გონებითი ლოცვისას ხიბლში რომ არ ჩავარდე, არ დაუშვა შენში არავითარი წარმოდგენა, არანაირი სახე ან ჩვენება.
თუკი ვინმე ზესთამჩენობაზე დამყარებული თავდაჯერებით მაღალი ლოცვითი მდგომარეობების მიღწევას ცდილობს, და მოუპოვებია არა ჭეშმარიტი, არამედ სატანური მოშურნეობა, ასეთს ეშმაკი იოლად გაახვევს საკუთარ ქსელში, როგორც თავის მსახურს.
"იესოს ლოცვისაგან" მაშინ შეიძლება შეიშალოს კაცი, თუკი ამ ლოცვის აღსრულების პერიოდში არ მიატოვებს ცოდვებსა და ცოდვილ ჩვეულებებს, რომელთაც გმობს სინდისი.
ნუ მოიხიბლები შინაგანი სიტკბოებებით; ჯვრის გარეშე ისინი არამყარი და სახიფათოა. ყოველი ადამიანი შენზე უმჯობესად მიიჩნიე. ამ გულისსიტყვის გარეშე სასწაულიც რომ აღასრულოს ვინმემ, მაინც შორს იქნება ღვთისაგან.
სამება არის ერთი ღმერთი. იგი განუყოფელია და მსგავსია მხოლოდ საკუთარი თავისა. არის წმიდა და სრულყოფილი სამება, შეცნობადი მამაში, ძეში და წმიდა სულში, ესაა ერთი ღმერთი, რომელსაც თავის თავში არაფერი აქვს უცხო ან გარედან მიღებული.