არქიმანდრიტი სოფრონ სახაროვი - ლოცვის შესახებ
არქიმანდრიტი სოფრონ სახაროვი - ლოცვის შესახებ
სტატიების კრებული
ხანდახან გვგონია, რომ მეტისმეტად ნელია ლოცვის მოქმედება: არ შეესაბამება ჩვენი არსებობის ხანმოკლეობას; და მკერდიდან კივილი აღმოგვხდება: "იჩქარე!" იგი ყოველთვის მყისვე როდი ეხმიანება ჩვენს მოწოდებას. როგორც ხეზე _ ნაყოფს, ჩვენს სულსაც ასე ტოვებს, რათა მზეზე დაიხრუკოს, ცივი და მხურვალე ქარების კვეთება გადაიტანოს, წყურვილსა და წვიმების ნიაღვარს გაუძლოს. მაგრამ თუ ხელს არ გავუშვებთ მისი სამოსის კიდეს, მაშინ სასიკეთო შედეგსაც ვიხილავთ. ჩვენთვის აუცილებელია, შეძლებისდაგვარად დიდხანს ვილოცოთ, რათა მისმა უძლეველმა ძალამ ჩვენში შემოაღწიოს და უნარი მოგვცეს, ყველა დამანგრეველ გავლენას შევეწინააღმდეგოთ. და როდესაც ეს ძალა ჩვენში გაიზრდება, მაშინ საბოლოო გამარჯვების იმედის სიხარულიც გამობრწყინდება ჩვენში.  

ლოცვა უსათუოდ აღადგენს ჩვენში ღვთის იმ სუნთქვას, რომელიც ღმერთმა ნესტოებში შთაბერა ადამს და რომლის გამოც ადამი ცოცხალ არსებად იქცა (შდრ.: დაბადება 2, 7). ლოცვით განახლებული ჩვენი სული განცვიფრდება ყოფიერების უდიდესი საიდუმლოთი და განსაკუთრებული აღფრთოვანების ძლიერი ნიაღვარი მოიცავს ჩვენს გონებას: "ყოფიერება! რა საოცარი საიდუმლოა... რანაირად არის ეს შესაძლებელი?.. საოცარია ღმერთი და საოცარია მისი ქმნილებაც". განვიცადოთ ქრისტეს სიტყვების აზრი: "მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე, და მომეტებულად ჰქონდეთ" (იოანე 10, 10). მომეტებულად! ჭეშმარიტად ასეც არის.
მაგრამ კვლავ იგივეს შესახებ: პარადოქსულია ეს ცხოვრება, ისევე, როგორც პარადოქსულია უფლის ყველა სწავლება: "მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავე იფეთქოს!" (ლუკა 12, 49). ჩვენ ყველას, ადამის შვილებს, აუცილებლად გვჭირდება ამ ზეციურ ცეცხლში გავლა, რომელიც მომაკვდინებელი ვნებების ფესვებს დაბუგავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ ვიხილავთ ამ ცეცხლის ახალი სიცოცხლის სინათლედ გარდაქმნას, რადგან ჩვენს დაცემაში წვა წინ უძღვის სინათლეს, და არა პირიქით. ასე რომ, ვაკურთხოთ უფალი მისი სიყვარულის დამბუგავი მოქმედების გამო.
ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ბევრი რამ, თუმცა-ღა ნაწილობრივ ვიცით (შდრ.: 1 კორინთ. 13, 9) და ახლაც ვუწყით, რომ ჩვენთვის არ არსებობს სხვა გზა, რათა "აღდგომის ძენი" (ლუკა 20, 36), ღვთის ძენი გავხდეთ, რათა მხოლოდშობილთან ერთად ვიმეფოთ. რაც უნდა მტკივნეული იყოს ჩვენი ხელმეორედ შექმნის პროცესი, რაგინდ ტანჯვაში და ზოგჯერ აგონიაშიც უნდა გაგვატაროს ღმერთმა, საბოლოოდ ყველაფერი კურთხევად გადაიქცევა. თუკი მეცნიერული ერუდიციის შეძენას მრავალწლიანი, დაძაბული შრომა სჭირდება, მაშინ ლოცვის მოპოვება გაცილებით, თანაც შეუდარებლად მეტ შრომას საჭიროებს.

როდესაც სახარება და ეპისტოლეები ჩვენი ყოველდღიური რეალობა ხდება, მაშინ მკაფიოდ ვხედავთ, რაოდენ გულუბრყვილო წარმოდგენა გვქონია აქამდე ღვთისა და ღმერთში ცხოვრების შესახებ. საიდუმლოებით არის მოცული ჩვენთვის ბოძებული გამოცხადების სიბრძნე: ბევრად აღემატება ადამიანურ წარმოსახვას... `რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს, და გაუვლია კაცს გულში, და რაც ღმერთმა განუმზადა თავის მოყვარეთ~ (1 კორინთ. 2, 9). ღვთის სულის ჩვენთან ოდნავი შეხებაც კი დიდებაა, რომელიც თავისი შინაარსით შეუდარებელია უღმერთოდ ცხოვრებასთან.

ნამდვილი ლოცვა, რომელიც უზენაესთან შეგვაერთებს, სხვა არაფერია, თუ არა ზეციდან გარდამოსული სინათლე და ძალა. თავისი არსით იგი ჩვენს მოსაზრებას სცდება. ამ სამყაროში არ არსებობს მისი ენერგიის წყარო. თუ კარგად ვიკვებები იმ მიზნით, რომ ძლიერი სხეული მქონდეს, მაშინ ჩემი ხორცი მიჯანყდება და მისი მოთხოვნები იზრდება: მას არ სჭირდება ლოცვა. თუკი მეტისმეტი მარხვით ვამდბლებ ხორცს, მაშინ მტკივნეული თავშეკავება გარკვეული ხნით ლოცვისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის, მაგრამ შემდეგ სხეული უძლურდება და უარს ამბობს, სულს მისდიოს. თუ კარგ ადამიანებთან ვურთიერთობ, ზოგჯერ სულიერ კმაყოფილებას განვიცდი, ზოგჯერ კი ახალ ფსიქიკურ და ინტელექტუალურ გამოცდილებას ვიძენ, მაგრამ ძალიან იშვიათად _ იმპულსს ღრმა ლოცვისთვის. თუ სერიოზული სამეცნიერო სამუშაოსთვის ან მხატვრული შემოქმედებისთვის საჭირო გონებრივი უნარით ვარ დაჯილდოებული, მაშინ ჩემი წარმატება პატივმოყვარეობის საბაბი ხდება და შეუძლებელი შეიქნება გულის სიღრმის _ სულიერი ლოცვის ადგილის - პოვნა (შდრ.: ფსალმ. 63, 7). თუკი მატერიალურად მდიდარი ვარ და დაკავებული გახლავარ სიმდიდრესთან დაკავშირებული ძალაუფლების გამოყენებით ან ჩემი რომელიმე იდეის ხორცშესხმის შესაძლებლობით, ანდა ჩემი ესთეტიკური და სულიერი სურვილების დაკმაყოფილებით, მაშინ ჩემი სული ვერ აღიწევა ღმერთთან, როგორც იგი ქრისტეს მიერ შევიცანით. თუკი უდაბნოში მივდივარ და უარს ვამბობ ქონებაზე, მაშინაც კი მთელი კოსმიური ენერგიების წინააღმდეგობა ჩემი ლოცვის პარალიზებას ახდენს. და ასეა დაუსრულებლად.

ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ ჭეშმარიტი ლოცვა არის ურთიერთობა ღვთის სულთან, რომელიც ჩვენში ლოცულობს; მისით ვეცნობით ღმერთს; მას აჰყავს ჩვენი სული მარადისობის ჭვრეტის მდგომარეობაში. როგორც ზენადან გარდამოსული მადლი, ლოცვითი აქტი ჩვენს მიწიერ ბუნებას აღემატება, რის გამოც მას ეწინააღმდეგება ხრწნადი სხეული, რომელსაც არ ძალუძს სულიერ სფეროში ამაღლება; ეწინააღმდეგება ინტელექტი, რომელიც უძლურია, დაიტიოს უსასრულობა, ეჭვებით ირყევა და ყველაფერს უკუაგდებს, რაც მის გაგებას აღემატება. ლოცვას ეწინააღმდეგება სოციალური გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, რომელიც თავის ცხოვრებას ლოცვისგან დიამეტრალურად საპირისპირო, სხვა მიზნებით აწყობს. ლოცვას ვერ იტანენ მტრული სულები. არადა მარტოოდენ ის, ლოცვა, აღადგენს ქმნილ სამყაროს დაცემისაგან, მის ჩამორჩენილობასა და ინერციას სძლევს ქრისტეს მცნებების დაცვის დროს ჩვენი სულის უდიდესი დაძაბულობით.

რთულია ლოცვითი ღვაწლი: ჩვენი სულის მდგომარეობა იცვლება: ზოგჯერ ლოცვა ჩვენში მძლავრი მდინარესავით მოედინება, ზოგჯერ კი გული გამომშრალია. მაგრამ, დაე, შეძლებისდაგვარად ხანმოკლე იყოს ლოცვითი ძალის მოკლება. ხშირად ლოცვა ნიშნავს, ღმერთს ვაუწყოთ ჩვენი სავალალო მდგომარეობა: უძლურება, გულგატეხილობა, ეჭვები, შიშები, ნაღველი, სასოწარკვეთა, - ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ჩვენი არსებობის პირობებთან არის დაკავშირებული. ვუთხრათ დახვეწილი სიტყვებისა და თუნდაც ლოგიკური თანამიმდევრობის ძიების გრეშე... უფალთან მიმართვის ეს ხერხი ხშირად ლოცვა-საუბრის დასაბამი ხდება.

ზოგჯერ ღვთის სიყვარულის ტალღებში აღმოვჩნდებით და ამ სიყვარულს გულუბრყვილობით ცალმხრივად გავიგებთ, როგორც მის მიმართ ჩვენს სიყვარულს. ასე მემართებოდა მე: ვერ ვბედავდი, მეფიქრა, რომ უსაზღვროდ დიდებული, ყოველივეს შემოქმედი ყურადღებას მომაქცევდა მე, უმნიშვნელოსა და საძაგელს. ვამბობდი: "ჰოი, შესაძლებელი რომ იყოს, ისე გიყვარდე, როგორც მე მიყვარხარ... ხედავ, დღედაღამ როგორ სწყურიხარ ჩემს გულს? მომხედე მე: გამომიცხადე შენი პირი; ისეთი გამხადე, როგორიც შენი შექმნილნი გინდა იხილო; ისეთი გამხადე, როგორის მიღება და სიყვარული შეგიძლია შენ, ყოვლადწმიდას...". არ ვიცოდი, რას ვამბობდი (შდრ.: ლუკა 9, 33); ვერ ვბედავდი, მეფიქრა, რომ თვითონ იგი ლოცულობდა ჩემში.

ღმერთის სიწმინდისა და სიმდაბლის ჭვრეტა სულს განაცვიფრებს და სული სიყვარულით უდიდესი მოწიწებით თაყვანს სცემს მას. ზოგჯერ ასეთი ლოცვა ხელთუქმნელი სინათლის ხილვაში გადაიზრდება.

რათა ღმერთისგან მომდინარე ნიჭები შევიცნოთ, იგი გარკვეული ხნით გვტოვებს მას შემდეგ, რაც გვეწვევა. უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენს ღვთისგან დატოვება. ახალგაზრდობაში მხატვარი ვიყავი (ვშიშობ, რომ ბოლომდე ჯერაც არ მომკვდარა იგი ჩემში). ეს ბუნებრივი ნიჭი ჩემ შიგნით იყო. შეიძლება დავღლილიყავი, მუშაობის ძალა არ მქონოდა, არ მქონოდა შთაგონება, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ნიჭი ჩემი ნატურა იყო. მაგრამ როდესაც ღმერთი გვტოვებს, მაშინ თვით ყოფიერებაში იგრძნობა ერთგვარი უფსკრული და სულმა არ იცის, დაბრუნდება თუ არა ოდესმე ის, ვინც წავიდა. იგი სხვანაირია თავისი ბუნებით; იგი მიიმალა და მე ცარიელი დავრჩი. და ამ საშინელ სიცარიელეს განვიცდი, როგორც სიკვდილს. მისი მოსვლით გამომეცხადა რაღაც მშვენიერი, გულისთვის საამო, რომელიც ჩემს ყველაზე კადნიერ წარმოდგენას აღემატებოდა. და აი, კვლავ იმ მდგომარეობაში ვარ, რომელიც ადრე ნორმალურად, დამაკმაყოფილებლად მესახებოდა, ახლა კი მზარავს: მეტისმეტად ცხოველურ, პირუტყვულ მდგომარეობად წარმომიდგება... დიდებული მეფის სახლში შემიყვანეს, ვიცოდი, მისი ნათესავი ვიყავი, მაგრამ, აი, კვლავ უსახლკარო მაწანწალა ვარ და სხვა არაფერი.

მდგომარეობების ცვალებადობით ვგებულობთ განსხვავებას ბუნებრივ ნიჭებსა და იმას შორის, რაც კურთხევის სახით ზენადან გარდამოდის. სინანულის ლოცვის წყალობით პირველი სტუმრობის ღირსი გავხდი, გაცილებით გულმხურვალე ლოცვით კი მისი დაბრუნების იმედი მაქვს. და მართლაც, იგი მოდის. ხშირად და ჩვეულებისამებრ, იგი ცვლის თავისი სტუმრობის წესს. ასე ვმდიდრდები განუწყვეტლივ სულიერი ცოდნით: ხან ტანჯვით, ხანაც სიხარულით, მაგრამ ვიზრდები. იზრდება ჩემი უნარი, შედარებით ხანგრძლივი პერიოდით ვიმყოფებოდე აქამდე უცნობ სფეროში.

გონებით მტკიცედ დადექი ღმერთში და დადგება ჟამი, როდესაც გულს უკვდავი სული შეეხება. ჰოი, წმიდათაწმიდას ეს შეხება! ვერაფერს შეადარებ მას: იგი ჩვენს სულს ხელთუქმნელი ყოფიერების სფეროში აღიტაცებს; გულს დაკოდავს სიყვარულით, რომელიც იმას როდი ჰგავს, რასაც ადამიანები ჩვეულებისამებრ ამ სიტყვებში გულისხმობენ. მისი, ამ სიყვარულის, სინათლე მთელ ქმნილებას, ადამიანთა მთელ სამყაროს ეფინება მისი ათასწლოვანი გამოჩინებით. ეს სიყვარული ფიზიკური გულით შეიგრძნობა, მაგრამ თავისი წარმომავლობით იგი, როგორც ღვთისგან გამომავალი, სულიერია, ხელთუქმნელია.

ცხოველმოფელი სული გვეწვევა, როდესაც თავმდაბლობით მის მიმართ გახსნილ მდგომარეობაში ვიმყოფებით. იგი არ ძალადობს ჩვენს თავისუფლებაზე; თავისი ნაზი სითბოთი გარემოგვიცავს; იმდენად წყნარად გვიახლოვდება, რომ შეიძლება მაშინვე ვერც კი შევნიშნოთ. არ უნდა ველოდოთ, რომ ღმერთი ჩვენში ძალით, ჩვენი თანხმობის გარეშე შემოიჭრება. ოჰ, არა: იგი პატივს სცემს ადამიანს, მის წინაშე მდაბლდება: მისი სიყვარული თავმდაბლურია; მას ქედმაღლურად კი არ ვუყვარვართ, არამედ ისე, როგორც ნაზ დედას უყვარს თავისი ავადმყოფი პატარა. როდესაც გულს ვუხსნით, მაშინ დაუოკებლია ძლიერი გრძნობა იმისა, რომ იგი ჩვენთვის `მშობლიურია~ და სული მის წინაშე ქედს იდრეკს ნაზი სიყვარულით.

ღვთაებრივი სიყვარული, რომელიც ყველაზე სიღრმისეული მახასიათებელია ცოცხალი მარადისობისა, შეუძლებელია, ამქვეყნად არ იტანჯებოდეს. ღვაწლითა და მადლის სტუმრობით მომბალ გულს ზოგჯერ, თუნდაც ნაწილობრივ, ეძლევა განცდა ქრისტეს სიყვარულისა, რომელიც მთელ ქმნილებას ყოველივე არსებულის მიმართ უსაზღვრო თანაგრძნობით მოიცავს. ახლა ქრისტე-ღმერთის ტყვე ვარ. საკუთარი თავი არარაობიდან გამოხმობილად შევიცანი; ადამიანი თავისი ბუნებითY არარაობაა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ღმერთისგან თანაგრძნობასა და პატივისცემას მოველით. და უცებ ყოვლადძლიერი ენით აღუწერელი თავისი თავმდაბლობით გვეცხადება. ეს ხილვა სულს ლმობიერებას ჰგვრის, გონებას აოცებს და უნებურად მის წინაშე ქედს ვიდრეკთ. რამდენიც უნდა ვესწრაფოთ, თავმდაბლობით მივემსგავსოთ მას, ვხედავთ, რომ უძლურნი ვართ, მივაღწიოთ მის აბსოლუტურობას.
ქრისტეს თავმდაბლობა ყოვლისმძლეველი ძალაა. თავის დაგლახაკებითა და ჩვენი მსახურებით იგი (თავმდაბლობა, _ რედ) არ კნინდება: ყოველთვის ღვთაებრივად დიდებულია თავისი არსით. იგი წინააღმდეგობრივი ჩანს, როდესაც ჩვენი სიტყვებით გამოვთქვამთ. იგი ატრიბუტია ღვთაებრივი სიყვარულისა, რომელიც ქმნილების მიმართ თავისი გახსნილობით თავმდაბლად იღებს ყოველგვარ ჭრილობას მის მიერ შექმნილთაგან.

ღმერთის ხედვა ადამიანს მასთან მიმართებით შინაგანი თვითგამორკვევის აუცილებლობის წინაშე აყენებს. თავისი არსით ყოველი ჩვენი ქმედება უსათუოდ ან მიგვაახლოებს ღმერთთან, ან პირიქით, განგვაშორებს მას. აქედან გამომდინარე, ყოველი საქმე აღესრულება შიშით, რომელსაც ღვთიურს უწოდებენ. სულს არა მარტო აშკარად უკეთური საქმე აშინებს, არამედ აზრიც, რომელსაც შეუძლია სულიწმიდის დამწუხრება, მან რომ შეიყვარა. წარმოუდგენლად დიდი მანძილია ჩვენსა და ღმერთს შორის. საკუთარ თავს წმიდათაწმიდას უღირსად ვხედავთ; გული შეიმუსრება საკუთარი სიღატაკის მტანჯველი შეგნებით. მყისვე როდი ვხვდებით, რომ სწორედ ეს მოვლენა არის ღმერთთან მიახლოების დასაწყისი. ნეტარებების პირველ მცნებას: "ნეტარ არიან გლახაკნი სულითა" (მათე 5, 3), _ თითქოს ორგანულად მივყავართ შემდგომ ხარისხებთან: მგლოვარებასთან, სიმშვიდესთან, სიმართლის შიმშილსა და წყურვილთან, გულმოწყალებასთან, გულის სიწმინდესთან, ჩვენი ღვთისშვილობის პირველ ცოცხალ განცდასთან; რასაც მივყავართ ვნებათა სამყაროსთან კონფლიქტამდე, სიმართლის სასუფევლის არამაძიებლებთან გათიშულობამდე; მივყავართ დევნამდე, შეურაცხყოფამდე, ყვედრებამდე და მისთანანი. როდესაც ქრისტიანის სულის ამა სოფლის სულთან დაპირისპირება თავის აპოგეას მიაღწევს, მაშინ ქრისტეს მიმდევრის ცხოვრება ემსგავსება ჯვარცმას, თუნდაც უხილავ ჯვარზე. ფრიად შემზარავია და ამავდროულად მაცხოვნებელია ეს ჟამი: ჩვენი სულის შინაგანი ტანჯვით, რომელიც ხშირად კავშირშია გარე გარემოებებთანაც, მარცხდება ვნებები, ასევე გადაილახება ამა სოფლის ძალაუფლება ჩვენზე, სიკვდილიც კი: ხდება ჯვარცმულ ქრისტესთან მიმსგავსება. 

მაგრამ ამ უმაღლეს საფეხურზეც უნდა შენარჩუნდეს სულის სიმდაბლე. თვით გამოცდილება აჩვენებს, რომ, როგორც კი "სიგლახაკის" შეგრძნებას საკუთარი თავით კმაყოფილება ცვლის, მაშინვე ჩამოიქცევა სულიერი აღმასვლის მთელი ეს კლდე და სახლი გაოხრდება (შდრ.: მათე 23, 38); ღმერთი აღარ არის ჩვენთან. ასეა, სანამ გული კვლავ არ დამდაბლდება და ტკივილით არ შეჰღაღადებს მას. განცდების ამ ცვალებადობით სული ცხონების გზათა საიდუმლოებას ჩასწვდება; მას ყველაფერი აშინებს, რაც სიმდაბლის საწინააღმდეგოა; მისი ლოცვა იწმინდება; გონებასა და გულს ვერაფერი გარეშე ვერ იტაცებს, ღმერთის გარდა არაფერი სურს. მთელი არსებით ლოცვის საშუალებით მლოცველში ახალი სიცოცხლის ძალა იღვრება. შემდგომი აღმასვლა: არამიწიერი ყოფიერების შესახებ ცოდნის დასაწყისი.

ჩვენი მიწიერი არსებობა განპირობებულია დროით და სივრცით. მაგრამ რა არის დრო? მრავალგვარად შეიძლება მისი განსაზღვრა: დრო არის შემოქმედთან ჩვენი შეხვედრის "ადგილი"; დრო არის ქმნილებასთან დაკავშირებით ღმერთის განზრახვის აქტუალიზაციის პროცესი: "მამა ჩემი აქამდე მოქმედებს და მეც ვმოქმედებ" (იოანე 5, 17). შექმნა ჯერ კიდევ არ დასრულებულა: "...იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა; ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის. სანამ გინათებთ გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა" (იოანე 12, 35-36). ყოველი ჩვენგანისთვის გამოყოფილია ერთგვარი "თავისი დრო", მოკლე, მაგრამ საკმარისი ცხონების მოსაპოვებლად. ღმერთის შემოქმედებითი იდეა შექმნაში აღესრულება: "...ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი" (ლუკა 1, 37). გოლგოთაზე მომაკვდავმა უფალმა თქვა: "აღსრულდა..." (იოანე 19, 30). დადგება ისეთი დროც, როდესაც კვლავ ითქმება მსგავსი სიტყვა; ამის შესახებ აპოკალიფსში წერია: "და ანგელოზმა... თავისი ხელი აღაპყრო ზეცად, და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე... რომ უკვე აღარ იქნება დრო" (გამოცხადება 10, 5-6). 

სანამ ამ "ცოდვის სხეულში" და, შესაბამისად, ამ წუთისოფელში ვიმყოფებით, მანამ არ შეწყდება ასკეტური ბრძოლა ჩვენს ხორცში მოქმედ "ცოდვის რჯულთან" (შდრ.: რომ. 6, 6; 7, 23). ვხედავთ, რომ საკუთარი ძალისხმევით არ შეგვიძლია ამ სიკვდილის გადალახვა და ჩვენს ცხონებასთან დაკავშირებით ერთგვარი სასოწარკვეთილება მოგივცავს. რაც უნდა უცნაური ჩანდეს, აუცილებლად უნდა განვიცადოთ ეს მძიმე მდგომარეობა, ასგზის უნდა განვიცადოთ, რათა ღრმად ჩაგვებეჭდოს ცნობიერებაში. ჩვენთვის სასარგებლოა ჯოჯოხეთის ეს გამოცდილება. როდესაც წლობით, ათწლეულობით ვატარებთ ამ ტანჯვას ჩვენში, მაშინ იგი ჩვენი სულის მუდმივი შინაარსი, ჩვენი ცხოვრების სხეულზე წარუშლელი წყლული ხდება. აღდგომის შემდეგ ქრისტემაც შეინარჩუნა სხეულზე ჯვარცმის ნალურსმნევი იარები: "მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა!.. თავისი ხელები და ფერდი უჩვენა მათ" (იოანე 20, 19-20). 

ჯოჯოხეთური ტანჯვის გამოცდილებიდან უნდა იშვას კაცთა მთელი მოდგმისთვის ისეთი ლოცვა, როგორითაც საკუთარი თავისთვის ლოცულობენ. ყველა ჩვენი მდგომარეობა ჩვენი ინდივიდუალობის ვიწრო ჩარჩოებიდან სულით გადაგვაქვს მთელ კაცობრიობაზე; ამ სახით ყველა ჩვენი გამოცდილება ხდება გამოცხადება იმის შესახებ, რაც საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა სამყაროში ხდებოდა და მასთან ჩვენი სულიერი შერწყმა ხელშესახები რეალობის ხასიათს იძენს.

წიგნიდან "უფალო, შემიწყალე" - მე-5 ტომი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.07.2025
დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი:

ყველაზე ამაღლებული, რაც ღმერთმა ადამიანს მიანიჭა, ეს არის ღმერთთან თანაცხოვრების უნარი,
16.03.2025
ბიოგრაფია
ერში ალექსანდროს ვაფიდისი დაიბადა 1934 წელს პირეოსის ნიკეაში (ათენის გარეუბანი). მისი მშობლები მცირე აზიელ ბერძენთა ღვთისმოსავ გვარს მიეკუთვნებოდნენ. ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ,
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
16.01.2014
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი 14. მორჩილება
(გაგრძელება)
16.01.2014
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
გავიხსენოთ, რამდენად ხშირად ყოფილა, რომ ღონემიხდილები იმისათვის შევჩერებულვართ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზი გაბრიელი ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნეა, წმინდა გაბრიელი უდაბნოში გამოეცხადა ფარაონის ხელთაგან გაქცეულ მოსე წინასწარმეტყველს

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat