წმინდა დედა, სავარაუდოდ, X-XI საუკუნეებში ცხოვრობდა და წარმოშობით თრაკიის ენოსიდან გახლდათ,
ქორწინების შემდგომ ექვსი შვილი შეეძინა, თუმცა, ყოველდღიურმა საზრუნავმა მის სულში ღვთის სიყვარული ვერ გაანელა, - წირვა-ლოცვას არ დააკლდებოდა, შინ კი დროის უმეტეს ნაწილს ლოცვაში განლევდა.
როდესაც შვილები დაეხოცა, მთელი ქონება ღატაკთ დაურიგა და იმ ქვრივთა მფარველად იქცა, ვისაც ბედის უკუღმართობამ მეუღლესთან ერთად სხვა ნათესავნიც წაართვა, სული თვისი სათნოებათა ჭურჭლად ჰყო და ოდენ ღვთის სამსახურად დამაშვრალმა დარჩენილი ცხოვრება მარხვაში გაატარა.
საზრდოდ ოდენ ხმიადსა და წყალს სჯერდებოდა, სახე მუდამ სინანულის ცრემლით ჰქონდა ამომწვარი, ბაგით კი განთიადიდან ვიდრე დაისამდე ფსალმუნის და ლოცვის სიტყვებს იმეორებდა.
თავს ყველაზე უარესად თვლიდა და თვით ყველაზე უბადრუკ ადამიანსაც უსიტყვოდ ჰმორჩილებდა, ხოლო თუ რამ ებადა, მყისვე უშურველად გასცემდა, ისე, რომ თავისთვის არაფერს იტოვებდა.
წმინდა დედას ერთი ჭურჭელი ჰქონდა, რომლითაც შეჭირვებულთ ღვინოს შეასმევდა ხოლმე და ღვინო მანამ არ ილეოდა, სანამ ეს საიდუმლო ერთ ნათესავს არ გაანდო.
ამის გამოსასყიდად თავს იმგვარი მარხვა განუჩინა, სხეუ¬ლი მთლად გამოეფიტა და სუნთქვაც კი უჭირდა.
ამგვარად იცხოვრა 34 წელი და მონაზვნად აღკვეცის შემდგომ, ორმოცდათოთხმეტი წლისა განვიდა ამა ქვეყნიდან.
ხატის წყარო
* * *
ხსენება წმინდათა ნიკულიცელ მოწამეთა: ზოტიკესი, ატალოსისა, კამასიოსისა, ფილიპესი და მათ თანა ვნებულთა (+320)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი