ძმაზე, რომელიც იმწუთას იქ არ არის, განმაქიქებელი არაფერი თქვა: ეს ცილისწამებაა, თუნდაც ნათქვამი სიმართლე იყოს.
თუ ვინმე რაიმე ცოდვას დაგაყვედრებს, რაც არ ჩაგიდენია, თავი დაიმდაბლე მაყვედრებლის წინაშე და უხრწნელ გვირგვინს მიიღებ.
უფრთხილდი ცილისმწამებელს, როგორც უფრთხილდები ჭირის წყლულით დაავადებულ ადამიანს, რათა თვითონაც არ დაავადდე და არ დაიღუპო.
თუკი ცილს დაგწამებენ და შემდეგ განცხადდება შენი სიმართლე, ნუ იამაყებ, არამედ მორჩილად ემსახურე უფალს, რომელმაც გამოგიხსნა შენ ცილისწამებისაგან.
ყველა, ვინც შეურაცხგვყოფს, გვლანძღავს და ცილს გვწამებს, ჩვენი ძმაა, ბოროტმოქმედის, სატანის ხელში ჩავარდნილი ძმა. თუ ეს ძმა შეგხვდა, იგლოვე, ცრემლი დაღვარე მისთვის, თან უფალს შესთხოვე, გიშველოს ამ განსაცდელში და მიუტევოს ჩვენს ძმასაც, რომელიც სატანის მსხვერპლი გამხდარა და ღმერთი გვიშველის ჩვენც და ჩვენს ძმასაც.