"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)

სულიერი თავისუფლების შესახებ

"თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს" (გალ. 5: 1).
დაწერილია: "გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად" (დაბ. 2: 7); თავის საწყისში მიწიდან აღებული ჩვენი სხეული, ბუნების ძალებსა და კოსმიურ ენერგიებზე, ჩვენსავე გარდაუვალად დამოკიდებულობისა და ჩვენივე დეტერმინირებულობის გამოცდილებასთან არის დაკავშირებული. თავისუფალი ღვთაებრივი სული ჩვენ მხოლოდ ქრისტეს საშუალებით შეგვიძლია შევიგრძნოთ "უფალი სულია, ხოლო სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება" (2 კორ. 3: 17), მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ადამიანის სულის შესახებ "და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ" (იოან. 8: 31-32). უკანასკნელი ადამიანის სულს, როგორც პირველი ადამიანის სულის ხატს, ჩვენთვის მიუწვდომელი და აუხსნელი გზით,  ღმერთი ჩვენი სხეულის მატერიაში შთანერგავს, მაგრამ თავისი ბუნებით, ადამიანის სული კოსმოსურ მატერიაზე მაღლა მდგომია. ქრისტესთან შეხვედრის შედეგად კი ის თავის იპოსტასურ თვითშეგნებაში იმ სიმაღლემდე იზრდება, რომ აღარ არის დამოკიდებული მიწიერ კანონებზე და უკვე ქმედითად შეიგრძნობს ღმერთის სუნთქვის მარადიულობას.  

იესო ქრისტეს ღვთაებრიობაში დარწმუნებული ადამიანი, თავისუფლდება და ის რომელიც მაცხოვრის ღვთაებრივი სიტყვის სევრცეში იმყოფება, სხვა განზომილებების გეგმების შესაბამისად მოქმედებს: ეს თავისუფლება არანაირად გარედან არ არის მასში დეტერმინირებული. როდესაც ასეთი ადამიანი - ქრისტეს გაგებას სრულწლოვანებითაც უახლოვდება, როდესაც ის ღმერთის ძეს სრულ კაცად და ქრისტეს ასაკობრივ სისრულეში შეიმეცნებს (შეად. ეფ. 4: 13), მორწმუნეში ქმნილობა ძალას დაკარგავს, ხოლო ღმერთისთვის ის მხოლოდ კაცის სახით გამოვლინებული ენერგია აღარ იქნება, ის უკვე პიროვნულად შემდგარი ფაქტია და ღმერთი მას უკვე აღარაფერს, ძეობრივ სიყვარულსაც კი აღარ მოსთხოვს. უფალი ისეთად წარმოუდგება ადამიანს, "როგორიც არის", ადამიანს კი საშუალება ეძლევა მოვლენებზე თავისუფლად რეაგირებდეს და თავისი გზას სრულიად თავისუფლად ირჩევდეს. სწორედ ამგვარად ამბობს ეკლესია უარს ე. წ. ღვთაებრივ, ანუ "ორიგენისტულ" დეტერმინიზმზე: თითქოს ღვთაებრივი სიკეთე და სათნოება თავად გაიკვლევს გზას, დაარღვევს სრული თავისუფლების პრინციპს და საბოლოოდ ყველას და ყველაფერს გამოიხსნის.    

ეს თავისუფლება, ეს გამოცდილება, რომელიც ქრისტიან ადამიანს ეძლევა, მასში არსებულ პერსონალურ საწყისს მიეკუთვნება. ეს ორი. პერსონა და თავისუფლება - განუშორებელ ერთობას წარმოადგენენ: სადაც არ არის თაცვისუფლება, იქ არ არსებობს პერსონა; და პირიქით: სადაც არ არის პერსონა, იქ ვერ იქნება თავისუფლება. ამ სახის მარადიული მყოფობა, მხოლოდ პერსონას ახასიათებს და ეს არანაირად არ ეხება ინდივიდს, შეადარე: "პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი. როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი. და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც. ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას"(1 კორ. 15: 47-50).  

