ჩვენ გვწამს, რომ სხეული აღდგება, არა ისე, როგორც ახლა არსებობს, არამედ სუფთა, რომელიც არ დაზიანდება. ყოველ სხეულს თავისი სული დაუბრუნდება.
უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით მთელი კაცობრიობაც აღდგება მკვდრეთით და ზეცად ამაღლდება, მისი სიკვდილით ყველას უკვდავება მოემადლება.
მარხვა და აღდგომა ყოველწლიურად ხელახლა გვევლინება იმის განსაცხადებლად და მოსახვეჭად, რაც პირადი ნათლისღებისას სიკვდილითა და აღდგომით მივიღეთ.
ქრისტეს აღდგომით სიკვდილი ჩვენთვის მარადისობაში დაბადებად და ჭეშმარიტი ცხოვრების საწყისად იქცა. გქონდეს სიკვდილის უნარი ამქვეყნიურისათვის - ეს ხელოვნებაა ცხოვრებისა.
(კარელინი)
სანამდის ცოდვისაგან მთვრალი და ლოთი არის კაცი, აღდგომის ნათელს სწორებით ვერ მიხედავს; როდესაც განიფრთხობს ცოდვის სიმთვრალისა და ლოთობისაგან, მაშინ სწორებით მიხედავს აღდგომის ნათელს.
ქრისტემ როგორც თავისი აღდგომით შემუსრა ჯოჯოხეთის კარი და მორწმუნეებს გაუხსნა მისგან გამოსასვლელი გზა, ასევე თავისი ამაღლებით იგი აღებს ზეცის კარს და მორწმუნეებს მასში შესასვლელს უხსნის.