სულიწმინდის მადლით განღმრთობილ ბერ გაბრიელს სიცოცხლეში თავისი სწავლება ქაღალდზე არ დაუწერია, ის მხოლოდ ადამიანების გონებაში, გულსა და სულში წერდა და ბეჭდავდა ყოველივეს, რაც მათი სულის ცხონებისთვის იყო საჭირო. ამას იგი დიდი თავგანწირვით აკეთებდა, არ ზოგავდა არც ფიზიკურ, არც გონებრივ და არც სულიერ შესაძლებლობებს. რამდენი გზასაცდენილი გადაურჩენია, რამდენი დაცემული წამოუყენებია და რამდენი ამპარტავნების ზღვაში გადავარდნილი დაუხსნია...
- იყო ორი მეგობარი. ერთს ჰქონდა სინანული, მეორეს კი არა. რომელსაც სინანული არ ჰქონდა, ადგა და მივიდა მოძღვართან აღსარებაზე. რომლის მოქმედება სჯობს?
მრევლი:
- რომელსაც სინანული ჰქონდა.
ბერი გაბრიელი:
- არა, რომელიც აღსარებაზე მივიდა, იმის მოქმედება სჯობს - ის მიენდო უფალს და არა თავის თავს. აღსარება და ზიარება იმხელა საიდუმლოა, რომ ადამიანის გონება ვერ ჩასწვდება. ეს არის ღვთისგან ბოძებული უდიდესი მადლი დედამიწაზე.
"ღვთის განგებით, ერთხელ სიზმარი ვნახე: თითქოს მამა გაბრიელის მომვლელად დამნიშნეს და თვითონ ღვთის სათნო ცხოვრებას მასწავლიდა.
მეორე დღეს სამწყემსურში ვიყავი. მონასტერში რომ დავბრუნდი, მეუფე დანიელი მობრძანდა. ყველანი შეიკრიბნენ, მეც დამიძახეს. მეუფემ ბრძანა: მამა გაბრიელი ცუდად არის და იქნებ მომვლელი დავუნიშნოთო. იღუმენია ქეთევანმა ჩემზე მიუთითა".
აი, ასე გახდა მონოზონი პარასკევა მამა გაბრიელის მომვლელი.
გაბრიელ ბერი ქრისტესმიერი სიყვარულით იზიდავდა ყველას, სიმდაბლითა და მორიდებით მიჰყავდა ადამიანები სასუფევლისკენ: "მდაბალს ყოველგვარი განსაცდელი ჩაუვლის და არ შეეხება, მდაბალთა მისცა უფალმა მადლი, სასუფეველში სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა". იგი სიმდაბლისა და მორჩილების ისეთ გამოცდებს გვიტარებდა, რომლებსაც მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ვხვდებოდით".
- ალბათ არასწორად ილოცაო, - უპასუხეს.
- არა, სწორად ილოცა, - თქვა ბერმა.
- ალბათ გულით არ ილოცაო...
- არა, გულით ილოცა.
- ალბათ ლოცვის დროს გონება გაურბოდაო...
- მომინდომეთ ახლა თქვენც წმინდანობა, გონებადაფანტულობა რომ არ გქონდეთ!
სთხოვეს, თვითონვე განემარტა, რას ნიშნავდა ლოცვა ცოდვად შეერაცხაო.
ამ დროს მასთან შემოვიდა ერთი მორწმუნე კურთხევის ასაღებად. მამა გაბრიელმა სთხოვა რაღაცის გაკეთება. მან უპასუხა: ახლა არ შემიძლია, მერე ვნახოთო.
- ახლა ეგ წავა და ხუთი საათი ილოცებს, მაგრამ ღმერთი მოუსმენს, მე რომ არ დამეხმარა?! თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ამდენი ლოცვით, არ მოგისმენთ და ლოცვა ცოდვად შეგერაცხებათ.
სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს. თუ შენს ლოცვას კეთილი საქმე არ მოსდევს, ასეთი ლოცვა მკვდარია, - იტყოდა ხოლმე ბერი.
საოცარი იყო, მისმა გარდაცვალებამ სიმძიმე კი არ დატოვა, არამედ საოცარი სიმსუბუქე და სიყვარული, გარდაცვალების ნეტარება, შობისა და აღდგომის სიხარული და არა შიში".
ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება. პავლე მოციქული ამბობს, თმის ყოველი ღერი დათვლილიაო. არ შეიძლება შემთხვევით, უფლის გარეშე ასობით ადამიანი იკურნებოდეს. მამა გაბრიელის გარდაცვალებიდან რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო იზრდება განკურნებულთა რიცხვი. მისი ცხოვრება საზოგადოებისთვის მეტი განსჯისა და ინტერესის საგანი ხდება.
მოამზადა
ხატია გველესიანმა