ღვთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმიანობის წესი.
ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში ვართ ისეთი სუსტები, როგორიც სიკეთის კეთებაში.
როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნოეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა.
ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო - ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს - ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს.
ღმერთზე საუბარი დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
რწმენა თავისუფალი არჩევანია და იქ, სადაც არის თუნდაც დაფარული მტკიცება და ძიების სურვილი, არ არის სარწმუნოება.
უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება.
ფილარეტი
ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს სჭირდება; რწმენა კი ადამიანს უბედურებების დროს.
სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ რომ განზრახვა საქმეს სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის.
ადამიანთა საზოგადოება ღვთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ნადირთა ჯოგია, მოუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ.
ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია.
...რა არის საჭირო? საჭიროა, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ.
ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის.
ერთი ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა თუ ცას იქით სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.
"არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო".
საკუთარი თავის მომტყუებელი გონება რაღაც ახალს, აქამდე უცნობს აღმოაჩენს თავისთვის. ნეტავ კი იცოდეს მან, რომ სამარეს ითხრის!