მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის მოგონება დედა გალაქტიაზე.
მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის მოგონება დედა გალაქტიაზე.
2021 წლის 20 მაისს, ღვთივ განისვენა ნეტარმა (დედა)გალაქტიამ, რომელიც კუნძულ კრეტაზე, სოფელ პომპია-მოირესში ცხოვრობდა. მისმა გარდაცვალებამ ღრმად დამამწუხრა, რადგან მე მას, მამა ანტონიოს ფრაგაკისის მხრიდან ვიცნობდი, რომელიც ბოლო 10 წელია, რაც გორტინას მიტროპოლიის მქადაგებელია. მასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს.

ღვთის განსაკუთრებულ კურთხევად მიმაჩნია დედა გალაქტიასთან შეხვედრა, ძირითადად იმიტომ, რომ მან, როგორც თავისი შვილი, ისე მიმიღო და, რა თქმა უნდა, მეც, როგორც დედა, ისე მივიღე იგი. აქამდე ამაზე არავისთან მისაუბრია, გარდა რამდენიმე ადამიანისა, მაგრამ ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ამის შესახებ საჯაროდ მოვყვე.

პირველად ჰერაკლიონში (კრეტაზე) შევხვდით, როცა ის ჩემთან შესახვედრად მოვიდა 2013 წლის აპრილში, და მეორედ მე თავად ვეწვიე მას სახლში, რომელიც სამონასტრო კელიის მსგავსად იყო მოწყობილი. შემდეგ ჩვენ გავისეირნეთ კუდუმას მონასტრისკენ და გზაში მრავალი საღვთისმეტყველო და სულიერი საკითხი განვიხილეთ.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ტელეფონზე სხვადასხვა სულიერ საკითხებზე. ძალიან ხშირად ჩემი ცხოვრების სხვადასხვა გარემოებებს ხედავდა თავისი სულიერი თვალით, რომელსაც "გული, როგორც — სულიერ ტელევიზორი" უწოდებდა ხუმრობით. ის ყველაფერს აბსოლუტური სიზუსტით ხედავდა.
თუმცა, ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ტელეფონით სხვადასხვა სულიერ საკითხზე. უმეტესწილად, ის ხედავდა ჩემს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს თავისი საკუთარი "გულის სულიერი ტელევიზიით", როგორც ის ხუმრობით ამბობდა.

ღმერთმა მას მჭვრეტელობისა და წინასწარხედვის დიდი ნიჭი უბოძა, რომელიც (თავის მხრივ მ.მ) ემპირიული გამოცდილების ნაყოფი იყო. მას წმინდა პორფირიოსივით აღიქვამდნენ, რის გამოც ვიღაცამ მას "ბერი პორფირიოსი"-ც კი უწოდა. ის ძალიან თავმდაბლად ხსნიდა, რომ ღმერთმა ნახა, რომ ის სახლში იყო ჩაკეტილი და ამიტომ მისცა კურთხევა, რომ სხვადასხვა მოვლენა ენახა, რათა ნუგეში მიეღო.

იგი ხშირად ეუბნებოდა მამა ანტონს, თუ როგორ მხედავდა მე მიტროპოლიის კაბინეტში მჯდომს, მხედავდა, როგორ ვწირავდი, რა ფერის შესამოსელი მეცვა მსახურებისას. მე ძალიან გაკვირვებული ვიყავი, როცა ეს მოვისმინე, რამდენადაც ყველა დეტალი სწორი იყო და რეალობას შეესაბამებოდა.

მე ძალიან მიყვარდა და დიდ პატივს ვცემდი მას, ის კი საკუთარ შვილად მთვლიდა და ჩემდამი სულიერი დედობის გრძნობით იყო განმსჭვალული, რადგან მრავალი გზით ვიყავით ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ტელეფონით ვსაუბრობდით ღმერთზე და გონისმიერ (იესოს) ლოცვაზე. ჩვეულებრივ, მე ვურჩევდი ამ საკითხებში გარკვევასა და ჩაღრმავებას, ვესაუბრებოდი გონისმიერ/გულისმიერ ლოცვაზე, ხოლო ის თავს არიდებდა ამ თემებზე საუბარს და უმეტესად ამბობდა: "ჰო, შვილო, ასეა ზუსტად." ჩვენი სატელეფონო საუბრისგან მიღებული სიხარული მამა ანტონიოსთვის გაუზიარებია, როცა ის მას სახლში ესტუმრა.

იმის გამო, რომ გერონდისა (დედა) გალაქტია მამა ანტონიოსს უყვებოდა სხვადასხვა სულიერ მდგომარეობებზე, მან (მ. ანტონიმ) მოუწოდა მას, რომ მოეწერა ჩემთვის ამ მდგომარეობების შესახებ, რომ მე შემძლებოდა თეოლოგიური განმარტებების მიცემა ამ ყოველივეზე. ამრიგად, 2014 წლის 22 თებერვალიდან და 2015 წლის 11 სექტემბერამდე მან 9 წერილი მომწერა, რომლებსაც შესაბამისად ვუპასუხე. მისი წერილები გულწრფელი და გულახდილი იყო. ის თავის ზოგიერთ გამოცდილებას მწერდა იმისათვის, რომ ჩემი აზრი გაეგო, მაგრამ რეალურად პასუხები არ სჭირდებოდა.

ეს საღვთისმეტყველო შინაარსის წერილებია, რომელიც 25 გვერდს მოიცავს, რისთვისაც ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ღირს მყო მე — უღირსი — დედა გალაქტიასთან ამგვარი ურთიერთობისა. დედა გალაქტიამ თავისი ხელით დაწერა ეს წერილები დიდი სიმდაბლით, ღრმა სიყვარულითა და წმინდა გულით.

შესაფერის ჟამს ეს წერილები იხილავენ დღის სინათლეს, რათა განდიდდეს უფალი დიდებისა და ნათლისა.

უკანასკნელი წერილის შემდეგ (2015 წლის 9 ნოემბერი), მას აღარ ჰყოფნიდა ძალა, რომ მიმოწერა გაეგრძელებინა. მოგვიანებით გადაიტანა რამდენიმე ინსულტი და ავადმყოფობის ამ ბოლო ეტაპზე მისი გონება სრულყოფილად ვეღარ ფუნქციონირებდა. თუმცა, ამ მდგომარეობის მიუხედავად, მისი სულიერი — [ნოეტიკური] — ენერგია სიფხიზლეს არ კარგავდა: ამ გონით [გონისმიერით] ის ნათლად ხედავდა ყოველივეს და მათ, ვინც მასთან მიდიოდა, უშუალოდ უმხელდა მათსავე გულში დაფარულს.

ცხოვრების განმავლობაში მას ღრმად ჰქონდა გაცნობიერებული წმინდა მამების მიერ ხაზგასმული განსხვავება გონებასა [ინტელექტს] და გონს [ნუსი — ბერძნ.] შორის. და როცა ფიზიკურად ტვინი ვეღარ მოქმედებდა კარგად, მიღებული ინსულტების შედეგად, მისი გონი [ნუსი], როგორც სულის თვალი, იყო წმინდა და გამჭრიახი, რომლითაც ის ყოველივეს ნათლად ჭვრეტდა.

ავადმყოფობის ჟამს მან ასევე მიიღო დიდი ანგელოზური სქემა, აღიკვეცა მონაზვნად გალაქტიას სახელით და გახდა კალივიანას დედათა მონასტრის წევრი.



1. დედა გალაქტიასთან შეხვედრა:

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდი მის შესახებ, ჩვენი პირველი შეხვედრა 2013 წლის 14 აპრილს შედგა — ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული პერიოდის დროს, როცა საჯაროდ მაბრალებდნენ მონაზვნობისადმი ანტაგონისტურ განწყობებს. ეს ამბავი ჰერაკლიონის შემოგარენში არსებულ ერთ-ერთ ეკლესიაში ხდებოდა, ხოლო თავად დედა გალაქტია სოფელ პომპიადან იყო მოსული, რომელიც კრეტის სამხრეთში მდებარეობს.

შეხვედრამდე ნანახი მქონდა მისი ფოტოები და ტელეფონითაც არაერთხელ მისაუბრია მასთან, შემდეგ კი დავინახე მოხუცი ქალი — სათნო და კეთილშობილი მანერებით, მცირე ტანისა და გამხდარი, 32 კილოგრამი, როგორც თავად მითხრა. საუბრიდან და ზოგადად, ჩვენი ურთიერთობიდან მივხვდი, რომ წმინდა პორფირიოსს ჰგავდა.

ვგრძნობდი, რომ მას ერთგვარი "სულიერი ტელევიზორი" ჰქონდა — რასაც სურდა, ხედავდა, მაგრამ ამავდროულად, მისი ბაგეები სიტკბოებას გამოსცემდნენ. ტელეფონზე საუბრისას არაერთხელ მითხრა, რომ მხედავს კაბინეტში — როგორ ვკითხულობ ამა თუ იმ წიგნს, როგორ ვფურცლავ, შემდეგ ვჩერდები, სკამის სახელურს ვეყრდნობი და ვისვენებ, როგორ ვიძინებ და როგორ წარმოვთქვამ ლოცვას... ყოველი ეს დეტალი ზედმიწევნით აღმიწერა.

ეს საუბარი ვიდეოზე აქვს გადაღებული მამა კალინიკე გეორგატოსს, რომელიც თან ახლდა მას და რომლის ფრაგმენტსაც გთავაზობთ აღნიშნული ჩანაწერიდან. შესავალი სიტყვები აბსოლუტურად მას (დედა გალაქტიას) ეკუთვნის.

იგი საუბრისას ცდილობდა, რომ დაემალა თავისი ტალანტები, არ ეჩვენებინა, თუ რა ხდებოდა მის შინაგან სამყაროში, თუმცა ეს არ გამოუვიდა — მისდაუნებურად თავის ნიჭებს ავლენდა. სრულიად აშკარა გახდა ჩემთვის, რომ მას ჰქონდა ღრმა თვითშემეცნება. იგი თვლიდა, რომ ყველაზე ცოდვილი იყო — ისეთი, რომ თვით ნიუ-იორკის კანალიზაციიდან ბინძური წყლის დალევის ღირსიც არ იყო. მითხრა: "მე ყველაზე ცოდვილი ვარ ამქვეყნად, რადგან ცოდვები ჩავიდინე, მაგრამ ერთ დროს ჩემს თავს ვუთხარი: "არ გრცხვენია? წადი და სამების ხატის წინაშე ითხოვე შენდობა, რათა ცოტათი მაინც შეიცვალო". სინანული — ეს არის სიყვარული და პატივისცემა ღვთის მცნებებისადმი, ეს არის გონების რადიკალური ცვლილება. უფალს ვეუბნებოდი: "მე მხოლოდ სინანული და ჩემი ცოდვებისთვის მოტევება მსურს, სხვა არაფერი."

ღამით ის ყველასთვის ლოცულობდა — პირველ რიგში სასულიერო პირებისთვის, შემდეგ წყვილებისთვის, თავისი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის. ამავდროულად მითხრა, რომ ნავპაკტოში მხედავს ხოლმე არა სხეულის (ფიზიკური) თვალებით, (რადგან ასეთ რამეს დიდებულ საჩუქრად მიიჩნევს ი.ვ), არამედ სულის თვალებით და თან არ ესმოდა ის, რომ ეს უკანასკნელი პირველზე აღმატებულია.

მან რადიოთი მომისმინა, როდესაც 2012 წლის 12 დეკემბერს ვსაუბრობდი პირეოსის წმინდა სპირიდონის ეკლესიაში. მაგრამ ამავდროულად, მან სულის თვალებით დამინახა — ისიც კი იცოდა, თუ როგორი შესამოსელი მეცვა, და მითხრა: "გხედავდი იქ, მშვენიერ კარიბჭესთან მდგარს." ასევე თქვა: "სულის თვალებს დიდებული უნარი აქვს, მას დიდი ძალა აქვს."

შესაძლოა, ღმერთმა მისცა მას ეს მადლი, რომ ენახა ის, რაც სურდა, რადგან თვითონ სახლში იყო ჩაკეტილი და ვერ გადიოდა გარეთ.


ამ შეხვედრაზე მან უბრალოდ ეკლესიის თეოლოგია გამოხატა. ის გულზე საუბრობდა. მან თქვა, რომ ღვთის ნათელი გულიდან მოდის და მთელი სხეული ამ ნათლით იფარება. მან თქვა:

"გული არის ადამიანისა და ღვთის მადლის შეხვედრის ცენტრი" (მან ცისკენ მიუთითა). "მას არ აქვს საზღვარი, არ აქვს დასასრული, არ აქვს... არაფერი."
******************

"დიახ, გულს აქვს თვალები. ეს თვალები" (მან თავის ფიზიკურ თვალებზე მიუთითა) "მწარეა. მაგრამ, არა — გულის თვალები."

"გული ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა ადამიანში, რომელითაც ის ღმერთს უახლოვდება (შეიცნობს)."

"არსებობს გონებაც, მაგრამ ჯერ — გულია. ის ყველაფერს გამსჭვალავს."

"ღამით გული საუბრობს, დილით კი ავიწყდება ეს სიტყვები — მხოლოდ სიხარულიღა რჩება."

ამ ნათელს თეთრი ფერი აქვს, მაგრამ გარკვეული შეფერილობა დასდევს ღია ლურჯისა და ღია იასამნისფერისა. "თვით ფრჩხილებიც კი ამ ნათლით ხდება მოცული". ეს ნათელი უსაზღვროა, უსასრულო... როგორ ვთქვა... ცასავით დიდი კი არ არის, უფრო დიდია... საზღვარს ვერ იპოვი, ვერ მოიხელთებ... ამ ნათელს არა ხორციელი თვალებით, არამედ გულით ვჭვრეტ."

მან დაინახა დემონები, რომლებსაც საშინელი სუნი ასდიოდათ, უბრალოდ ყარდნენ... თუმცა, როგორც კი მოუხმო მთავარანგელოზ მიქაელის სახელს, რომლის ხატიც საწოლთან ედო, ისინი მაშინათვე გაუჩინარდნენ.

თქვა: "როდესაც დემონები მოდიან, შენში გაურკვეველი შფოთი იბადება და გულისრევის სურვილი გიჩნდება მათ სუნზე. ისინი ურჩხულები არიან. მე ველაპარაკები მთავარანგელოზს, ვეფერები მის ხატს და ვეუბნები: "რას დგახარ ასე?" და ის იღებს მახვილს და განდევნის მათ."

როდესაც მას ვკითხეთ, თუ როგორი იყო მთავარანგელოზი მიქაელი, მან გვიპასუხა, რომ ის იყო "გასაოცრად ლამაზი", ძალიან მაღალი და რომ, ის მას მუდამ ძლიერ იცავდა. იგი განსაკუთრებულ ურთიერთობაში იყო მთავარანგელოზ მიქაელთან 1960 წლიდან.

აგრეთვე დასძინა და მითხრა: "ჩემს შვილად გხედავ და თავს დედაშენად ვთვლი." ვუთხარი, რომ მეც იგივეს ვგრძნობდი მის მიმართ.

ერთხელ მან გაიგონა, როგორ დაფრინავდა მისი სოფლის თავზე თვითმფრინავი, რომლის ძრავიც საშინელ ხმაურს გამოსცემდა. მაშინ შეხედა მთავარანგელოზ მიქაელის ხატს და შესჩივლა: "აქ რატომ ზიხარ ჩემს დასაცავად? იქ წადი, მფრინავთან, რომელიც განსაცდელშია და შენს შეწევნას საჭიროებს." მან მყისიერად იგრძნო, როგორ გამოვიდა ძალა ხატიდან, გაისმა ძლიერი ხმა და იმ წამსვე შეწყდა თვითმფრინავის ძრავის ხმაური. მეორე დღეს გაზეთებში წერდნენ, რომ თვითმფრინავის ძრავი პირდაპირ ფრენის პროცესში შეკეთდა და ამუშავდა, რის გამოც ჩამოვარდნას გადაურჩაო.

კითხვებზე, რომლებიც ჩვენ დავუსვით ღმერთის შესახებ, მან თქვა, სხვა საკითხებთან ერთად, რომ ადამიანი ქრისტეს ნათელში ჭვრეტს, მაგრამ ამავდროულად ის ვერ ხედავს მამას, რადგან მისი ნათელი ძალიან ძლიერი და ყოვლისმომცველია. მამა და ძე არ სხედან ტახტზე, როგორც ეს ხატებზეა გამოსახული, რადგან ისინი ღვთაებრივ ნათელში მყოფობენ. სულიწმინდა კი მოტყინარე და მოელვარე ჰაერივით არის, რომელიც მუდამ მიმოდაქრის და ქუხს.

"ქრისტე ხილულია და მას სისხლიც აქვს, რადგან ქვეყნიერებამ იგი მატყუარად და ჯადოქრად აღიქვა. მაგრამ იგი არც მატყუარა იყო და არც ჯადოქარი — არამედ ძე ღმერთისა არს."

"სულიწმინდა სრულიად უხილავია, მაგრამ ის მოძრაობს სამყაროს გარშემო, ჩვენი თავების გარშემო ხმაურით, მაგრამ არავის ესმის მისი."

"მაგრამ ჩვენ, უნდა ვუსმინოთ სულიწმიდას, რათა მართალნი გავხდეთ. სწორედ ამიტომ მიმოქრის ის მთელს სამყაროში."

დიდი ღმერთი უხილავია. "ის ძალიან კეთილია. სიყვარულია. მას უყვარს ცოდვილები და სწუხს მათ გამო. და ის ტოვებს მათ... ტოვებს, რათა სინანულში ჩავარდნენ. და როდესაც ჩავარდებიან სინანულში, მაშინ მას კიდევ უფრო ძლიერ უყვარს ისინი. ყველაზე მეტად, მონანული ცოდვილები უყვარს ღმერთს."

მან აღწერა წმინდანთა სხეულების ზომები — როგორებიც არიან წმინდა სტეფანე, წმინდა დიდმოწამე ეფემია, წმინდა დიმიტრი, წმინდა გიორგი, წმინდა მარინე და სხვანი.

ასევე აღწერა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახე. ჩვენ ვგალობდით: "ნათელო მხიარულო" და ექსაპოსტილარიონს:

"ნათელია მამა, ნათელია სიტყვა, ნათელია სული წმიდა."

ეპისკოპოსთა მოღვაწეობის შესახებ საუბრისას მან თქვა:

"თქვენ ხართ მწყემსნი, რომლებიც წინ უძღვით სამწყსოს; თქვენ აძლევთ მაგალითს, ისინი გისმენენ და მიეახლებიან სინანულს. არ მსურს ჭორაობა და განკითხვა. მე თვითონ მჭირდება სინანული, ხოლო ლოცვა — რათა უფალმა სხვებსაც მიანიჭოს სინანულის მადლი და არა განკითხვა."

ხოლო მათ შესახებ, რომლებიც სხვა რელიგიას მიეკუთვნებიან, ასეთი რამ თქვა მან: "ისინი, რომლებიც მიეკუთვნებიან სხვა რელიგიებს, გადარჩებიან არა რწმენით, არამედ საქმეებით."

ტელეფონზე საუბრისას, თორმეტი დღის შემდეგ, ანუ 2013 წლის 25 აპრილს, მან მითხრა:

"თვით დაბადებიდანაც კი, რომ ყოფილიყავი ჩემს გვერდით, შენ ვერ შეძლებდი იმაზე მეტად შემოგეღწია ჩემს გულში, როგორც ახლა შემოაღწიე. დაე, ზეციური ძალები იყოს შენი მფარველი. თავიდან მე შემეშინდა, სად შეგხვდებოდი — შენ ხომ ეპისკოპოსი ხარ. მაგრამ მერე გულისხმავყავ, რომ შენ უბრალო ხარ, ვიდრე მე... მუხლებზე მდგარი ვემთხვევი შენს ხელებს."

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იმავე დღეს ორ წმინდა მოღვაწეს შევხვდი, რომლებიც დღეს აღარ არიან ჩვენთან. პირველი — ეს იყო მეუდაბნოე მამა თეოდორე ნილასი და მამა ანასტასი კუდუმუდან. როგორც კი ნავპაკტოში დავბრუნდი, იმ წამსვე დავწერე ტექსტი სათაურით "მნიშვნელოვანი შეხვედრა სამ ნეტარ ადამიანთან კრეტაზე", რომელიც დღევანდელ დღემდე არ გამომიქვეყნებია.



2. ნაწყვეტები მისი წერილებიდან:


როგორც უკვე ვახსენე, დედა გალაქტიამ ხელით ნაწერი ცხრა წერილი გამომიგზავნა და რა თქმა უნდა, მეც გულწრფელად ვუპასუხე თითოეულ მათგანს. ეს, ღრმად თეოლოგიური მიმოწერაა, რომელიც 35 დიდ გვერდს მოიცავს და ერთ დღეს აუცილებლად იხილავს დღის სინათლეს, ვინაიდან იგი სრულიად თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს მის შინაგან სულიერ მდგომარეობას — რომ იგი ცხოვრობდა ღრმა ისიქასტური ცხოვრებით და ჰქონდა საღვთო გამოცხადებათა სარწმუნო გამოცდილება.

ქვემოთ, რამოდენიმე ნაწყვეტს მოვიყვან მისი წერილებიდან, კერძოდ პირველს და ბოლოს.

მისი პირველი ხელნაწერი წერილი 2014 წლის 22 თებერვალს იქნა გამოგზავნილი, სულების შაბათს, სადაც ნათქვამია შემდეგი:

"სულების შაბათი 2014 წლის 22 თებერვალი

სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ჩემო წმიდა მოძღვარო, ჩემო პატივცემულო და დიდებულო, მამაო იეროთეოს.

შენს კურთხევას გამოვითხოვ, ჩემო შვილო. მუხლებზე მდგარი, თაყვანს ვცემ შენს სიწმინდეს და ვემთხვევი შენს პატარა ხელებს. მომიტევე, რომ ჩემს შვილს გიწოდებ. შენ მიტროპოლიტი ხარ, სულიწმინდით აღსავსე, მაშინ როდესაც მე მოხუცი ქალი ვარ, სავსე ცოდვებით, რომელსაც ღმერთმა აჩუქა ჟამი სინანულისთვის. რამდენადაც უსაზღვრო დედობრივი სიყვარული მაქვს შენდამი, მივეცი ჩემს გულს თავისუფლება, რომ გამოვხატო საკუთარი თავი. დიდი მადლობა შენი სტუმრობისთვის, კურთხევისთვის და სწავლებისთვის.

ილოცე ჩემთვის, ჩემო შვილო, რათა უფალმა მომადლოს სიმდაბლე და სინანული. სწორედ, ამიტომ გამიხანგრძლივა ღმერთმა ცხოვრების დღენი. ისე, რა საოცარი ღმერთი გყავს?! ნიუ იორკის კანალიზაციის მილებიდან მეკუთვნის წყლის სმა და არა ჩემი სოფლის წმინდა წყაროდან. და მაინც, ის (ღმერთი) ზრუნავს ჩემზე და ყოველდღიურად ვხედავ და განვიცდი მის შეწევნას, დაცვას და სიყვარულს.

თითქოს ის, პატარა ბავშვია, რომელსაც ჩემს სათხოვარს ვუზიარებ და მის ასრულებას ვევედრები. საკმარისია, მხოლოდ ვთხოვო და ის, მეყვსეულად მომიბოძებს თხოვნის შესაბამისად. ხანდახან აგვიანებს, მაგრამ ამაზე არ ვღელავ, რადგან ვიცი: აუცილებლად მომმადლებს. ილოცე, რომ მოვიპოვო წმინდა სინანული და ღვთისადმი ღრმა მადლიერება.

ხანდახან ღამით ვჯდები და ვფიქრობ: ნუთუ შესაძლებელია, რომ ღმერთი ტახტრევნებზე და სკამებზე იჯდეს? მაგრამ როცა ჩემს ცოდვათა გამო ტკივილს ვგრძნობ, ვამბობ: ზეციერი მამაო, მომიტევე; უფალო ჩემო იესო ქრისტე, შემიწყალე; სულო წმიდაო, განმანათლე მე. და მაშინ პასუხი მოდის სხვა ადგილიდან — არა თავიდან, სადაც სიგიჟე, არეულობა და ფანტაზიებია, არამედ გულიდან, რომელიც ღვთით არის ნაწინამძვრები და სავსეა საღმრთო გზავნილებით. მთელი სამყარო პატარა ბურთიც კი არ არის მის წმინდა ხელში. გონება ვერ მოიხელთებს და ენა ვერ გამოხატავს ამას. არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. მისი დიდების მოლურჯო-თეთრი შუქი უსაზღვროა.(საუბარია საღვთო ხელთუქმნელ ე.წ. თაბორისეულ ნათელზე მ.მ). ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვთქვათ: ჭეშმარიტი ღმერთი - სამებაა! და ის აღავსებს ადამიანებს მისი სიყვარულის ნათლით თავიდან ფრჩხილებამდე და ამ დროს არ იცი (ვერ აცნობიერებ) საიდან ხედავ ამას. ამის შემდეგ კი, თავს ვგრძნობ მატლად და ჭიად და ვტირი ჩემი ცოდვების გამო.

მიყვარს მთელი სამყარო, მაგრამ მძულს საკუთარი თავი. მხოლოდ წმინდანების ხორციელი თვალები ხედავენ ყველაფერს ჭეშმარიტად, ხოლო ისეთი ცოდვილისათვის, როგორიც მე ვარ, გულიდან ხდება ამის ხილვა (ღვთის ნათლის), რათა დავტკბე და სინანულში მოვიდე. მე ამ აღსარებას ვამბობ შენს წინაშე იმის გამო, რომ არ შეგექმნას ჩემზე სხვა შთაბეჭდილება. როგორი კეთილი და მოწყალეა ღმერთი, რომ თავის უსუსურ ქმნილებას, როგორიც მე ვარ, სინანულს ანიჭებს.

ვლოცულობ თქვენო უწმინდესობავ, რომ ღვთის ეს ნათელი მარადიულად მკვიდრობდეს თქვენში, რათა წინ გაუძღვეთ შორს და ახლო მყოფთ, ჩემის ჩათვლით, ღვთის დიდების საუფლოსკენ.

ვემთხვევი თქვენს ხელებს და გამოვითხოვ კურთხევას.

ღრმა პატივისცემითა და სიყვარულით, დედა გალაქტია.

მრავალი გვერდი დასჭირდება ამ შესანიშნავი წერილის ანალიზს, რომელშიც ის "გულის მექანიზმის" მიერ მოხვეჭილ სინანულსა და ღვთის გამოცხადებას ავლენს. ამ დროს თითქოს ყველა გრძნობა ერწყმის ერთმანეთს და მადლი ღვთისა აღავსებს მთელს სხეულს — და სწორედ მაშინ, ადამიანი ხდება ჭეშმარიტი ნაწილი(ასო) მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს სხეულისა.

სხვა წერილები კი, შემდეგი სიტყვებით დაასრულა მან:

"უსასრულო პატივისცემით და დედობრივი სიყვარულით".

მისი ბოლო წერილი, რომელიც ასევე ხელნაწერია, გამომიგზავნა 2015 წლის 11 სექტემბერს და სხვათა შორის წერს:

"სახელით მამისა და ძისა და სულიწმიდისა.

9/11/2015

ეკლესიის წმიდა მოძღვარო, მამა იეროთეოს.

გამოვითხოვ შენს კურთხევას.



შენთან საუბარი მსურდა, მინდოდა გულის გახსნა შენს წინაშე. ვგრძნობ, რომ შენ გესმის ჩემი და არ განაწყენდები. სხვა დანარჩენზე დავდუმდები, რათა არ შევქმნა ცრუ შთაბეჭდილება. მიუხედავად ჩემი ღრმა მოხუცებულობისა, უფალი ჯერ კიდევ მტოვებს ცოცხალთა შორის. ათასი მადლობა და დიდება მის წმინდა სახელს. ის, ჩემს სინანულს ელის.

არ მინდა იმის თქმა, რომ მე ყველაზე დიდი ცოდვილი ვარ, რადგან ბევრნი ამბობენ ამ სიტყვებს და მის ქვეშ ღრმა ეგოიზმს და ამპარტავნებას მალავენ. მე, ვგრძნობ ამას, ჩემო შვილო. ღვთის დიდების წინაშე, რომელსაც გონება ვერ მისწვდება და ენას არ ძალუძს გამოთქმა, ჩემს თავს სკორეზე უარესად მივიჩნევ. მგონია, რომ ყველა ცოდვა ჩავიდინე და თავს მთელი სამყაროს ცოდვასთან ვაიგივებ. ვტირი და ვითხოვ წყალობას, მაგრამ ყოვლადმოწყალე ღმერთი მინდობს და მწყალობს და გულს ისეთ ნუგეშს ანიჭებს, რომ არც ერთ გონებას არ ძალუძს მას ჩაწვდეს. როგორი კეთილი ღმერთი გვყავს. ძალიან ძლიერი ტკივილები მაქვს, მაგრამ ის მაძლევს ძალას და მე შემიძლია მისი დათმენა.

ახლა ამ ბოლო დროს ვგრძნობ, რომ უბედურებები და განსაცდელები გვიახლოვდება. მაგრამ მე მათზე არ ვლაპარაკობ. მე მხოლოდ სინანულზე და ღმერთთან დაბრუნებაზე ვლაპარაკობ. მგონია, რომ თვით ცხოველები განსგვჯიან ჩვენი სიბინძურის გამო. ასევე, რამდენია აბორტი და მკრეხელობა (ღვთისმგმობელობა). სასულიერო იერარქთაგან, ძალიან ცოტა ისმის ამაზე ქადაგება, მაგრამ არ მსურს ვინმეს განკითხვა. დიდი რყევების მერე, მშვიდობა მოდის. დიდია მართლმადიდებლობის დიდება.

ილოცეთ, რომ კეთილი აღსასრული და კარგი შეწევნა მქონდეს. ჩემი მახსოვრობა დასნეულებულია, მაგრამ დაე, ჩემი გული მარად ჯანმრთელი იყოს. ქონდეს უფსკერო ჭის სიღრმე ღვთის ცოდნაში.

დედობრივად და ბებიასავით ვემთხვევი თქვენს მაკურთხებელ ხელებს,

სიყვარულით და პატივისცემით, დედა გალაქტია.

მის ამ წერილში, ის დიდად კიცხავს და განიკითხავს თავს, ხოლო სადაც საკუთარი თავის განკითხვა და განქიქებაა, იქ შეუძლებელია იყოს ხიბლი და დემონური ენერგია. დედა გალაქტია მკაფიოდ გვიჩვენებს განსხვავებას გონისმიერ (გონების) მახსოვრობასა და გულისმიერ მახსოვრობას შორის, რომელიც ფართოდ არის წარმოდგენილი ეკლესიის ფილოკალიურ (სათნოებათმოყვარეობა) ტრადიციაში.

დედა გალაქტიას მართლმადიდებლური გული ჰქონდა და ყველა უყვარდა, რადგან იღებდა ბევრ შთაგონებას როგორც ღმერთისგან, ისე ადამიანებისგან. რამდენადაც სურდა დაფარულად ყოფნა, ღმერთმა თავად გაამჟღავნა იგი.

მისი ერთი საუბარი გონისმიერ (ნოეტიკურ) ლოცვაზე ძალიან შთამბეჭდავია. მან ასე უპასუხა ერთ-ერთ სტუმარს, რომელმაც ჰკითხა:

– დედაო, ჩვენ ზოგჯერ გვესმის, როგორ ქადაგებს ჩვენი მოძღვარი გონისმიერ (იესოს) ლოცვაზე. რა არის ეს?

დედა გალაქტია: "ეს ცეცხლის ალია, შვილო, ცეცხლის ალი გულის შიგთავსში. მას არასოდეს სძინავს. ის წრეზე ბრუნავს და ქრისტეს სახელს იმეორებს... ის არანაირ უკეთურებას არ აძლევს უფლებას მოხვდეს შიგნით (გულში), რადგან ფერფლად აქცევს მას... ეს ნათელი გვიცხადებს, ერთის მხრივ, სამოთხის სიტკბოებას, მეორეს მხრივ, თუ როგორი ცოდვილია ის, ვინც ამ ყოველივეს ხედავს და განიცდის... ის გვიჩვენებს, რომ ღმერთი ყველაფერია და ჩვენ არაფერნი! აი, ამიტომ გაქვს შენ ერთდროულად სიხარულიც და მწუხარებაც. სიხარული — ქრისტეს დიდებული გამარჯვების გამო, ხოლო მწუხარება — ცოდვათა აუტანელი განცდის შედეგად. შენ გაქვს იმედი, რადგანაც ხედავ იმას, თუ ვინ არის ქრისტე... ის, ვინც განიცდის ამას და თან თავს იქებს, არარაობაა... ასეთნი, როგორც პატარა ბურთები არიან ბოროტი დემონების ფეხქვეშ... მამა ანტონს ვეუბნები ხოლმე, რომ არ გესაუბროს შენ ამ საგნებზე, არამედ გესაუბროს ცოდვაზე, სინანულზე და იესოს ლოცვის მშვიდად, მყუდროდ წარმოთქმაზე — 'უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე'. "აქ, შვილო, ადამიანები თხრილში ცხოვრობენ... მიწის ზედაპირზეც კი არა... მათთან ღორებიც კი არ მიდიან. მაშ, როგორ უნდა გაიგონ ასეთი "მარგალიტები"?

ეს არის გონისმიერი (იესოს) ლოცვის ემპირიული განსაზღვრება, ისე, როგორც მან ეს გამოცდილებით განიცადა და შეიცნო.

დედა გალაქტიას საუბრებიდან არ მიმიქცევია ყურადღება იმაზე, რაც ეხებოდა მომავალში მოსახდენ სხვადასხვა მოვლენებს და ამბებს, მაგრამ რითიც ძალიან მოვიხიბლე, ეს იყო მისი ღრმა სინანულის მდგომარეობა, თვითგაკიცხვა, მისი სიმდაბლე, გონისმიერი (ნოეტიკური) ლოცვა გულში და მისი გარჩევის უნარით გონებასა და ინტელექტს (ლოგიკას) შორის.

ასევე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, თუ როგორ განასხვავებდა ქმნილს უქმნელისგან, ეს ნიშნავს, რომ მას ჰქონდა "გარჩევის" უნარი — ქმნილისა უქმნელისაგან, ღვთაებრივი მოქმედების, დემონური მოქმედებისაგან გარჩევისა — რაც არსია მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების (პატრისტიკული გამოცდილების მ.მ).

ერთ-ერთ წერილში მან მომწერა:

"ილოცე, ჩემო შვილო. მრავალჯერ დავეცი. ვგრძნობ, რომ ცოტა დრო დამრჩა ამქვეყნიური ცხოვრებისა. მაგრამ სამერთოვანი ღმერთი, რომელიც თავისკენ გვიხმობს, მარადიულია. ზოგჯერ მავიწყდება რაღაცები, მაგრამ "გულის თავს" არაფერი ავიწყდება. და არც შენ მავიწყდები, ქრისტეს ეპისკოპოსი, შენც ნუ დამივიწყებ, ჩემო შვილო, ნურც ახლა და ნურც ჩემი გარდაცვალების შემდეგ."

გასაოცარია მისი საუბარი "გულის თავზე", რომელიც საჩინოს ხდის იმ პიროვნებას, რომელმაც იცის, როგორ მუშაობს ეს "გულის მექანიზმი", რომლის მეშვეობითაც გონება (ნუსი) აღწევს ღვთაებრივ ჭვრეტას.

სხვა წერილში ასეთ რამ თქვა:

"მიბოძე შენი კურთხევა, რომ მქონდეს კეთილი აღსასრული, ქრისტეს დაუოკებელი სიყვარული, სიყვარული მისი ქმნილებისა და მოძულება საკუთარი ცოდვილი თავისა. რომ ვიპოვო პატარა სორო მის საუფლოში და ვიხილო მისი სახით ნათელი, რომ გავიხარო.

კვლავაც ვემთხვევი შენს ხელებს და გამოვითხოვ კურთხევას.

პატივისცემით და დედობრივი სიყვარულით, გალაქტია."

დედა გალაქტიას, როგორიც ის მე გავიცანი, ჰქონდა "ქრისტეს დაურწყულებელი სიყვარული", შერწყმული ღრმა სინანულთან და საკუთარი ცოდვების განცდასთან, რაც წარმოაჩენს ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ აზროვნებას, რის გამოც უფალი აძლევდა მას, რაც სურდა – "რომ იხილოს მისი სახის ნათელი და განიხაროს".

როდესაც შემატყობინეს მისი გარდაცვალების შესახებ, მამა ანტონის მივწერე:

"დედა გალაქტიამ გაახილა თვალი მარადისობისთვის და აღარასოდეს დახუჭავს მას. კურთხეულია წმინდანთა დამკვიდრება წმინდათაწმინდაში, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ."

და იყოს ჩვენთან მისი წმინდა კურთხევა.

წყარო : https://www.johnsanidopoulos.com/2021/06/eldress-galaktia-in-world-known-as.html?m=1

თარგმნა : მ. მთაწმინდელმა

სტატიის წყარო: მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის მოგონება დედა გალაქტიაზე.





ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2025
სუსანა მოხსენიებულია ლუკას სახარებაში, როგორც ერთ-ერთი დედაკაცი, რომელიც მიჰყვებოდა იესო ქრისტეს და მხარს უჭერდა მის მსახურებას.
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
12.10.2024
ღირსმოწამე გაიანე სომეხის (ბერძნულად: Γαϊανὴ, სომხურად: Գայանե) ხსენების დღე 30 სექტემბერი
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უფლის კვართის ამბავი
ძველი აღთქმის მღვდელს ეფოდთან, წამოსასხამსა და სხვა შემოსამოსელთან ერთად აუცილებლად ნაქსოვი კვართიც უნდა სცმოდა. იცოდა ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და ამიტომაც ყრმა იესუს, მომავალ "მღვდელმოძღვარს წესსა ზედა მელქისედეკისასა", კვართი მოუქსოვა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat