ჩვენი სიცოცხლის დრო გარბის, მიედინება და უკან აღარ ბრუნდება, ხოლო ამქვეყნიური ცხოვრება მკისა და ნაყოფის შეკრების ჟამია. და ყოველი აგროვებს საკვებს, რამდენადაც შესაძლებელია წმინდას, და ინახავს სხვა ცხოვრებისათვის.
ნუ მიეჯაჭვება შენი გული სასტუმროს მიწიერი მოგზაურობის ჟამს. არც ერთი კეთილგონიერი ადამიანი სახლს გზაზე არ ააშენებს.
ზეცამ მიიღო თავის ნეტარ წიაღში წმინდა მამები - ამით დაამოწმა, რომ მათი აზრები, გრძნობები და საქმეები ღმერთს სათნოეყო.
წმინდა მამებმა საკუთარი აზრები, გული, მოქმედება თავიანთ ნაწერებში გადმოსცეს. ესე იგი, რა სარწმუნო წინამძღვარნი (თანაც ზეგარდმო დამოწმებული წინამძღვარნი) ყოფილან ზეცისაკენ მიმავალ გზაზე მამათა ნაწერები!