ჩვენ ღმერთმა "ხატად თვისად" შეგვქმნა ცხოვრებისათვის "მსგავსად თვისად", ანუ შეგვქმნა ჩვენი საბოლოო განღმრთობისათვის: რათა ღვთაებრივი ცხოვრება, ჩვენთვის სრულად გაეზიარებინა. ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობა - სრულ თავისუფლებაზეა აგებული: ღმერთთან მიმართებაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის ჩვენ სრულიად თვითნება პერსონები ვართ. როდესაც ჩვენს თავისუფლებაში ცოდვისკენ ვიხრებით, ჩვენ ღმერთის მიმართ სიყვარულს ვკარგავთ და მას ვშორდებით. შესაძლებელია ზეციური მამის მიმართ ჩვენი თავისუფალი თვითგამოკვლევის უარყოფითმა ასპექტმა ტრაგიკულ სიმწვავესაც მიაღწიოს, მაგრამ, ქმნილი პერსონის აღმავლობისა და ღვთაებრივი ცხოვრების შეცნობისათვის ეს  საბედისწერო თვითნებობა მაინც აუცილებელი პირობაა. 
რა თქმა უნდა, ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ, მაგრამ არც ისეთი აბსოლუტურად თავისუფალი - როგორც ღმერთი: უფალი თავის მყოფობას თავადვე სრულად განსაზღვრავს. ჩვენ კი "არაფრისაგან" ქმნილებს, მყოფობა ჩვენსავე პიროვნებაში არ გაგვაჩნია: ჩვენ არაფრისგან დამოუკიდებლად, ვერ შევქმნით რაიმე სახის ისეთ მყოფობას, რომელიც ჩვენს გონიერებას ან უგუნურებას მოესურვება. ჩვენ ვდგავართ ღმერთის პირველი თვითმყოფობის ფაქტის წენაშე, რომლის გარდა არანაირი თვითმყოფობა არ არსებობს. ჩვენ უნდა ავირჩიოთ: ან უნდა ვიყოთ ჩვენი მამის - ღმერთის შვილები, ან უნდა ჩამოვშორდეთ მას და არყოფნის ბნელს შევუერთდეთ, - აქ საშუალო არ არსებობს.  
ქრისტიანები ვაღიარებთ და გვწამს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ღვთაებრივი ყოფიერების სივრცეში. ის ჩვენ გვეკუთვნის, რადგან ჩვენ ქმნილება ვართ და ჩვენ არ ძალგვიძს თავად შევქმნათ ყოფიერების ისეთივე სივრცე.  

რის შესახებ ვსაუბრობ ახლა მე? მე ვცდილობ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მოვიძიო ისეთი პარალელები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იმაში გარკვევა იქნებოდა რა მოხდა, როდესაც ღმერთი ჩვენში ჩასახლდა... ადამიანი უთვალისჩინო, უსუსურ  ჩვილად იბადება. მისი თვითგადარჩენისათვის ბრძოლის საშუალება მხოლოდ ტირილია, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს  საშიშროება, მხოლოდ ტირილით შეიძლება მან თავისი უარყოფითი განცდა და  უკმაყოფილების გრძნობა გამოხატოს. მშობლები და უწინარეს ყოვლისა დედა, მის  მიერ შობილი საყვარელი არსების დასახმარებლად მოქმედებას დაუყოვნებლივ იწყებს. ცხოვრების დასაწყისში ჩვილი დედას ეკვრის: ხელებით კისერზე ეხვევა; ეკვრება სახეზე, მხრებზე, მკერდზე, როდესაც უკვე იატაკზე დგას ფეხებზე. თანდათან ის იწყებს საგნების გარჩევას, წარმოთქვავს სიტყვებს, ეჩვევა ცალკეული გაგებების აღქმას, ძლიერდება, დგას, დადის, დარბის, აღწევს - ფიზიკურ, მორალურ, გონებრივ მოწიფულობას; გრძნობს, რომ თავად შეუძლია გახდეს მამა ან დედა; იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას. თითქმის ყველაფერი, რაც ჩვილობაში განიცადა, მისი გონებიდან ქრება; მან იცის ვინ არის მისი მამა და დედა, მაგრამ თავს მათზე დამოკიდებულად აღარ გრძნობს; ისე ცხოვრობს, თითქოს არც არავისგან არ გაჩენილა; ის თავისუფალია თავის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში; საკუთარ პოროვნებას ერთგვარ სიმრთელედ, დასრულებულ ინდივიდად აღიქვს; ერთი სიტყვით, - ის იტყვის - "მე ვცხოვრობ". ეს როგორ მოხდა მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ჩემთვის სრულიად დამაჯერებელია... მხოლოდ ჩემმა გონებამ იცის, რომ ის ცხოვრება, რომელიც ჩემს მშობლებს ჰქონდა, მე გადმომეცა, ამ ცხოვრებამ ჩემს ძარღვებში გადმოინაცვლა, ჩემად იქცა, თავისი გზა ჩემში იპოვა.   

ასეთივეა ჩვენი ცხოვრება ღმერთთან მიმართებაში: "... როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში" (იოან. 5: 26)... "როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით. ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით. ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს" (იოან. 6: 57-58). 

"ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ" (იოან. 14: 19). როდესაც ეს ცხოვრება ჩვენს ყოფიერებაში გადმოდის ჩვენ მას საკუთარ ცხოვრებათ აღვიქვავთ. ჩვენ წარსულის გამოცდილებიდან ვიცით, რომ ეს ცხოვრება ღმერთისგან მოგვეცა; თავისი არსით ეს ცხოვრება ჩვენი არ არის; მაგრამ, ვინაიდან გამოხსნილნი ვართ, ეს ცხოვრება უკვე ჩვენი განუყოფელი საკუთრებაა და ის მართლაც ხდება ჩვენი ცხოვრება. ამ ცხოვრების შესახებ მოციქული პავლეს სიტყვებით ვთქვათ: "... მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის" (გალ. 2: 20). კვლავ გავიმეორებ: მე ვიცი, რომ ის ჩემში ცხოვრობს და მისი ცხოვრება ჩემში გულია, ჩემ არსებაში უმთავრესია, ისე, რომ მე მასზე ისე შემიძლია ვისაუბრო, როგორც ჩემს ცხოვრებაზე: ცხოვრობს უფალი, და მეც ვცხოვრობ.



მოამზადა რომილე ჩხეიძემ

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.07.2026
არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)
შეჯამებული სულიერი ცხოვრება (ნაწილი 4)
იდუმალ ღმერთს ჩამოშორებული, საკუთარი პიროვნებისადმი მაინც მის სიყვარულს გრძნობდე, საკმაოდ მტანჯველია.
10.07.2026
არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)
კურთხევაა, იცოდე გზა

როდესაც ქრისტიანის აღსარება უმაღლეს დაძაბულობამდე მიდის, მაშინ მასთან ბრძოლას იწყებს "მთავარი იგი ამის სოფლისაჲ" (იოან. 12: 31; 14: 30; 16: 11).
18.07.2025
სტატიების კრებული
ხანდახან გვგონია, რომ მეტისმეტად ნელია ლოცვის მოქმედება:
09.07.2025
დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი:

ყველაზე ამაღლებული, რაც ღმერთმა ადამიანს მიანიჭა, ეს არის ღმერთთან თანაცხოვრების უნარი,
16.03.2025
ბიოგრაფია
ერში ალექსანდროს ვაფიდისი დაიბადა 1934 წელს პირეოსის ნიკეაში (ათენის გარეუბანი). მისი მშობლები მცირე აზიელ ბერძენთა ღვთისმოსავ გვარს მიეკუთვნებოდნენ. ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ,
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოს მცირის (408-450) ზეობაში.
საიტის პარტნიორები

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat