სიმდიდრე, დიდება, სიამოვნებანი ამაოა, რადგან სააქაოს რჩება. გულმოწყალება, მოთმინება, უბოროტობა და საერთოდ ყველა სათნოება ამაო არ არის, ისინი სამომავლო ცხოვრებაში გამოგვყვებიან.
რაც ერთი წვეთია უსაზღვრო ნაკადთან შედარებით, ის არის ამჟამინდელი ცხოვრება მომავალთან შედარებით.
ნუ გიხარის ყუავილოვნებათა ზედა საწუთოისათა, რამეთუ ყუავილი თივისაი ვიდრე განხილვამდე დაჭნების.
ნუ მიაჯაჭვავ შენს გულს მიწიერ სიკეთეებს, რომელთა ძიებაც დიდ გაწამაწიასთან, მოპოვება - შიშთან, დაკარგვა კი მწუხარებასთან არის დაკავშირებული.
კეთილი ზნის კაცმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაყიდოს თავისი თავისუფლება ქონების შესაძენად, თუნდაც ეს ქონება ძალზე დიდი იყოს. ამქვეყნიური სიმდიდრე ხომ განქარვებად სიზმარს წააგავს, და ცხოვრებისეულ სიკეთეთ მხოლოდ მოჩვენებითი ბრწყინვალება აქვთ, ხანმოკლე და წარმავალი.