"მე ვიყავი უბრალო, ღარიბი ხურო, რომელმაც აღთქმა დადო, რომ ტაძარს ხელახლა ააგებდა..."
"მე ვიყავი უბრალო, ღარიბი ხურო, რომელმაც აღთქმა დადო, რომ ტაძარს ხელახლა ააგებდა..."
როდესაც ამ ბიბლიური გარეგნობის მოხუცს გაიცნობთ, ალბათ ჩემსავით გაიფიქრებთ, რომ XX საუკუნის კაცის კი არა, ძველი ქრისტიანის ცხოვრება წაიკითხეთ.
მართლაც, ბევრისთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ ღვთისგან განდგომილ განვლილ საუკუნეს შეეძლო, ეშვა დანიელ ჩიკნიზოვისნაირი მხურვალე სულები.

იგი 1913 წელს წალკის რაიონის სოფელ გუნია-კალაში დაიბადა. ორი წლისა მამით დაობლდა და ღვთივგანბრძნობილმა და განათლებულმა პაპამ, პავლემ გაზარდა, რომელსაც კურნების მადლი ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ წინაპართაგან გადმოეცა (ამ მადლს თავად დანიელიც ფლობდა).

19 წლისას უბედურება დაატყდა თავს - ცოლ-შვილი დაკარგა... ამ ტრაგედიას ფონად წითელი რეპრესიები ჰქონდა... გუნია-კალა დედაბუდიანად აყარეს - სოფლის ადგილას ხრამჰესი უნდა ავაშენოთო...

ახალი წყალსაცავის ფსკერზე აღმოჩნდა წმინდა ელენესა და კონსტანტინეს სახელობის ტაძარი, რომელმაც წყალქვეშ 30 წელიწადს გაძლო...

ხსენებული ტაძარი თავის დროზე მრავალი განსაცდელის დათმენით ააგეს თურქეთიდან დევნილმა ბერძნებმა...

ისე შეძრა ამან დანიელი, რომ აღთქმა დადო, - ახალ ტაძარს ავაშენებო, რაც მოწამეობის ფასად დაუჯდა.

შვიდი წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი... წმინდა სამების დღესასწაულზე მეუღლეს სთხოვა, - იქნებ როგორმე წმინდა სამების სამლოცველომდე მიმიყვანოო... იქ მუხლი მოიდრიკა და უფალს ევედრა, - ტაძრის აგება რომ შევძლო, ფეხზე უნდა ვიდგეო და... სასწაულებრივად განკურნებული ფეხზე წამოდგა.

იმ საშინელ დროს, რომელმაც უფლის სახელის მხსენებლებსაც კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, დანიელმა ტაძრისთვის მასალის მოძიება დაიწყო, თუმცა შიშით ვერავინ ეხმარებოდა...

სოფელ-სოფელ, ტყე-ღრეებსა და ხევებში მარტოდმარტო დადიოდა და ტაძრისთვის ხის მასალას და ქვა-ღორღს აგროვებდა, რადგან ფიზიკურად დამხმარის პოვნა კი არა, ტაძრის ასაგებად საჭირო ხელმომწერთა მცირერიცხოვანი ჯგუფის შეკრებაც კი ვერ შეძლო, თუმცა იმედი არ დაუკარგავს და დიდი წვალებით ამოყვანილ კედლებს ხელისუფლებამ ტრაქტორებით გადაუარა და მიწასთან გაასწორა... მამა-შვილმა ჯერ სუკის იზოლატორში ამოყო თავი, მოგვიანებით კი ალექსანდრა ფსიქიატრიულში გამოამწყვდიეს, თუმცა ტაძრის ხელახალ მშენებლობას ამ რეპრესიებმა თითქოს ხელიც შეუწყო - მართალია, ტაძრის განახლებულ მშენებლობას კვლავ ნგრევა და ტანჯვა მოჰყვა, მაგრამ მამა-შვილმა უფრო მეტი მონდომებით განაგრძო დაწყებული საქმე.

რა ხერხს არ მიმართა ხელისუფლებამ დანიელის დასაბრკოლებლად (ხან ლამის განგრენა დამართეს, - "დაავიწყდათ" მოტეხილი ფეხიდან თაბაშირის მოხსნა, შემდეგ ფეხის ამპუტაცია ურჩიეს, თუმცა დანიელი ღვთის ნებას მიენდო და ამაზე უარი თქვა და მისთანანი...), მაგრამ ყველაფერს ჩვეული სიმშვიდით შეხვდა. ხან რომელ ინსტანციას და მაღალჩინოსანს მიმართა წერილობით, რომ სოფელს ტაძარი სჭირდებოდა და ხან რომელს... პროტესტის ნიშნად საბჭოთა ხელისუფლებისგან პენსიის მიღებაზეც კი უარი თქვა.

1989 წელს, ღვთის შეწევნით, ხელისუფლებამ, როგორც იქნა, ტაძრის მშენებლობის ნებართვა გასცა...

დანიელ ჩიკნიზოვის ჩანაწერებიდან: "როდესაც კომუნისტური რეჟიმი დამყარდა, მთავრობამ მართლმადიდებლური ტაძრები დახურა და საწყობებად და საჯინიბოებად გადააქცია.

1947 წელს სამელიორაციო სამუშაოების მომიზეზებით განგებ დაიტბორა სოფელი (გუნია-კალა, - ავტ.), რის შემდეგაც ტაძარი წყალქვეშ აღმოჩნდა.

მაშინ მე, ღვთის მონამ დანიელმა, დავდე აღთქმა, რომ ტაძარს ხელახლა ავაგებდი... ეს ყველაფერი 1956 წელს მოხდა.

მე ვიყავი უბრალო, ღარიბი ხურო...

1970 წელს ერთი წლით სამუშაოდ რუსეთს გავემგზავრე და რომ დავბრუნდი, კომუნისტი ფუნქციონერების წაქეზებით, ადგილობრივი მოსახლეობა თავს დამესხა და დიდი წვალებით ამოყვანილი ტაძრის კედლები მიწასთან გაასწორა.

მე და ჩემი ქალიშვილი თბილისის ციხეში გაგვამწესეს. მე ოც დღეში გამომიშვეს. ჩემს შვილს, ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის დედას კი ოთხი წელი მიუსაჯეს... და ამ ყველაფერმა სულით არ დამცა, კვლავ შევუდექი ტაძრის შენებას, მაგრამ კვლავ დამინგრიეს... მაშინ გადავწყვიტე, წერილები გამეგზავნა მთავრობის კომპეტენტური პირებისთვის, რათა საამისო ნებართვა გაეცათ...

18-წლიანი დაჟინებული ბრძოლის შემდგომ ნებართვა მოგვცეს, თუმც ახლა ფული აღარ გვქონდა.

ამის გამო მივმართე საბერძნეთის საეკლესიო-სამშენებლო ორგანიზაცია "კუზმა ეტოლოს", რომლის დახმარებითაც კვლავ დავიწყე მშენებლობა".

ეს მშენებლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწყო, მაგრამ 90-იანი წლების მოვლენებმა და ტოტალურმა ინფლაციამ ეკლესიისთვის წვა-დაგვით შეგროვილი თანხა მთლიანად შეიწირა...

მაშინ 85 წლის მოხუცი ადგა და საბერძნეთის გზას დაადგა. იქ თურმე ერთ-ერთი ათონური მონასტრის იღუმენს შეხვდა, რომელმაც დანიელის სახე მონასტრის კედელზე გამოსახა და მისი ცხოვრებაც აღწერა, თან შესთავაზა, - ბერად აღიკვეცე და ჩვენთან, ათონზე დარჩიო, მაგრამ დანიელმა იუარა - მე საქართველოს შვილი ვარ და იქ უნდა ვიყოო...

ამბობდა, - ქართველებიც და ბერძნებიც, უპირველესად, მართლმადიდებლები ვართ, ამიტომ ეკლესიის გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია... მანამ არ მინდა სიკვდილი, სანამ გუნია-კალაში აშენებულ ტაძარს არ ვიხილავო...

მართალია, თავისი ხელით ასე სიყვარულით აგებული ტაძრის გახსნას ვეღარ მოესწრო, მაგრამ 40 წლის წინ უფლისთვის მიცემული აღთქმა მაინც აღასრულა და 89 წლისა ლოცვით და სასოებით პირნათელი შეუერთდა მარადისობას...

გარდაცვალების წინ დეკანოზ აკაკი მელიქიძის ხელით მიიღო წმინდა ზიარება და ზეთისცხება. მისი სულისთვის პანაშვიდის აღსავლენად წალკაში საგანგებოდ ჩაბრძანდა მეუფე იობი (აქიაშვილი), ხოლო უწმინდესმა თავის ერთ-ერთ ქადაგებაში დანიელი ქრისტიანობისთვის თავდადებულ და დიდად მორწმუნე ადამიანად მოიხსენია.

მისი საფლავი ახლა იქ არის, სადაც ერთ დროს ტაძრის წვალებით ამოყვანილ კედლებს ხელისუფლებამ ტრაქტორებით გადაუარა...

P.S. დოკუმენტური და ფოტომასალის მოწოდებისთვის დიდ მადლობას მოვახსენებთ ბატონ ზურაბ ცხოვრებაძეს.

გამოგვეხმაურეთ, თუ მსგავსი ამბების მოთხრობა გსურთ. საკონტაქტო ტელეფონი: 899-93-48-40. წინასწარ გიხდით მადლობას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.05.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
19.04.2025
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat