* არასოდეს დაიფიცო არც იმაზე, რაც საეჭვოა, და არც იმაზე, რაც უეჭველია.
* ძეო ჩემო! უდიდესი მონაპოვარია ისწავლო მდუმარება. მდუმარება - უფლის მიბაძვაა, რომელმაც "არარა მიუგო, ვიდრემდის უკვირდაცა პილატეს" (მარკოზ. 15,5).
დაე, შენმა ენამ იხელმძღვანელოს შენი გონებით: სიტყვები დაუფიქრებლად წარმოთქმულნი - კურო და ეკალია.
* მას, ვინც ყურად არ იღებს შენს სიტყვებს, ნურაფერს ეტყვი.
მავნეა სიტყვა, რომელსაც არანაირი სარგებლობა არ მოაქვს მსმენელთათვის.
* სიტყვა აზრის გარეგნული არსია და როგორც ცუდი აზრისაგან ითესება ჩვენს სულში ცოდვა, ასევე ცუდი სიტყვისაგან ითესება იმის სულში ცოდვა, ვინც ჩვენ გვისმენს.
მრავლისმეტყველება შეაგინებს ადამიანს.
ჭკვიანია ის, ვინც ღმერთს აამებს და უმეტესად დუმს, ან თუ საუბრობს, მცირედს საუბრობს, ისიც მხოლოდ საჭიროსა და ღვთისათვის სათნოს.
სულიერ ზრდასა და მრავალმეტყველებას შორის უკუპროპორციულობაა. იოლი და მაცდუნებელია სულიერი დაძაბულობის შეცვლა ყბედობით. ეს არის საცდური ყოველი "მასწავლებლობისა". ამიტომაც მანამდე, სანამ რამეს მოვუყვებოდეთ მოყვასს, უნდა დავფიქრდეთ, გაამდიდრებს თუ არა სულიერად მას ეს ნაამბობი და მართლაც საჭიროა თუ არა იცოდეს ეს ამბავი რაიმე სერიოზული მიზეზის გამო.
მრავალმეტყველება განაგდებს მადლს და სპობს სულის სიმხურვალეს.