მღვდელმოწამენი ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე, ნიკომიდიელნი ხუცესნი (+დაახლ. 305) - 26 ივლისი (8 აგვისტო)
მღვდელმოწამენი ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე, ნიკომიდიელნი ხუცესნი (+დაახლ. 305) - 26 ივლისი (8 აგვისტო)
ნიკომიდიელი მღვდლები ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე იმპერატორ დიოკლეტიანესა და მისი თანამმართველი მაქსიმიანე გალერიუსის მიერ ქრისტიანთა საშინელ დევნას ემსხვერპლნენ 305 წელს.

დიოკლეტიანე რომის საიმპერატორო ტახტზე 286 წელს ავიდა. თავისი მმართველობის დასაწყისში იმპერატორი საერთოდ არ იყო მათ მიმართ მტრულად განწყობილი: ქრისტიანები დაუფარავად ასრულებდნენ ღვთისმსახურებას, ეკავათ თანამდებობები საიმპერატორო კარზე, მსახურობდნენ ჯარსა და სენატში. გაუთავებელმა შინააშლილობამ და ბარბაროსთა ხშირმა თავდასხმებმა აიძულა დიოკლეტიანე, აერჩია თანამმართველი. მან არჩევანი შეაჩერა თავის ერთ-ერთ მხედართმთავარ მაქსიმიანეზე, გაუნაწილა მას საიმპერატორო ძალაუფლება და ჩააბარა დასავლეთ იმპერიის პროვინციები. მაქსიმიანეც ვერ იტანდა ქრისტიანებს და, როგორც დასავლეთის ერთპიროვნული ხელისუფალი, სასტიკად ავიწროებდა მათ. მაქსიმიანე გამუდმებით ცდილობდა დიოკლეტიანეს ამხედრებას ქრისტიანთა წინააღმდეგ და ბოლოს მოახერხა კიდეც. 302-303 წლებში, მთელი ზამთრის განმავლობაში, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და თათბირები ნიკომიდიაში. დიოკლეტიანე საკმარისად თვლიდა ისეთი ბრძანების გამოცემას, რომლის თანახმად, ქრისტიანობა აეკრძალებოდათ საიმპერატორო კარზე მოსამსახურეებსა და ლეგიონერებს, გალერიუსი კი უფრო ფართო და დაუნდობელ ღონისძიებებს ემხრობოდა. ბოლოს მისმა ფრთამ გაიმარჯვა და აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე გაიცა განკარგულება: "დაინგრეს ქრისტიანთა ტაძრები, დაიწვას წიგნები, ჩამოერთვათ ქრისტიანებს ყველა სამოქალაქო უფლება და თანამდებობა". ნიკომიდიაში უმალ ბრძანების აღსრულებას შეუდგნენ. ზოგიერთი მწერლის მტკიცებით, ნიკომიდიის ტაძარს ზუსტად აღდგომის დღესასწაულის ღამეს წაუკიდეს ცეცხლი და დაახლოებით ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად დაწვეს. ამ საშინელებას შემთხვევით გადაურჩა ამ ქალაქის სამი ღვთისმსახური: ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე. მღვდლები მიტოვებულ ადგილებს აფარებდნენ თავს და არ წყვეტდნენ სახარების ქადაგებას. ხუცესები ერთხანს ნიკომიდიის ერთ ძველ უბანში რამდენიმე ქრისტიანთან ერთად ერთ პატარა სახლში იმალებოდნენ. ეს სახლი იმ გზის პირას იდგა, რომლითაც პანტელემონი სამედიცინო სასწავლებელში დადიოდა. ერმოლაოზი ხშირად ხედავდა მას ფანჯრიდან და ჭაბუკის სახითა და გამომეტყველებით ხვდებოდა, რომ იგი კეთილი ზნისა უნდა ყოფილიყო. მოხუცმა მღვდელმა სულით იგრძნო, რომ პანტელეიმონი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა. ამიტომ ერთხელაც მის შესახვედრად სახლიდან გამოვიდა და შინ შეიპატიჟა. მოხუცმა გამოჰკითხა ვინ იყვნენ მისი მშობლები და ჭაბუკმაც ყოველივე დაწვრილებით უამბო. მან დედა გაიხსენა, რომელმაც ქრისტე შეაყვარა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მამამ შვილი აიძულა წარმართული ღმერთებისათვის ეცა თაყვანი. მაშინ წმინდა ერმოლაოზმა ჰკითხა, რომელ მოძღვრებას ასწავლიდა მასწავლებელი.

პანტელეონმაც უპასუხა, რომ ეფროსინე მას ასკლეპიადეს, ჰიპოკრატესა და გალენის მოძღვრებას ასწავლიდა და ეუბნებოდა, რომ თუ მათ მოძღვრებებს დაეუფლებოდა, ადვილად განკურნავდა დასნეულებულ ადამიანებს. აქ წმინდა ერმოლაოზმა კარგი საბაბი იპოვა სულის მარგებელი საუბრისათვის და ჭაბუკის სულში, ვითარცა კეთილ ნიადაგში, ღვთის სიტყვების ჩათესვა დაიწყო. მან აუხსნა ჭაბუკს, რომ რასაც მეფე მაქსიმიანე და მამამისი სცემდნენ თაყვანს, ის გონებასუსტი ადამიანების მოსატყუებლად გამიზნულ სიცრუეს წარმოადგენდა, ჭეშმარიტი და ყოვლისშემძლე ღმერთი კი ერთი იყო - იესო ქრისტე, რომელსაც ყოველგვარი სნეულების განკურნვა შეეძლო. იგი ბრმებს თვალებს უხელდა, კეთროვნებს წმენდდა, მკვდრებს აღადგენდა, ადამიანებს ბოროტი სულების ტყვეობისაგან ათავისუფლებდა. მისი სამოსის შეხებაც კი საკმარისი იყო, რომ სნეული განკურნებულიყო. სასწაულნი ღვთისა აურაცხელია, ისევე როგორც ქვიშა ზღვისა და წვეთები წყლისა და რაც მთავარია, კაცთმოყვარე ღმერთი სასწაულთა ჩადენის ძალას აძლევს იმათაც, რომელნიც მას შეიყვარებენ. პანტელეონმა დიდი გულისყურით მოუსმინა მოხუცს და ამის შემდეგ ყოველდღე შედიოდა მასთან, რათა სულისათვის სასარგებლო შეგონე¬ბებს დასწაფებოდა.

ჭაბუკმა იფიქრა, რომ დადგა დრო, გამოეცადა საკუთარი თავი და დარწმუნებულიყო, მართალი იყო თუ არა ის, რასაც მოხუცი ერმოლაოზი ეუბნებოდა. მან თვალები ზეცისაკენ აღაპყრო და წარმოთქვა: "უფალო იესო ქრისტე, თუმცა უღირსი ვარ იმისათვის, რომ შენ მოგიწოდო, მაგრამ უკეთუ გსურს შენი მონა გავხდე, გამოაჩინე ძალა შენი და შენი სახელისათვის ეს ბავშვი გააცოცხლე, ხოლო ასპიტი მოკალი". მყისვე, თითქოს ძილისაგან გამოფხიზლდაო, ბავშვი ფეხზე წამოდგა, ხოლო ასპიტი შუაზე გაწყდა. მაშინ პანტელეონმა ზეცისაკენ არა მხოლოდ ხორციელი, არამედ სულიერი თვალნიც აღაპყრო და სიხარულით ჰმადლობდა ღმერთს, რომ სიბნელიდან გამოიყვანა. იგი მაშინვე წმინდა ერმოლაოზთან გაემართა, მის წინაშე მუხლებზე დაეცა და სთხოვა მოენათლა. ერმოლაოზმა ჭაბუკი წმინდა სამების სახელით მონათლა, ლიტურგია აღასრულა და ახალმონათლული ქრისტეს წმინდა ხორცსა და სისხლს აზიარა. მონათვლის შემდეგ მან მოხუც მოძღვართან შვიდი დღე დაყო და სწავლობდა ღვთის სიტყვებს, რომელმაც სული მისი, ვითარცა ცხოველმა წყარომ, გააპოხიერა და ნაყოფი უხვად გამოაღებინა.

როცა დიდმოწამე პანტელეიმონი სამსჯავროზე წარადგინეს, მასთან ერთად შეიპყრეს მისი მოძღვარიც. წინა ღამეს ერმოლაოზს თავად უფალი იესო ქრისტე ეჩვენა და აუწყა, რომ ტანჯვისა და სიკვდილის დათმენა მოუწევდა მისი სახელისათვის. შემდეგ ერმიპე და ერმოკრატეც დაატუსაღეს. მტარვალებმა სამივე აღმსარებელს ქრისტეს უარყოფა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა და პანტელეიმონის გადაბირება მოსთხოვეს, მათ კი მტკიცედ მიუგეს: "ჩუენ ვევედრებით ღმერთსა, რაჲთა ჩუენ და იგი აღვესრულნეთ სახელისა მისისათუის, რამეთუ იგი არს სასოებაჲ ჩუენი". წარმართები წამებითა და მოკვდინებით ემუქრებოდნენ უფლის რჩეულებს. უეცრად მიწა საშინლად შეიძრა, საკერპოში ცრუღმერთების ქანდაკებები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. როცა ამის შესახებ იმპერატორს მოახსენეს, იგი საშინლად განრისხდა. მისი ბრძანებით პანტელეიმონი საპყრობილეში ჩააგდეს, ხუცესებს - ერმოლაოზს, ერმიპეს და ერმოკრატეს კი თავები მოჰკვეთეს.

მღვდელმოწამეთა: ერმოლაოზის, ერმიპესი და ერმოკრატესი, ნიკომიდიელ ხუცესთა კონდაკი

ვითარცა რა მღვდელმთავარი, ღმრთისმსახურებით სცხორებდი და გვირგვინი მღდელმოწამეობისა მიითვალენ, მსხვერპლი კერპთა დაშრიტე და იქმენ მწყემს კეთილ ქრისტეს სამწყსოსა, ბრძენო და მოძღუარ ჭეშმარიტ პანტელეიმონისა; ამისთვის პატივს გცემთ შენ შესხმით მგალობელნი: გვიხსნენ ჩუენ ჭირთაგან მარადის მეოხებითა შენითა, ერმოლაოზ, მამაო ჩუენო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2025
ისტორიული წყაროების მიხედვით კუნძულ კრეტაზე, ზემო რიზას მთავარი სოფელი გერგერი, 1821 წლამდე, ხურმუზის აღწერის თანახმად, 200 ქრისტიანულ ოჯახს, 3 მუსლიმურ ოჯახს, 5 ეკლესიასა და 7 ზეთისხილის წისქვილს ითვლიდა.
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat