თუკი უფლისაგან ლოცვით რაიმეს ითხოვ, ის კი შენს შესმენას აყოვნებს, ნუ დამწუხრდები - ღმერთზე გონიერი როდი ხარ.
ნუ შეწყვეტ ლოცვას, ოდეს მაცდურმა უგრძნობელობა გულისა შეგამთხვიოს. სულით მშრალი, თუ ლოცვას განაგრძობ, ცრემლით მლოცველზე მაღლა დადგები.
ლოცვა სულის სუნთქვაა.
ლოცვა დამღლელი შრომა როდია. იგი შინაგანი საქმიანობაა, სულის თბილი განაზება. ეს კია, ლოცვა მარხვასა და მღვიძარებას საჭიროებს. მარხვა ვნებებს აცხრობს, მღვიძარება კი კლავს. ლოცვა ზეცამდე აღაფრთოვანებს ადამიანს, უგზავნის რა ზეციურთა ნიჭთა.
მწუხარებს სული ჩემი ღმერთზე ყოველთვის და ლოცულობს დღე და ღამე, რამეთუ სახელი უფლისა ტკბილია და სასურველი მლოცველი სულისათვის და ათბობს სულს უყვარდეს ღმერთი.
სხვა სახე ისაა, რომ გული ყოველჟამს სიღრმისეულად მდუმარე და ყოველგვარი გულისზრახვისგან მყუდროქმნილი გვქონდეს და ვლოცულობდეთ.