არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე) - მეფე მანასეს მონანიება
არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე) - მეფე მანასეს მონანიება
მანასემ, ებრაელთა ძველაღთქმისეულმა მეფემ, იმდენი ცოდვა ჩაიდინა ღვთის წინაშე, რამდენიც ალბათ არავის ჩაუდენია. ორმოცდათორმეტი წლის განმავლობაში ის ძალით აიძულებდა ხალხს თაყვანი ეცათ კერპებისა და ეშმაკებისთვის, უბრძანებდა ებრაელებს უარი ეთქვათ ღმერთზე. და უარყვეს ღმერთი როგორც მან თავად, ასევე მისმა შვილებმა და მთელმა მისმა ოჯახმა. ხოლო იმათ, ვისაც არ სურდა კერპთაყვანისცემა და დემონებისთვის მსხვერპლის შეწირვა, ის უსასტიკესი წამებით ასალმებდა სიცოცხლეს.

ასე რომ, ამ მეფემ იმდენი ცოდვა ჩაიდინა, რომ ამის გამოხატვაც კი შეუძლებელია. მაგრამ უწმინდესმა ღმერთმა, სურდა რა გამოევლინა თავისი მოწყალების სიღრმე და უსაზღვრო სიბრალული ადამიანების მიმართ, თავისი განჩინებით მიიყვანა მანასე მონანიებამდე. და აი როგორ?

ეს მეფე, თუმცა კი ძალიან ცუდი გახლდათ, მაგრამ კეთილი გვარიდან იყო წარმოშობით. მისი მამა, ეზეკია, ღვთის სათნო მეფე, ცხოვრობდა წინასწარმეტყველ ესაიას დროს (იხ. 4მეფ.18-20). ვფიქრობ, ეს იგი შეევედრა ღმერთს მოექცია მისი შვილი, რომელიც განდგა ცისა და მიწის შემოქმედისგან. და როგორ მოაქცია ის ღმერთმა? აი როგორ.

ხედავდა რა მანასეს ბოროტებას და ურწმუნოებას და მისი გონების ასეთ დაბნელებას - რომ ის არა მხოლოდ თავად განუდგა ღმერთს, არამედ მთელი ხალხი მიიყვანა დაღუპვამდე, აიძულებდა რა მათ უარი ეთქვათ ღმერთზე - მან, ვინც იცის, როგორ მიიყვანოს მონანიებამდე თითოეული, აღვირი ამოსდო მას და სადავეები მოუჭირა, როგორც ნათქვამია ფსალმუნში: "ჭიმითა და აღჳრითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მიგეახლნეს" (ფს.31:9).

ასე მოხდა ამ მეფესთანაც. რადგან თუ ღმერთი მას ასე დატოვებდა, ის არასდროს მოინანიებდა თავისით. მაგრამ ღმერთმა მოავლინა ბაბილონიდან ასურის მეფის დიდებულები დიდი ჯარით, და მათ დაიპყრეს იერუსალიმი, ხოლო მეფე მანასე მონობაში წაიყვანეს (იხ. 2ნეშტ.33:11). შებოჭეს ის და პატარა გალიაში ჩააგდეს, რომელშიც მას სრულ სიმაღლეზე გამართვაც კი არ შეეძლო. და მიჯაჭვული იყო მისი თავი ფეხებთან ორი სპილენძის ჯაჭვით. და ჩააგდეს ის ამ გალიაში, სადაც მას თავის აწევაც კი არ შეეძლო, არამედ სულ უძრავად იწვა, მოკუნტული.

ასურის მეფე ფიქრობდა, რომ ის ასე ერთ კვირას გაძლებდა ან უფრო ნაკლებსაც, და საჭმელს აძლევდა მხოლოდ კვირაში ორჯერ - ქატოს პურს და წყალს. და სულ ეკითხებოდა ბაბილონის მეფე თავის მსახურებს:

- არ მომკვდარა ჯერ მეფე მანასე?

- არ მომკვდარა, თქვენო უდიდებულესობავ. ის ჯერ ცოცხალია და მოძრაობს თავის გალიაში! რა საკვირველებაა!

და იცხოვრა მეფემ ამ გალიაში, ჯაჭვებით შებორკილმა, არა ერთი კვირა და არა ერთი თვე, და არც ათი თვე, არამედ შვიდ წელზე მეტი. და საშინელი სასწაული იყო ეს - ხედავდე ადამიანს, დაბორკილს თავიდან ფეხებამდე, აწვდიდე მას ცოტაოდენ წყალსა და ქატოს პურს კვირაში ორჯერ, ხოლო ის კვლავ ცოცხალია და ცოცხლობს.

და ამ მეფისგან, რომლისგანაც ღმერთმა არ ისურვა სიცოცხლის ნაპერწკლის წართმევა, ასეთი ტანჯვის, წამებისა და სასჯელისგან, რომელიც მან იქ გადაიტანა ასეთ მწარე მწუხარებაში, დარჩა მხოლოდ ტყავი და ძვლები. წარმოიდგინეთ, როგორ ყოფა იყო იქ მისთვის. და აი მაშინ გაიხსენა ღმერთი და უთხრა თავის თავს: "ღმერთმა მომაწია ეს ტანჯვა და სასჯელი იმისთვის, რომ გავანაწყენე ის - და თავადაც განვუდექი მას, და ღვთის ხალხი ვაიძულე კერპებისთვის მსხვერპლი შეიწირათ!"

და ფიქრობდა თავის გულში: "თუკი ღმერთმა აქამდე ცოცხალი დამარჩინა, მაშ რა უნდა ჩემგან? რა თქმა უნდა, მას ჩემი ხსნა სურს!"

და მაშინ შეღაღადა სულის სიღრმიდან, დაიწყო ცრემლების ღვრა და მხურვალედ ლოცვა ღვთისადმი: "უფალო ღმერთო აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, ღმერთო ცისა და მიწისა! უფალო ღმერთო, თუკი შენ მოწყალება მოიღე ჩემზე, ამდენი წელი არ მაძლევდი სიკვდილის ნებას, არამედ მტანჯავდი ამ მძიმე ჯაჭვებში, და არ წყვეტდი სიცოცხლის ძაფს ჩემში, მაშინ, ეტყობა, შენ ელოდები ჩემს მოქცევას შენსკენ.

ვერ შემიძლია, უფალო ღმერთო ჩემო, მუხლების მოდრეკა, ვერ შემიძლია მიწაზე დავემხო, რადგან შებორკილი ვარ ამ მძიმე რკინისა და სპილენძის ჯაჭვებით, რომლებმაც რგოლად მომხარეს, თავით ფეხებთან, და ვერ ვლოცულობ შენდამი.

ვერ შემიძლია მეტანიების კეთება, ვერ შემიძლია მტვრად ქცევა, რადგან დაბორკილი ვარ. მაგრამ გევედრები შენ, უფალო ღმერთო, და ვიდრეკ ჩემი გულის მუხლებს: გაიხსენე, უფალო, რომ თუ შენ მოწყალებას მოიღებ მართალთა მიმართ, ეს საკვირველი არ იქნება. შენ არ დაუდე სინანული აბრაამს, ისააკს, იაკობს და მის მართალ მოდგმას, არამედ დაუნიშნე სინანული ცოდვილებს.

ამიტომ, უფალო ღმერთო, თუ შენ მოწყალებას მოიღებ ჩემზე, თუ შეხედავ ჩემს გულს და მომაქცევ სინანულისკენ, თუ მომიტევებ მე ყველა ჩემს ცოდვასთან ერთად, რომელთა რიცხვი მეტია, ვიდრე ქვიშა ზღვის ნაპირზე, მაშინ გამოჩნდება, უფალო, როგორ გამოუთქმელია შენი მოწყალება და მიუწვდომელია შენი სიკეთე"...

და როდესაც ის ასე ლოცულობდა სულის სიღრმიდან და ღვრიდა ცრემლთა ნაკადებს დიდი ტკივილით თავის ასეთ ტანჯვაში, უწმინდესმა ღმერთმა გაიხსენა იგი და ჩაუდო აზრი იმ მეფეს, სახელად ასურს, მოეხსნა მისთვის ჯაჭვები და გამოეშვა გალიიდან, ამ საშინელი საპყრობილიდან.

და როდესაც გამოუშვეს, მან, რადგან ძალიან დიდხანს იყო ჯაჭვებით შებორკილი, დაიწყო კოტრიალი და ბორბალივით ტრიალი. მისი ძვლები მომრგვალდა და მას აღარ შეეძლო გასწორება. წარმოიდგინეთ, რა საცოდავი სანახავი იყო ადამიანი, მოკუნტული, მხოლოდ ტყავი და ძვლები! იფიქრეთ, რა შესაბრალი იყო!

და ატირდნენ ბაბილონელი წარმართები, ამბობდნენ:

- და ამ ადამიანში კიდევ ბჟუტავს სიცოცხლე? საერთოდ ადამიანია კი ეს არსება?

მაშინ მისცეს მას თავისუფლება და დაიწყეს ცოტ-ცოტათი გამოკვება, უვლიდნენ მას, და რამდენიმე თვის შემდეგ ის ფეხზე დადგა. და როგორც კი წამოდგა და გამოკეთდა, ბაბილონის მეფემ თქვა:

- ღმერთმა, რომელსაც ის თაყვანს სცემს, შეუნდო მას მისი ასეთი ძლიერი მონანიების გამო! - და გაუშვა იგი უკან იერუსალიმში, რომ იქ კვლავ მეფე ყოფილიყო.

და მანასე კვლავ გამეფდა და მიიყვანა მთელი ხალხი ღვთისმოშიშებამდე, აკეთებდა ყველანაირ კეთილ საქმეს, რაც კი შეეძლო, თავისი სიცოცხლის ბოლომდე და დაწერა ის დიდი ლოცვა, რომელსაც ჩვენ ახლა ვკითხულობთ დიდ სერობაზე და რომელსაც ეწოდება მანასეს, იუდეის მეფის ლოცვა.

დაინახე ღვთის სიბრძნე? გაიგონე, რას აკეთებს ღმერთი? მეფე-წარმართი, რომლის ცოდვებმა რიცხვით გადააჭარბა ცის ვარსკვლავებსა და ზღვის ქვიშას, მან აქცია წმინდა მეფედ, იმიტომ რომ მან მოინანია სულის სიღრმიდან, დაღვარა მწარე ცრემლები და იტანჯა ამდენი წელი ასეთ მარხვაში, წამებასა და ტკივილში! მაგრამ მიუხედავად ამისა, მან არ დაკარგა იმედი ღვთის წყალობისა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
05.05.2025
არაფერში არ შეიძლება ადამიანი ისე იყოს დარწმუნებული დედამიწაზე, როგორც სიკვდილში. იცოცხლებ კიდევ თუ არა, ეს არ იცი; გახდები თუ არა უფრო მდიდარი, არ იცი;
05.05.2025
"რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს" (1კორ. 1:18).
20.04.2025
სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

26.03.2025
- როდის სუფევს მადლი ჩვენთან? - ჰკითხა ერთმა მორწმუნემ მამა კლეოპას. მან კი უპასუხა:
26.03.2025
"მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი" (შდრ. იოანე 20:18).
07.03.2025
ყველაზე ღრმა ხმა ჩვენი გულიდან მოდის - ეს არის სინდისი, ღვთის ხმა ადამიანში, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ სიკეთისკენ და გვიცავს ცუდისგან, ეს არის სიტყვის სული.
01.02.2025
მცირედი სწავლა ქადაგება, გლახაკ ბერისა წილკნელ-მანგლელ ყოფილის ნეკრესლის ამვროსისაგან მდაბიოთა სამწყოსოთათჳს, 1797 ქრისტეს აღდგომისათჳს.
22.01.2025
" ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (1კორ.15:20).
22.01.2025
"რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან!" (1იოანე.5:7)
07.01.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ძველი სტილით 27 მაისს, ახალი სტილით — 9 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს ქართველ საეკლესიო მოღვაწეს, მიქელ პარეხელს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat