გონების თვალი აღუპყარ ზეციურ სამყაროს, და მოიხილე მისი მკვიდრნი - ვერც ერთს ვერ ჰპოებ იქ, ვინც იქამდე მოთმინების გზით არ მისულა.
თუ გსურს, შეხვიდე ზეციურ სასუფეველში, ისურვე მწუხარება: ვინაიდან ვისაც არ ჰქონია იგი, ის ვერაფრით შევა იქ, რადგან ვიწროა ბჭენი სამოთხისანი (მთ. 7, 14).
გზა სასუფევლისა ვიწრო არს და მძიმე; მრავალი მოთმინება უნდა იხმაროს კაცმა, დიდი ძალა უნდა დაატანოს თავის თავს, უკეთუ სურს სვლა გზასა ზედა სათნოებისასა.
ერთმა ზნეობრივმა ხუცესმა აღსასრულის წინ წარმოსთქვა: "ოჰ! რაოდენ მსუბუქად მეჩვენება ახლა ის ჯვრები, რომლებსაც ვტვირთულობდი, ისინი ნეტარებისა და დიდების სასუფევლისკენ მიჩვენებენ გზას".
სინანული სამოთხის გარშემო მახლობელ მამულში ყოფაა და სასუფეველის კარის ბჭეა, ვითარცა მაცხოვარი იტყვის: "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა". ჭეშმარიტად, ვინც სინანულში იმყოფება, მისთვის ახლო არს სასუფეველი.