ღვთის განგებას კაცი ვერ ჩაწვდება. არსებობს დაშვება, ნება და განგება. დაშვებაა, როცა უფალი გვაძლევს თავისუფლებას. ჩვენ, ადამიანები, რასაც გვინდა, იმას ვაკეთებთ. როცა უფლის ნება შემოდის, ადამიანები განლიგებული, გაშტერებულები ვართ, ამ შემთხვევაში უფალს რაც სურს, იმას გვაკეთებინებს. უფლის ნება ყოველთვის მაცხოვნებელია. ღვთის განგებულება მართავს ყოველივეს, ხან ნება მოქმედებს, ხან დაშვება. როდესაც რაიმე საკითხს ვერ წყვეტ და არ იცი, როგორ მოიქცე, ღვთის განგებულებას უნდა მიენდო, ილოცო და აღარ იფიქრო მასზე.
.ღმერთმა ადამიანს შეუქმნა მთელი ცა და ამკობენ მას ვარსკვლავები. ადამიანის გამო შექმნა მან მიწა, რასაც თავისთვის ამუშავებენ კაცნი. ისინი, რომლებიც ვერ გრძნობენ ღვთის ესოდენ წინაგანგებას, სულით უგუნურნი არიან.