ერთნაირად ცუდია - ცუდის გასაკეთებლად მზადყოფნა და სიკეთის ქმნის დაყოვნება.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ცოდვა და რწმენა ერთად ვერ იარსებებს: რწმენას აუცილებლად უნდა ერთვოდეს სათნოებაც.
***
თავმაღლობა ცოდვების დავიწყებას იწვევს, რადგან მათი გახსენება სიმდაბლის მომტანია.
წმინდა იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
ერთხელ და სამუდამოდ უთხარი ცოდვას: "მე შენი მტერი ვარ" და ყოველი განსაცდელის წინ ყოველ მზაკვარ აზრს მიმართე: "მე შენი მტერი ვარ".
***
მცირე ცოდვებიც არ არის მცირე.
***
როგორც კი შესცოდავ, მაშინვე შეინანე.
***
ყველას უკან თავისი სარკე აქვს და იქ ჩანს მათი ცოდვები.
***
შიში მხოლოდ ერთი უნდა გქონდეს, ცოდვების შიში და სხვა არაფრისა გეშინოდეს.
წმინდა არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
ცოდვილისთვის დღესასწაული არ არსებობს.
***
ბოროტი შენაძენი ბოროტადაც დაიხარჯება.
***
უფრთხილდი მცირეს, რათა დიდში არ ჩავარდე.
***
ერთ ცოდვას ყოველთვის მეორესთან მივყავართ.
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი
არასდროს გეშინოდეს სასჯელის, მაგრამ გეშინოდეს ცოდვის, რაც სასჯელს წარმოშობს.
წმინდა იოანე ოქროპირი