როდესაც მოყვები და იწყებ ვრცლად განკითხვას შენთა მოყვასთა, მჭევრმეტყველურად აღწერ მათ შეცდომებსა და სიცუდეს, დასცინი მათ საქმეებს და თვისებებს, მაშინ შენს საუბარში ისმის რაღაც მსგავსი ფარისევლის სიტყვისა, თითქოს იმას ამტკიცებ, რომ შენ არა ხარ მსგავსი იმ კაცისა, რომელსაც განიკითხავ, შენ ისე არ შეცდები, შენ ჭკვიანი ხარ... სწორედ ასეთი აზრი გამოსჭვივის ხშირად შენი საუბრიდან. იქნებ შენ თვითონაც არ გრძნობ ამას, მაგრამ ფრთხილად იყავი: ფარისევლობა ძალიან მზაკვარი ვნებაა; იგი ხშირად შენდა უნებურად დაიბუდებს შენს გულში, ზოგჯერ შენთვისვე შეუცნობლად მიაბრუნებს შენ სიტყვებსა და საქმეებს იქ, სადაც შენ არ გსურს.
უვნებელობა ისე წარმოიდგინე, როგორც რომელიმე დიდი მეფის სასახლე, მასში მრავალი სავანეა, ხოლო გალავანი ამ ზეციური იერუსალიმისა ცოდვათა მიტევებაა.