უწმინდურ სარკეში შეუძლებელია გამოსახულების დანახვა; ასევე სულსაც, რომელიც დაკავებულია ცხოვრებისეული საზრუნავით და ხორციელი ვნებებითაა დაბნელებული, არ შეუძლია, მიიღოს სულიწმიდისეული განათლება.
მყუდრო და წრფელი ლოცვის ჟამს ყოველი ვნება და ცოდვა კაცის გულში დადუმებულია, ხოლო თუ კაცი ლოცვას მხურვალებით ხშირად გაიმეორებს, მაშინ მისი ყოველი ცუდი სურვილი და გულისთქმა სრულიად დაიძინებს და დაიმალება.
ვნება ძაღლს ჰგავს. ძაღლი მოგვდევს და მიგვერეკება, როდესაც მისგან გავრბივართ, ხოლო როდესაც ვდგავართ და ვაგდებთ, იგი გაგვირბის; ასევე ცოდვაც მისდევს მას, ვინც დაემონება და ემორჩილება, და უთმობს მას, ვინც ეწინააღმდეგება.
მტერმა, როგორც გამომგონებელმა, კარგად იცის ვნებათა და სისუსტეთა უკან დამალვა. ამიტომ, მის დასამარცხებლად, უნდა შეერკინო, მოაკვდინო საკუთარი თავი - ყველა ვნება. როცა ძველი კაცი მოკვდება, მაშინ შეიმუსრება მტრისა და მოწინააღმდეგის ძალა.
უფალმა ღმერთმა ყველა სახის საკვებს თავისი სიტკბო მიანიჭა და ვინც მას მადლიერებით ჭამს, ის არ ზიანდება. ვნებიან მიდრეკილებას კი ყოველთვის უნდა ვუფრთხილდეთ, რამეთუ ის სულს აზიანებს.