სადაც ლოცვა მოქმედებს, იქვეა ქრისტე მამასა და სულიწმიდასთან ერთად - სამება ერთარსი და განუყოფელი.
მამა ყოველივეს ქმნის სიტყვით სულის მიერ, რამეთუ სადაც არის სიტყვა, იქაა სულიც და ქმნადსაც სიტყვით სულისაგან აქვს მიღებული არსებობის ძალა ძის მიერ.
ღმერთი, ასე ვთქვათ, განუყოფლად განიყოფა და განუყოფლადვე ერთდება, რამეთუ ღმერთი ერთია სამობრივ და სამი ერთია. მათშია ღმრთაება, ანდა, უფრო სწორად, ისინია ღმრთაება.
ღმერთი არის უზენაესი და მიუწვდომელი ნათელი, ეს სამების უწმიდესი ბრწყინვალებაა. მეორე ნათელი ანგელოზებია, ერთგვარი ნაკადი თუ თანაზიარება პირველი ნათელისა, მესამე ნათელი კი ადამიანია.
ჩვენი ცხონება დამოკიდებულია მამა ღმერთის კეთილ ნებაზე, ძე ღმერთის დამსახურებასა და სულიწმიდის მადლზე. ამიტომაა მართლმადიდებელთა ღმრთისმსახურების თითქმის ყველა ლოცვა სამების: მამის, ძისა და სულიწმიდის განდიდებით რომ მთავრდება.
ქრისტემ წმინდა ცეცხლი მოიტანა, ის თავად ბრწყინავდა და ანათებდა მარადისობაში. ეს ჭეშმარიტებისა და სიყვარულის ცეცხლია, ცეცხლი წმინდა, ღვთიური, ცეცხლი მარადიული კერიისაგან. წმინდა სამება ჭეშმარიტების ცეცხლია, საიდანაც სიყვარულის სითბო იღვრება.
წმინდა მღვდელმთავარი