თბილი კერიდან ცივ კოტეჯამდე, ანუ სიცოცხლე უფლის იმედით
თბილი კერიდან ცივ კოტეჯამდე, ანუ სიცოცხლე უფლის იმედით
დღეს კიდევ ერთხელ გადავფურცლე უღმერთობის, დევნის, სამართლისა და უსამართლობის უახლესი ისტორიის გვერდები... სიმართლე ერთია - "აგვისტოს ომი" დამთავრდა, მაგრამ დაზარალებულთათვის "ბრძოლა გადარჩენისთვის" კვლავაც გრძელდება.

ზამთარი მოახლოვდა და სუსხმაც იმატა. თბილ კერასთან მიმჯდარი, ბევრი ჩვენგანი დატკბება თოვლის თეთრი ფანტელების ცქერით. ზოგს კი ამ სილამაზის ყურება ცივი კერიდან უწევს...

როდესაც კარალეთის #403 კოტეჯის მკვიდრ სამსონ და ნუნუ ტრამაკიძეებს ვესაუბრებოდი, ვხედავდი მათ დარდსა და სიხარულს, რწმენას, სიყვარულსა და იმედს, მივხვდი, რომ მეტი ყურადღების, მხარდაჭერისა და მზრუნველობის გამოჩენაა საჭირო.

"სოფელი დისევია და მერე სულ ტყეა, სულ ბუნებაა, წყაროებია - ჩვენი წამალა წყაროა... - ასე იხსენებენ 67 წლის ნუნუ და 76 წლის სამსონი მშობლიურ სოფელს და ომს, - ბომბები ცვიოდა, ტანკები დარბოდნენ და იყო დიდი უბედურება. ჩვენ თვალწინ ქრებოდნენ სახლები... ნახევარ საათში ჩაიწვა ჩვენი სახლი, მანქანა და ყველაფერი... ზოგი სახლიდანაც კი არ გამოუშვეს და შიგნით ჩაწვეს... მხოლოდ სახლის მოშორებით მდგარი ბოსელი და მასში მყოფი ორი სული მსხვილფეხა პირუტყვი გადარჩა. ისე საცოდავად გვიყურებდნენ, თითქოს შველას ითხოვენო... როგორ დატოვებდი იმათ და წამოხვიდოდი!"

სამსონი: "1962 წლის 31 აგვისტოს დავინიშნეთ. პირველი სექტემბერი გათენდა და ჩვენთვის, ცალკე, ახალი სახლის საძირკველი გავჭერი. ერთად ავაშენეთ... აბა, იმ სახლს რომ დაგიწვავენ, ხომ ძნელია?!"

ნუნუ: "ეკლესიები გვქონდა სოფელში. ნეტავ რა ბედი ეწიათ... წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ძველი იყო. გვქონდა კიდევ ორი ახალგაკეთებული... ჩვენს მიცვალებულთან ვერ მივსულვართ! მათ საფლავზე რომ ვერ გახვალ, ჭიქას ვერ წააქცევ და წითელ კვერცხს ვერ გააგორებ...

ჩვენი სოფლის ზემოთ ძველი ციხესიმაგრეა, ნანგრევებიღაა დარჩენილი... ეს ციხე პირდაპირ გადმოჰყურებს გორის ციხეს, ხელისგულივით მოჩანს მთელი ეს მხარე. სწორედ იქ არიან თურმე რუსები და ოსები დაბანაკებული...

თავიდან საბავშვო ბაღში ვიყავით. ათას ადამიანს მხოლოდ ზეწრები გვყოფდა... დღევანდელი პირობები, რა თქმა უნდა, სჯობია. ახლა ჩვენთვის ვართ, უკეთესად...

როცა კოტეჯებში გადმოვედით, ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო: კედლები სველდებოდა, ჭერიდანაც წყალი ჩამოდიოდა... ზამთარში გაყინული ბლოკით არის აშენებული. ყინული თანდათან ლღვებოდა და წყლად ჩამოდიოდა კედლებზე. ვისაც საშუალება ჰქონდა, თავისი სახსრებით გააკეთა კოტეჯი, ამოაშენეს და დაათბეს, ვისაც არა - შარშანდელივით თბილი ზამთრის მოლოდინში ვართ. თუ შეგვცივა, კარებს ჩავკეტავთ და ტახტზე მოვიკუნტებით..."

ვისაუბრეთ ზამთარზე, არსებულ პრობლემებსაც შევეხეთ. იატაკიდან გაზაფხულზე - ბალახი, ზამთარში კი სიცივე ამოდის, რადგან კოტეჯები პირდაპირ მიწაზეა აშენებული (უსაძირკვლოდ); კარები მიწასთან იმდენად ახლოა, რომ წვიმა და თოვლი ოთახში შედის... თუმცა ყველაფერს მაინც იმედის თვალით უყურებენ.

სამსონი: "ერთი ესაა, სათავსები არ გვაქვს. სახლის გარშემო მიწები დავამუშავეთ და ცოტ-ცოტა რაღაცები დავთესეთ, გვქონდეს ჩვენი-მეთქი..."

საკუთარი თვალით ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა - სახლის გარშემო პატარა, ხელით დამუშავებულ ქვაღორღიან მიწაზე, რომელსაც მათთვის გამოყოფილი ტრაქტორი ვერ მორევია, დიდი მოსავალი მოეწიათ: კარტოფილი, პომიდორი, ლობიო, სიმინდი... მაგრამ პირველი, რაც ახალ კოტეჯში გადმოსვლისას პაპა სამსონმა გააკეთა - ვაზის ნერგები იყიდა და დარგო: "უწამლი ჯიშის ვაზი დავრგე, ამ პირობებში მოწამვლა ცოტა გამიჭირდებოდა. ზოგმა იხარა, ზოგმაც მიმტყუნა. ცუდი ნიადაგია, ჭაობიანი, ნახევარი მეტრის სიღრმეზე წყალი ამოდის, თან ძალიან ქვიანი და დატკეპნილი მიწაა. დიდი დამუშავება სჭირდება".

არც ტრადიციებს ივიწყებენ: "21 მაისს სოფელში დღეობა იყო ხოლმე, ივანე მახარობლობა. დიდი და პატარა, ზოგი - ცხვრით, ზოგიც - ქათმებით, მიიჩქაროდა წმინდა გიორგის ეკლესიაში. ახლა ვინღა წავა?! აქ, კოტეჯებშიც, დავიყენეთ დღეობა. კოშკელი (გორის რაიონის სოფელია, იმის იქით ცხინვალის რეგიონის სოფლები იწყება) ნათესავები, ვინც მიჩვეულები იყვნენ და გადმოდიოდნენ ხოლმე, აქაც მოვიდნენ და ერთად აღვნიშნეთ ეს დღე.

მოძღვრებიც იყვნენ მოსულები, სახლები გვიკურთხეს, საახალწლოდ პასკები და თევზიც დაგვირიგა ეკლესიამ..." - გვიამბო ნუნუ ბებომ.

იმედი ყველაზე დიდხანს ცოცხლობს ადამიანის გულში. რაც უნდა დიდი უბედურების მნახველი იყოს, უფლის სასოებით მყოფი, ყოველთვის მოძებნის სულში იმედის ნაპერწკალს, მოუვლის, მოუფრთხილდება და დიდ ცეცხლად ააგიზგიზებს: "ყველა გვპირდება: თქვენს დაკარგულ მიწაზე შეხვალთო. იმედი გვაქვს, დავბრუნდებით სოფელში, პატარა ქოხს დავდგამთ და ახალ ცხოვრებას დავიწყებთ...

საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება, ღმერთი არ გვიღალატებს!.. დიდია რუსეთი, მაგრამ ღმერთი უფრო დიდია და სამართლიანი".

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.07.2025
გვინდა ვისაუბროთ მართლმადიდებელი ეკლესიის, უდავოდ, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წმინდა მამაზე, ღირს მაქსიმე აღმსარებელზე,
17.05.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
19.04.2025
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
07.04.2024
- სამი უდიდესი კუთხე ქსნის ხეობისა: ცხრა ძმა, იგივე დაბანკეთი, რომელიც მდინარე ცხრა ძმულას ნაპირებზე, მთის სერებზე მდებარეობს,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ახალი სტილით 11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა და დიდებული წინასწარმეტყველის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას იხსენიებს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat