იხილეთ ღმერთი, როგორიც არის
იხილეთ ღმერთი, როგორიც არის
არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)
კურთხევაა, იცოდე გზა

როდესაც ქრისტიანის აღსარება უმაღლეს დაძაბულობამდე მიდის, მაშინ მასთან ბრძოლას იწყებს "მთავარი იგი ამის სოფლისაჲ" (იოან. 12: 31; 14: 30; 16: 11). ეს არის კოსმოსური განზომილებების მტრის გონება და ამ დროს, ჩვენი უხილავი ბრძოლა სწორედ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ძალიან დასაბუთებულად შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერ იმას, რაც სულიერების ფარგლებშია, ქრისტიანის სული, უკიდურესად მონანიე მდგომარეობაში ხვდება. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან სინანული ადამიანს სამყაროს უფალს - ქრისტეს ამსგავსებს.  ადამიანის ღმერთს  მიმსგავსება რომ განხორციელდეს, მან, ადამიანმა, ყველა დონის გამოცდა სრულად უნდა გაიაროს. ამ გზაზე მას მრავალი სახის ხილვა ელოდება, მათ შორის შეიძლება იყოს საცდურები არაქრისტიანული მისტიკიდან. მაგრამ ყველაფერ ამას ქრისტიანი სხვა, საპირისპირო პერსპექტივაში დაინახავს: ის რასაც სხვა სწავლებების ადეპტები ეძებენ, ის რასაც ისინი ჭეშმარიტებად მიიჩნევენ, ქრისტიანი, როგორც ჭეშმარიტი ცხოვრებიდან გადახრას ხედავს. მეორე მხრივ, როდესაც ქრისტიანს ღვთაებრივი ნათელი ეცხადება, მისთვის სწორედ მაშინ ხდება აშკარა ის რასაც ჯოჯოხეთის უფსკრულები წარმოადგენს; მაგრამ ამავე ხილვაში ამოიცნობს ქრისტიანი ჭეშმარიტების იმ ნიშნებს, რომლებიც გამოუცდელი სულიერების მაძიებელს თავისკენ მიიზიდავს. უფალი გვაფრთხილებს "ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ" (მათ. 24: 4). სხვა გზებზე ქრისტიანული სულის მდგომარეობა უბრალოდ მიუწვდომელია. უწინარეს ყოვლისა, მიუწვდომელი გზების რიგში დგას სასუფევლიდან მოვლენილი სიყვარული, რომელიც თავისი თანაგრძნობით ყველა ქმნილებას მოიცავს.   

ღვთაებრივი სიყვარულის ტკივილი, ცხელი შანთით განგმირული გულის წამიერ ტკივილს მოგვაგონებს. მაგრამ,  - ისევ "მაგრამ", ეს ტკივილი გამოუთქმელ სიტკბოსთან და ჭეშმარიტად ყოვლისმომცველ სიყვარულთან არის გაჯერებული. გამოდის, რომ მხოლოდ ტკივილი, როგორც ასეთი, და არა სიხარული ტკივილის გარეშე - ჩვენი ფსიქოსომანტიკური ორგანიზმისთვის მომაკვდინებელი იქნებოდა.  

ათეულობით წლების მანძილზე დაგროვილმა აღსარებითი ლოცვის გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა ჩემ მიერ აღწერილი ქრისტეს სიყვარულით გამოწვეული ტკივილის შეგრძნება პათოლოგიური ხასიათის ტკივილისათვის მიმემსგავსებინა. მონანიეს თვითგვემა - არც ნერვული აშლილობის, არც დაუკმაყოფილებელი ვნებების, არც ფსიქოლოგიური კონფლიქტის და არც გონების დაკარგვის გამო ხდება; მასში არც სხვა რაიმე პათოლოგიური პროცესი არ მიმდინარეობს. სრულებითაც არა. ეს თვითგვემითი განცდები, თავისი ბუნებით სულ სხვა წარმომავლობისანი არიან. გარკვეულ საწყის ეტაპზე ისინი სრულ ადამიანზე, ანუ სამშვინველზეც და სხეულზეც ახდენენ ზეგავლენას, ისე რომ ადამიანი სრულად იტანჯება; მაგრამ ღმერთისათვის სულიერი ტანჯვა კი არ ანადგურებს ადამიანს, არამედ აფხიზლებს. ამ გზით ადამიანი იმ შედეგებზე იმარჯვებს, რაც მას დაცემულობამ მოუტანა და ცოდვის იმ კანონისგან თავისუფლდება, რომელიც მასში იყო მოკალათებული: "და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა" (რომ. 7: 23).

ადვილი გასავლელი არ არის ჩვენი აღორძინებისკენ და პირველქმნილი მდგომარეობის აღდგენისკენ მიმავალი გზა. მაგრამ არაფრით არ შეიძლება იქნეს გამართლებული გზიდან გადახვევა და ამ გზით გამოწვეულ უმნიშვნელოვანეს ღვაწლზე უარის თქმა. ავიღოთ თუნდაც ჩვენი ეპოქა თავისი რევოლუციური მოძრაობებით. თითქმის ნახევარ საუკუნოვანმა გამოცდილებამ, მთელს კაცობრიობას თვალნათლივ უჩვენა თუ რამდენად მძიმე და მტკივნეულია ადამიანის ერთი უსამართლო სასტიკი დაცემულობის ეპოქაში ჩამოყალიბებული სოციალური წყობიდან, მეორე არანაკლებ უღმერთო და დაუნდობელ სისტემაზე გადასვლა. ამ მგზნებარე და შფოთიან ბრძოლაში მილიონობით ჩართული პიროვნება, თავდაუზოგავად იბრძვის და სიცოცხლის ფასადაც კი ცდილობს წარმატებას მიაღწიოს. ასეთი ადამიანების თავგანწირვა თითქმის ყველასათვის "გასაგები" და "მისაღებია". იმისათვის, რომ ქრისტიანი ასკეტის "რისკი", რომელსაც პიროვნება ხრწნილებიდან უხრწნელებამდე და დროებითობიდან მარადიულობამდე მიყავს ჩვენთვის გასაგები გახდეს, თუნდაც ზემოთ მოყვანილი მასიური თავდადების მაგალითს მივაპყროთ ჩვენო ყურადღება.   

ორიდან ერთი გარდაუვალია: ან ფსიქოფიზიკური ტკბობისათვის და კომფორტისათვის უნდა ვიბრძოლოთ, ღმერთს დავშორდეთ და სულიერად მოვკვდეთ, ან სულიერი სიცოცხლისათვის და ზებუნებრივი ყოფიერებისათვის უნდა ვიღვაწოთ და ამა სოფლისათვის უნდა მმოვკვდეთ. ჩვენი ჯვარი და ჩვენი ჯვარცმა ამ "კვდომაშია". ბევრი ადამიანი, იმისათვის რომ მიაღწიოს თავის იდეალს - იღუპება, თუმცა თავსთავად ამ იდეალს მხოლოდ დროებითი ბედნიერება შეუძლია მოიტანოს. ქრისტიანი კი რომელიც ღმერთში თავისი უკვდავი სულის თავისუფლებას მოიპოვებს, მზად არის, არა საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად ეწამოს, არამედ უმაღლესი ჭეშმარიტების განსახორციელებლად. ამაშია მისი - ქრისტიანული ღირსება რის მსგავსიც  ამა სოფლად არ იპოვება.
"და იქმნა ბრძოლაჲ ცათა შინა: მიქაელ და ანგელოზნი მისნი ჰბრძოდეს ვეშაპსა მას, და ვეშაპი და ანგელოზნი მისნი ებრძოდეს მათ. და ვერ შეუძლო და არცაღა ეპოვა მას ადგილი ცათა შინა. და გარდამოვარდა ვეშაპი იგი დიდი, გუელი დასაბამისაჲ, რომელსა ეწოდების ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა; გარდამოვარდა ქუეყანად და ანგელოზნი მისნი მის თანა გარდამოცჳვეს. და მესმა ჴმაჲ დიდი ცათა შინა, რომელი იტყოდა, ვითარმედ: აწ იქმნა მაცხოვარებაჲ და ძალი და სუფევაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ და ჴელმწიფებაჲ ქრისტეს მისისაჲ, რამეთუ გარდამოვარდა შემასმენელი ძმათა ჩუენთაჲ, რომელი შეასმენდა მათ წინაშე ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე. და მათ სძლეს მას სისხლითა მით კრავისაჲთა და სიტყჳთა წამებისა მისისაჲთა და არა შეიყუარნეს სულნი მათნი ვიდრე სიკუდილადმდე. ამისათჳს იხარებდით ცანი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა. ვაჲ არს ქუეყანისა და ზღჳსა, რამეთუ გარდამოჴდა ეშმაკი თქუენდა მომართ სავსე გულისწყრომითა დიდითა, რამეთუ უწყის, ვითარმედ მცირედი ჟამი უც მას" (გამოცხ. 12: 7-12).

სრულყოფილი სიყვარული არის - ღმერთის სიყვარული საკუთარი თავის სიძულვილამდე. "უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს" (იოან. 15: 13). ეს არის სიყვარული, რომელის შესახებაც უფალმა "სრულიად შეიყუარნა" ბრძანა (იოან. 13: 1). ვინც ამ უდიდეს ზღვარს აღწევს, ის კარის ზღურბლთან დგას, რომლის მიღმა "სასუფეველია შეუძრველი" (ებრ. 12: 28). 

იმისათვის, რომ ეს სასუფეველი მოვიპოვოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველმა "ხატად ღმრთისა" (დაბ. 1: 27) ქმნილმა სულმა, ტკივილის "ზღურბლს" უნდა გადააბიჯოს; წმინდა სიყვარულისთვის ნებსითი სატანჯველი უნდა გადალახოს. ჩვენი თავისუფალი ნების ამგვარი გამოცდის გარეშე, საკუთარ პერსონაში ჭეშმარიტად თავისუფალ არსებას ვერ დავინახავთ. მეორე მხრივ, იმისათვის რომ ყოველთვის ღმერთთან და ღმერთში ვიყოთ, ჩვენ ისეთივე სიყვარულის უნარი უნდა გაგვაჩნდეს, როგორიც ღმერთშია. იესო ქრისტემ ჩვენ ყველა დიდ საიდუმლოს გვაზიარა, მისი მაგალითის გარეშე ამ საიდუმლოებებს ვერასოდეს დავუახლოვდებოდით. "ზღურბლზე გადააბიჯო" ნიშნავს: რადიკალურად გარდაიქმნა, "ახალ ქმნილებად" იქცე, ისეთ ღვთაებრივ მარადიულობას ეზიარო, რომ ღვთაებრივი ცხოვრება გახდეს შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ასეთ შემთხვევაში მადლი ისე ერწყმის ჩვენს ქმნილ ბუნებას, რომ ეს ორი - ერთ მთლიანობად გადაგვექცევა: სწორედ ეს არის განღმრთობა.  

გზის ცოდნის კურთხევა ყოველივე ზემოთ თქმულს გულისხმობს. ქრისტიანმა, რომელმაც ყველაფერი ეს იცის "მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს" (1 პეტ. 4: 12), როგორც ამას წმინდა მარტვილთა ცხოვრებაში ვხედავთ უმტკივნეულოდ და სიხარულით გადაიტანს. ამ ცოდნის გარეშე პიროვნება საშიშროების წინაშე დგრბა, რადგან სული ღმერთის სიყვარულში შეიძლება დაეჭვდეს და როდესაც პიროვნების რწმენაში ეჭვი გაჩნდება, გოლგოთას გზაზე ქრისტესთან ერთად მიმავალი შესაძლებელია კიდეც დაყოვნდეს.   

როდესაც ყოველივე ზემოთ აღნიშნულის რეზუმირებას ვახდენ სულის ეს ჭეშმარიტად დიდი მეცნიერება, მსურს მოკლედ გამოვხატო და მოგიწოდოთ: ყოველგვარი მიწიერი ტანჯვა უფრო დიდი ტანჯვით დაამარცხე; "სული გეჭიროს ჯოჯოხეთში" - თვითგანიკითხე, როგორც უღირსი და განწირული ჯოჯოხეთისთვის, მაგრამ "ნუ მიეცემი სასოწარკვეთას". 
ამ ღვაწლით შენ სოფელს დაამარცხებ, უფალი ბრძანებს: "სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (იოან. 16: 33). და შენც - სოფლის მძლეველს უფალი შეუძვრელ სასუფეველს გაზიარებს (შეად. ებრ. 12: 28). 

დედამიწაზე სადამდე მიდის ამ მეცნიერების ზღვარი? ჩვენთვის ეს ზღვარი, "სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველმა", ქრისტემ განსაზღვრა.
კურთხეულ იყოს მისი სახელი აწ და მარადის.



მოამზადა როლანდ ჩხეიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.07.2026
არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)

სულიერი თავისუფლების შესახებ

"თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს" (გალ. 5: 1).
10.07.2026
არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)
შეჯამებული სულიერი ცხოვრება (ნაწილი 4)
იდუმალ ღმერთს ჩამოშორებული, საკუთარი პიროვნებისადმი მაინც მის სიყვარულს გრძნობდე, საკმაოდ მტანჯველია.
18.07.2025
სტატიების კრებული
ხანდახან გვგონია, რომ მეტისმეტად ნელია ლოცვის მოქმედება:
09.07.2025
დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი:

ყველაზე ამაღლებული, რაც ღმერთმა ადამიანს მიანიჭა, ეს არის ღმერთთან თანაცხოვრების უნარი,
16.03.2025
ბიოგრაფია
ერში ალექსანდროს ვაფიდისი დაიბადა 1934 წელს პირეოსის ნიკეაში (ათენის გარეუბანი). მისი მშობლები მცირე აზიელ ბერძენთა ღვთისმოსავ გვარს მიეკუთვნებოდნენ. ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ,
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოს მცირის (408-450) ზეობაში.
საიტის პარტნიორები

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat