ჩვენ გვიყვარს ცოლიც, დაც, მამაც, მაგრამ უბედურებისას ვიგონებთ დედას.
ის, რასაც ადამიანის თვალი ვერ ამჩნევს, ესაა, როგორ თანდათან გვიბერდება დედა.
დედის ხელები ალერსიანობის განსახიერებაა, ბავშვებს ტკბილად სძინავთ ამ ხელებზე.
ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი.
დედაც კაცია, - გვეუბნება ჩვენი ენა, - და მამაცაო.
"მინდა ყველას გითხრათ, რომ ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ; ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ. ამის სათხოვნელად ნამდვილად მივალ იმ ადგილზე, სადაც ღმერთი სურვილებს მისრულებდა ჩემს ბავშვობაში.
ალბათ დედაჩემის სულიც შემეწევა და არ ჩამითვლის სიტყვის გატეხად".
"დედაჩემი ბუნებით პოეტი იყო, ლექსებს კი არ წერდა, მაგრამ რაღაცნაირი იყო... ალბათ იტანჯებოდა, იმიტომ რომ სულ ბალახს და ყვავილს ელაპარაკებოდა და რომ ელაპარაკებოდა, ფეხის დადგმაც ხომ უჭირდა მერე?"