე მისცა. მაგრამ მოვა ადამიანთან სიკვდილი და ყელში წაავლებს ხელს ისე, რომ მღვდელსაც კი ვეღარ ეტყვის, რა ჩაიდინა, რადგან ენას შეუკრავს! როგორ ინატრებს მაშინ, რომ ღმერთმა კიდევ ერთი საათი მისცეს. მაგრამ ის აღარ აძლევს მეტ ხანს! ასეა განსაზღვრული: როცა შენი დრო მოვა, ის ხელსა გტაცებს და წაგიყვანს. მაშინ მოგინდება ლოცვა: "ღმერთო, მომეცი კიდევ ერთი წუთი!" - მაგრამ ის აღარ იძლევა მეტს! საკმარისად გქონდა! ღმერთი სამართლიანია! მან მოგცა დრო, მაგრამ შენ არ მოინდომე გამოსწორება, მონანიება, ტირილი, ლოცვა! მან მოგცა ამდენი წელი სიცოცხლე, შენ კი არც კი გაინტერესებდა ეს. და მაშინ დაინახავ, რომ აღარ არის მონანიება სიკვდილის ჟამს.

ასე რომ, ვიფიქროთ იმაზე, რომ როცა წელი გადის, ბევრს უნდა შევტიროდეთ ღმერთს, რომ არაფერი კარგი არ გავაკეთეთ, და მადლობა ვუთხრათ მას, რომ დაგვეხმარა თავისი წყალობითა და მოწყალებით გაგვევლო კიდევ 365 დღე და მივსულიყავით დღევანდელ დღემდე.

ყველამ უნდა მადლობა შესწიროს. მთელმა ღვთის ქმნილებამ. სიცოცხლეც, ადამიანებიც და ყველა დროც ხომ ღვთის ხელშია. სწორედ ახლა უნდა ვუმადლოდეთ ღმერთს, რომ არ დაგვატყდეს თავს უფლის რისხვა!

ჩვენ ველით ღვთის წყალობას, მაგრამ ოდესმე დრო აღარ იქნება, რადგან სიკვდილი მოვა თითოეულისთვის! გამოჩნდება ღვთის სიმართლე, რომელსაც ვერავინ გაექცევა! ვერც მეფეები გაექცევიან. სად არიან ახლა მათი სამეფოები? სად არიან ეგვიპტის ფარაონები? სად არიან თურქების სულთნები? სად არიან გერმანელი მმართველები? სად არიან იმპერატორები, რომლებიც მსოფლიოს აძრწუნებდნენ? სად არის ციხე-სიმაგრეები? სად არის ქალაქები? სად არის პომპეი და სად არის კართაგენი, და ძველი ქალაქები, მიწისძვრით დანგრეული?

სად არიან მსოფლიოს ციხე-სიმაგრეები? სად არიან ძლიერნი? სად არიან მეცნიერნი? სად არიან ბრძენნი? სად არიან ისინი, ვისაც სკიპტრა ეპყრა ხელთ, და მათი თავები მზესავით ბრწყინავდა? სად არიან ისინი? მტვრად, მიწად და ნაცრად იქცნენ. ასეთია ღვთის სიმართლე, და ვაი ჩვენ, თუ დროს ტყუილად ვკარგავთ. დიდი მოციქული პავლე ამბობს: "გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან" (ეფეს. 5:16).

ჩვენ ვევედრებით კიდევ ერთი წუთით სიცოცხლეს, მაგრამ აღარ მოგვცემს ღმერთი! იმიტომ რომ უდარდელად ვატარებთ ამ ცხოვრებას და ვეფლობით ამ საუკუნის საზრუნავში, თითქოს უკვდავნი ვიყოთ. ჩვენ კვამლი ვართ! ყოველდღე ეკლესია გვეუბნება: "კაცი, ვითარცა თივა, არიან დღენი მისნი; ვითარცა ყუავილი ველისა, ეგრეთ აღყუავდეს" (ფს. 102:15). უთხრა ღმერთმა ესაიას ჩვენ ყველასთვის: "ყოველი ჴორცი თივა და ყოველი დიდებაჲ კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა. განჴმა თივა და ყუავილი დამოსცჳვა" (ეს. 40:6-7). და კიდევ ამბობს სულიწმინდა ფსალმუნებში: დღენი მისნი, ვითარცა აჩრდილნი, წარვლენ; რამეთუ მოაკლდა, ვითარცა კუამლსა, დღეთა ჩემთა (ფს. 143:4; 101:4). და კიდევ: "წელნი ჩუენნი ვითარცა დედაზარდლი იწურთიდეს" (ფს. 89:9); და კიდევ: "და დღენი ჩემნი, ვითარცა აჩრდილი, წარჴდეს, და მე ვითარცა თივაჲ, განვჴემ" (ფს. 101:12).

ვისთვის ამბობს აქ სულიწმინდა? ჩვენთვის! გვქონდეს ყურები, ნუ ვიქნებით ყრუნი. ნუ დავიხშობთ ჩვენს ყურებს, რადგან ჩვენ ოცნებანი ვართ ცის ქვეშეთში. რაც არ უნდა აიღო, ყველაფერი მტვერი და ნაცარია! არაფერი რჩება მარადიულად დედამიწაზე. სად არიან ძლიერნი, რომელთაგაც გუშინდლამდე მსოფლიო ძრწოდა? წადი, შეხედე მათ გეენიაში, როგორ აწამებენ მათ ეშმაკები. წადი და ჰკითხე მათ იქ: "რა წაიღეთ ამ ცხოვრებიდან?" სად დარჩა მათი ძალაუფლება, სად მეცნიერება, სად ხალხთა ძალა? ისინი სიკვდილმა წაიყვანა, სამართლიანად, და ბორკილებდადებულნი ჰყავს მომავალი სამსჯავროს დღემდე.

იმპერატორი ალექსანდრე მაკედონელი დიდი ბრძენი კაცი იყო; ის რვა წლის განმავლობაში. სწავლობდა სულისა და სიკვდილის ფილოსოფიას ანტიკური დროის დიდ ფილოსოფოსთან, არისტოტელესთან და ირგვლივ ყველა პატივს მიაგებდა მას, მაგრამ მას ჰქონდა ასეთი გამონათქვამი: "როცა სიკვდილი მოვა, აღარაფერი იქნება!"

და აი, ერთხელ ყველა აქებდა მას:

- თქვენო უდიდებულესობავ, რამდენი ძალაუფლება გაქვს! რა დიდი ხარ!..

- თუ თქვენ თვლით, რომ მე მაქვს ძალაუფლება, წამოდით ჩემთან ერთად ზღვის ნაპირზე (და ზღვა ბობოქრობდა იმ დღეს, ტალღებს აგორებდა და მძვინვარებდა). აი, რომ ნახოთ, რა ძალაუფლება მაქვს. ზღვაო! გიბრძანებ: შეჩერდი!

ხოლო ზღვა კი თავის ტალღებს სტყორცნიდა.

- ნახეთ? თქვენ კი ამბობთ, რომ მე მაქვს ძალაუფლება. ამბობთ, რომ მე ვმეფობ. ტალღა აქვე დამახრჩობს. მან საერთოდ არ დამიჯერა. როგორ ამბობთ, რომ მე მაქვს ძალაუფლება, თუ წყლის ტალღაც კი არ მემორჩილება?

ამ კაცმა იცოდა, რომ ადამიანს არაფერი შეუძლია ღმერთის გარეშე!

როცა კვდებოდა, გენერლებმა ჰკითხეს მას:

- თქვენო უდიდებულესობავ, რისგან გაგიკეთოთ საფლავი? მარმარილოსგან? ოქროსგან? ძვირფასი ქვებისგან: იაკინთის, ქრიზოლითის, ონიქსის, ამეთვისტოს თუ ლალისგან?

ყველა ძვირფასი ქვა ჩამოუთვალეს. ხოლო მან უპასუხა:

- როცა სიკვდილი მოვა, აღარაფერი იქნება! ნუ გამიკეთებთ საფლავს ოქროსგან და ძვირფასი ქვებისგან, არამედ გამიკეთეთ საფლავი და კუბო გრანიტისგან. და ნუ ჩამაცმევთ ოქროთი მოჭედილ სამოსელს, არამედ ჩამაცვით უბრალოდ, როგორც უბრალო ადამიანს. და გააკეთეთ კუბოში ორი ნახვრეტი: ერთი მარცხნივ და მეორე მარჯვნივ.

- მაგრამ რისთვის?

- მათში გამოყავით ჩემი ცარიელი ხელები, რომ ყველამ დაინახოს, რომ არაფერი წავიღე თან სიკვდილის შემდეგ.

ვიფხიზლოთ იმაზე, როგორ ვატარებთ დროს ღვთის წინაშე. რადგან აუცილებლად მოვკვდებით, და ის მოგვთხოვს ანგარიშს იმაზე, რაზე ვლაპარაკობდით ყოველ წუთს, რაზე ვფიქრობდით და რას ვაკეთებდით.

ამას გეუბნებით ახალი წლის გამო! ვუმადლოდეთ ყოვლადწმინდა სამებას და უწმინდეს ღვთისმშობელს, ყველა ადამიანის შუამდგომელს, რომ ღირსნი გავხდით კიდევ ერთი წლის გავლისა. გადავწყვიტოთ, რომ ჩვენს გულში დავდოთ კეთილი დასაწყისი და დავრჩეთ შემდგომში ღმერთთან, ქრისტიანულად. შევურიგდეთ ღმერთს, სანამ სიკვდილი არ წაგვიტაცებს. ამინ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2025
მე უკვე ვთქვი რამდენიმე სიტყვა სიკვდილზე. ახლა ვიტყვი რამდენიმე სიტყვას სინდისზე, რადგან ვინც თავის სინდისს სუფთად ინახავს, სიკვდილი მას აუცილებლად ნეტარად და მზად მყოფს ჰპოვებს.
20.05.2025
მანასემ, ებრაელთა ძველაღთქმისეულმა მეფემ, იმდენი ცოდვა ჩაიდინა ღვთის წინაშე, რამდენიც ალბათ არავის ჩაუდენია. ორმოცდათორმეტი წლის განმავლობაში ის ძალით აიძულებდა ხალხს თაყვანი ეცათ კერპებისა და ეშმაკებისთვის,
05.05.2025
არაფერში არ შეიძლება ადამიანი ისე იყოს დარწმუნებული დედამიწაზე, როგორც სიკვდილში. იცოცხლებ კიდევ თუ არა, ეს არ იცი; გახდები თუ არა უფრო მდიდარი, არ იცი;
05.05.2025
"რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს" (1კორ. 1:18).
20.04.2025
სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

26.03.2025
- როდის სუფევს მადლი ჩვენთან? - ჰკითხა ერთმა მორწმუნემ მამა კლეოპას. მან კი უპასუხა:
26.03.2025
"მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი" (შდრ. იოანე 20:18).
07.03.2025
ყველაზე ღრმა ხმა ჩვენი გულიდან მოდის - ეს არის სინდისი, ღვთის ხმა ადამიანში, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ სიკეთისკენ და გვიცავს ცუდისგან, ეს არის სიტყვის სული.
01.02.2025
მცირედი სწავლა ქადაგება, გლახაკ ბერისა წილკნელ-მანგლელ ყოფილის ნეკრესლის ამვროსისაგან მდაბიოთა სამწყოსოთათჳს, 1797 ქრისტეს აღდგომისათჳს.
22.01.2025
" ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (1კორ.15:20).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat