არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე) - წმინდა ჯვარი
არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე) - წმინდა ჯვარი
"რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს" (1კორ. 1:18).

ყოველთვის, როცა გესმით სიტყვა "ჯვარი", ნუ გაიგებთ მას ისე როგორც უგუნური სექტანტები - როგორც ბაპტისტები, ადვენტისტები, ევანგელისტები, ორმოცდაათიანელები, ნაზარეველები, მონანიენი, მომკელნი, თეოდორელები, იეჰოვას მოწმეები და ყველა სხვა სექტანტი, რომლებმაც მოიცვეს ქვეყანა; როგორც ღვთისმგმობელი სექტანტური ენები, რომლებიც მძვინვარებენ ქვეყანაზე და ანადგურებენ სიტყვიერი ღმერთის ყანას.

ნუ იფიქრებთ წმინდა ჯვარზე როგორც ისინი, არამედ ასე გაიგეთ და გახსოვდეთ, რომ სიტყვას "ჯვარი" აქვს ორმაგი ძალა და ორმაგი საიდუმლო. ორმაგია ჯვარი, ორმაგია ჯვრის მნიშვნელობებიც.

ნუ გაიგებთ წმინდა ჯვარს ისე, როგორც ეს გონებით შეზღუდულნი და უგუნურნი, რომელთაც არ სურთ თაყვანისცემა ქრისტეს მაცხოვნებელი ჯვრისა, როგორც ამბობს ამის შესახებ წმინდა მოციქული პავლე. დაე, მათ ჰგმონ, რადგან სატანამ დაუბნელა მათ გონება, დაასვა მათ ბეჭედი შუბლზე უპირველეს ყოვლისა, ანუ იქ, სადაც თავის ტვინია, რათა არ იწამონ. მან დაასვა მათ ბეჭედი მარჯვენა ხელზე, რათა არ აღმართონ ის შუბლისკენ და ვერ გადაისახონ ქრისტეს უპატიოსნესი და ცხოველსმყოფელი ჯვრის მაცხოვნებელი ნიში.

ამრიგად, იცოდეთ, რომ ადამიანი ორმაგია, ორმაგია წმინდა ჯვარიც. განა არ ხედავ ადამიანში ერთ იპოსტასს ორ ბუნებაში? ერთი ნაწილი ჩანს, ანუ სხეული, მეორე არ ჩანს, ანუ სული, რადგან ის უხილავი ბუნებისაა. ასე გავიგოთ ჯვარიც.

ერთი ჯვარი - ნივთიერი, ხილულია, ხოლო მეორე - საიდუმლო, მისტიკური და უხილავი, რომელსაც ჩვენს გულში ვატარებთ. წმინდა სახარებაში გვესმის, რომ ასე არის ნათქვამი: და იდგნენ ჯვართან დედაჲ მისი დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი, და მარიამ მაგდალენელი" (იოან. 19:25).

გესმის? ისინი იდგნენ მისი ჯვრის ახლოს. ამიტომ გაიგე, რომ დგომა მის ჯვართან არ ნიშნავს სულიერ ჯვართან დგომას, არამედ ნივთიერ, ხის ქრისტეს ჯვართან, რომელთანაც იდგნენ უფლის დედა, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალინელი.

როცა გაიგონებთ: "გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით" (მათ. 27:40), აქაც იგულისხმება ქრისტეს ხის ჯვარი, რომელზეც ის იყო ჯვარცმული. და როცა გაიგონებთ: "ხოლო მათ წარიყვანეს იესუ. და ეკიდა თჳთ ჯუარი თჳსი, და განვიდა ადგილსა მას თხემისა, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ გოლგოთა" (იოან. 19:16-17), - აქაც გავიგოთ ნივთიერი ჯვარი. ის მაცხოვარს ზურგზე ედო.

და როცა გაიგონებთ, რომ ებრაელები მივიდნენ პილატესთან და სთხოვდნენ მას: "გთხოვთ, დაუმტვრიე წვივები ჯვარცმულებს, რათა ჩამოვხსნათ ისინი ჯვრებიდან და შაბათის დღემ არ მოუსწროთ მათ" (იხ. იოან. 19:31), - რადგან დიდი იყო შაბათის ის დღე იუდეველთათვის, - აქაც ვიგულისხმოთ ასევე ხის ჯვარი და არა სულიერი.

ხოლო როცა სახარებიდან გესმის ქრისტესი, რომელიც ამბობს: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი", - ანუ საკუთარი თავის სიყვარული, რომელიც ძალიან ძლიერად გვბოჭავს ყველას, - "და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე" (მათ. 16:24), - აქ ჩვენ გვესმის სულიერი ჯვარი, რომელიც პირველმა იტვირთა ჩვენმა მაცხოვარმა იესო ქრისტემ არა მხრებზე, არამედ სულში.

როცა გაიგონებთ მახარებელ მათესთან: "და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს" (მათ. 10:38), - გაიგე არა როგორც ხის ჯვარი, არამედ სულიერი ჯვარი, უხილავი.

მაშ გაითვალისწინეთ, რომ ქრისტემ ორმაგი ჯვარი ატარა. ერთი სულში: ტანჯვა, მოთმინება, მწვავე ტკივილი, სირცხვილი, შეურაცხყოფა, მწუხარება და გლოვა; და ყველაფერი, რაც მან სულში ატარა, შეადგენდა სულიერ ჯვარს უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ხოლო მეორე ჯვარი, ხის, მან თავის მხრებზე ატარა და ნებით ეცვა მასზე სოფლის გადასარჩენად. და წმინდა მოციქული პავლეც ორ ჯვარს ატარებდა: "ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა" (გალ.6:14). მაგრამ იგი სხვა ჯვარსაც ატარებდა, როგორც თვითონ ამბობს: "გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან, შრომითა და რუდუნებითა, მღჳძარებითა მრავალ-გზის, შიმშილითა და წყურილითა, მარხვითა მრავალ-გზის, ყინელითა და შიშლოებითა. (2კორ.11:27,26).

მაშ იცოდეთ, რომ როდესაც სექტანტები თავს გესხმიან წმინდა ჯვრის გამო, ისინი მხოლოდ მეორე ჯვარს, ტანჯვის ჯვარს აღიარებენ და არა მატერიალურსაც. ჩვენ კი პირველსაც ვიღებთ, რადგან ასე ატარა იგი ქრისტემ. მან ატარა ხის ჯვარი თავის ზურგით და ტანჯვის ჯვარი სულში სიკვდილამდე, და ჯვარცმით სიკვდილამდე. ჯვარი არის გამარჯვება, ჯვარი არის ქრისტეს დროშა, ჯვარი არის იარაღი, რომლითაც ქრისტემ დაამხო ჯოჯოხეთისა და სიკვდილის ძალები. ამიტომ წყეული და დაწყევლილი და სამგზის წყეულია ის, ვინც არ თაყვანს სცემს ქრისტეს პატიოსან და ცხოველსმყოფელ ჯვარს!

ორმაგია ადამიანი და ორმაგი ჯვარი უნდა ატაროს, როგორც მიუთითებენ წმინდა ეფრემ ასური და წმინდა კირილე იერუსალიმელი, რომელიც ამბობს:

"ჰოი ქრისტიანო, არც ერთი საქმე არ დაიწყო, სანამ არ გადაიწერ წმინდა ჯვრის ნიშანს. როცა გზას გაუდგები, როცა საქმეს იწყებ, როცა წერა-კითხვის სასწავლად მიდიხარ, როცა მარტო ხარ და როცა ხალხთან ერთად - დაბეჭდე წმინდა ჯვრით შენი შუბლი, სხეული, მკერდი, გული, ბაგეები, თვალები, ყურები, და მთელი შენი არსება დაე იყოს დაბეჭდილი ქრისტეს ჯოჯოხეთზე გამარჯვების ნიშნით. და შენ აღარ შეგეშინდება მაშინ ჯადოქრობის, შელოცვისა და გრძნეულების. რადგან ისინი დნებიან ჯვრის ძალისგან, როგორც ცვილი ცეცხლისგან და როგორც მტვერი ქარის წინაშე". მაშ, ჯერ შეგახსენეთ ჯვრის მნიშვნელობები, და შემდეგ ვთქვით ორმაგ ჯვარზე - მატერიალურსა და სულიერზე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
05.05.2025
არაფერში არ შეიძლება ადამიანი ისე იყოს დარწმუნებული დედამიწაზე, როგორც სიკვდილში. იცოცხლებ კიდევ თუ არა, ეს არ იცი; გახდები თუ არა უფრო მდიდარი, არ იცი;
20.04.2025
სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

26.03.2025
- როდის სუფევს მადლი ჩვენთან? - ჰკითხა ერთმა მორწმუნემ მამა კლეოპას. მან კი უპასუხა:
26.03.2025
"მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი" (შდრ. იოანე 20:18).
07.03.2025
ყველაზე ღრმა ხმა ჩვენი გულიდან მოდის - ეს არის სინდისი, ღვთის ხმა ადამიანში, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ სიკეთისკენ და გვიცავს ცუდისგან, ეს არის სიტყვის სული.
01.02.2025
მცირედი სწავლა ქადაგება, გლახაკ ბერისა წილკნელ-მანგლელ ყოფილის ნეკრესლის ამვროსისაგან მდაბიოთა სამწყოსოთათჳს, 1797 ქრისტეს აღდგომისათჳს.
22.01.2025
" ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (1კორ.15:20).
22.01.2025
"რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან!" (1იოანე.5:7)
07.01.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
1166 წელს მეფე გიორგი III და მის მეუღლე ბურდუხანს ქალიშვილი - თამარი შეეძინათ. გიორგი მეფემ თავისსავე სიცოცხლეში იგი მეფედ გამოაცხადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat