ტყუპი ქალი გაუჩენია, ჭიპლარები სიპი ქვით გადაუჭრია, გამოუხვევია ბავშვები წინსაფრის კალთაში და მიუყვანია დედამთილისთვის. მას კი შინაც არ შეუშვია
ტყუპი ქალი გაუჩენია, ჭიპლარები სიპი ქვით გადაუჭრია, გამოუხვევია ბავშვები წინსაფრის კალთაში და მიუყვანია დედამთილისთვის. მას კი შინაც არ შეუშვია
1774 წელს "მორიგე ჯარის განჩინებაში" მეფე ერეკლე II ბრძანებს: "თუ ერთს სოფელში ერთი მღვდლის მეტი არ იყოს, იმისი წამოსვლა არ იქნება. ბადალი დაიჭიროს - ის გამოგზავნოს, თუ ორი იყოს, თავ-თავეთის რიგზე წამოვიდნენ" მორიგე ჯარშიო. მაგრამ ვაი, რომ მტრის ურიცხვი შემოსევების გამო სოფელში ხშირად ერთი მღვდელიც არა რჩებოდა. უმოძღვრობას თუ ბარის სოფლებში უჩიოდნენ, მთისთვის ვინღა იზრუნებდა. 1770 წელს, ქართლ-კახეთის მოსახლეობის აღწერისას, კათოლიკოსი ანტონი მწუხარებით შენიშნავს: "არს ხევსურეთის კერძო ქრისტიანენი, ჩვენის მოუცლელობით და ჟამთა ვითარებით სჯულზედ წამხდარნიო". სწორედ ამ "ჟამთა ვითარებამ" და უმოძღვრობამ მრავალი ცრურწმენა გააჩინა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ბევრი საერთო ცრურწმენა ჰქონდათ, ბევრიც მხოლოდ რომელიმე კუთხეში იყო გავრცელებული. ამჯერად მხოლოდ ერთ მათგანზე მოგითხრობთ.

მთიანეთში მშობიარე ქალისადმი დამოკიდებულება მართლაც რომ შემზარავი იყო: თუშეთში შობისწინა ტკივილების დაწყებისთანავე ქალი იღებდა წინასწარ მომზადებულ საჭირო ტანსაცმელს, ქვეშაგებს და მიაშურებდა სპეციალურ სამშობიარო ნაგებობას - "ქოხს", სადაც მარტოდმარტო მოილოგინებდა. მას ჩუმად უნდა აეტანა ყოველგვარი სალმობა, რადგან მშობიარობის ტკივილის ხმამაღლა გამოხატვა უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა. მელოგინეს და ახალშობილს, როგორც "უწმინდურებს", არავინ მიეკარებოდა. მხოლოდ მეორე დღეს მიაკითხავდა მათ ვინმე ხნიერი ქალი, ისიც ქოხის გარედან გაესაუბრებოდა, საჭმელსა და წყალს ჯოხით მიაწვდიდა. ასე დარჩებოდა დედა ქოხში ახალშობილთან ერთად ორმოცი დღე. თუ ზამთარი იყო, ცეცხლსაც იქვე აინთებდა და რამდენიმე დღის შემდეგ იქვე ხელსაქმობდა კიდევაც, ქსოვდა ან ართავდა. ორმოცი დღის შემდეგ ქალი წაიღებდა თავის ტანსაცმელსა და ქვეშაგებს სოფლიდან შორს, ხევში, საამისოდ განკუთვნილ ალაგას, ყველაფერს გარეცხავდა, თვითონაც განიბანებოდა და მერეღა ჰქონდა სოფელში და სახლში შესვლის უფლება. ბევრი სოფლის ახლოს, ხევში ან ნაკადულის წყალვარდნილთან, არის "სარეცხელა" ან "დედათ სარეცხელი". მოგვიანებით, თუშეთში სამღვდელოების გაჩენასთან დაკავშირებით, მშობიარის ქოხში ყოფნის დრო შემცირდა. ქალი რამდენიმე დღეში შეჰყავდათ სახლში, მოიწვევდნენ მღვდელს, ბავშვს მონათლავდნენ, აკურთხებდნენ სახლსაც, რის შემდეგაც სახლი განწმენდილად ითვლებოდა და ოჯახიც მშვიდად იყო, რომ მის ჭერქვეშ უწმინდურება არ ტრიალებდა და ღვთის რისხვა არ იყო მოსალოდნელი. შემდგომში სამშობიარო ქოხები გადავარდა და მშობიარეს საბძელში ან კალოზე საამისოდ მოწყობილ კუთხეში მიუჩენდნენ ადგილს და იქ სულ ორ-სამ დღეს დატოვებდნენ. უწინ მთელი ორმოცი დღის განმავლობაში და უფრო გვიანაც, ახალშობილის მონათვლამდე, უწმინდურად ითვლებოდნენ არა მხოლოდ დედა და ახალშობილი, არამედ ოჯახის ყველა წევრი. მეზობელი იმ სახლში ფეხს არ შეადგამდა, სადაც ახალშობილი იყო და არც თავის კარს გაუღებდა იმ ოჯახის წევრს - "მშობიარენიაო". თვით მშობიარობის ხსენებასაც ერიდებოდნენ - "ზალო (რძალი) კარს გაგვივიდაო", იტყოდა დედამთილი, თუ რძალი სამშობიარო ქოხში იყო გასული. ერთხელ სამკალში გასულ ქალს ასტკივებია მუცელი. მიმჯდარა იქვე კლდის ეხში, ტყუპი ქალი გაუჩენია, ჭიპლარები სიპი ქვით გადაუჭრია, გამოუხვევია ბავშვები წინსაფრის კალთაში და მიუყვანია დედამთილისთვის. მას კი შინაც არ შეუშვია, სახლის პირველ სართულზე, გომურში შეუტანია ტყავ-ნაბდები და იქ მიუჩენია მათთვის სამყოფი რამდენიმე დღით...

მთიულეთში და განსაკუთრებით გუდამაყარში დედათა წესისა და მშობიარობის დროს ქალი უწმინდურ არსებად ითვლებოდა და საჯალაბო სახლში მისი გაჩერება არ შეიძლებოდა, რადგან, ხალხის რწმენით: "ხატები გაჯავრდებიან და ანგელოზი სახლში არ დადგებაო". ამიტომ მშობიარეს ბოსელში ათავსებდნენ. თუ სოფელში ხატი იყო, მაშინ ბოსელს ცალკე და სახლიდან მოშორებით აშენებდნენ - "ხატმა არ დაგვიმიზეზოსო". აქაური ბოსელი სიპი ქვისგან იყო ნაგები უტალახოდ და ერთი კარი ჰქონდა. დედათა წესის დროს აქ მთიული ქალი შედიოდა და ხუთი დღე რჩებოდა. მებოსლეს ახლოს არავინ ეკარებოდა, საჭმელ-სასმელსაც შორიდან აწვდიდნენ. იჯდა ქალი და ხელსაქმობდა. სახლი რომ დასწვოდა ან შვილი სადმე გადაჩეხილიყო, გარეთ გამოსვლა და ხელის განძრევა არ შეეძლო - ხატი იწყენსო. ბოსელში ყოფნის შემდეგ ქალი წყალზე მიდიოდა და სუფთავდებოდა. სერგი მაკალათია წერს, ამ წესს გუდამაყრელები დღესაც (1934წ.) მტკიცედ იცავენო. იყო შემთხვევა, რომ ამ ნიადაგზე მათ მასწავლებელი ქალი სკოლაში არ შეუშვეს - ბოსლის წესებს არ შეასრულებს და იქაურობას წაბილწავსო - და მასწავლებლად მამაკაცს ითხოვდნენ. მშობიარე აქაც მარტო ლოგინობდა, ბავშვს ჭიპლარს კანაფით სჭრიდა. სახლში სამ კვირამდე არ შეუშვებდნენ არც მას და არც მოლოგინებაში დამხმარეს. მშობიარე ბოსელში შვიდი კვირა რჩებოდა და შემდეგ მდინარეზე განიბანებოდა. თუ მოკვდებოდა, ორი ხანში შესული დედაკაცი შესუდრავდა. მებოსლის ცხედარიც უწმინდურად ითვლებოდა და სოფლის სასაფლაოზე არ კრძალავდნენ, არამედ სადმე შორს, "კაცისა და ხატის თვალი რომ არ წვდება", გაუთხრიდნენ სამარეს. მის ცხედარს ნათესავები არ ეკარებოდნენ და შინ დასტიროდნენ. ოჯახში რაიმე უბედურების მიზეზად მთიულნი სწორედ ბოსლობის წესების დარღვევას თვლიდნენ.

ფშავში მელოგინე ქალი შვიდი კვირა სახლიდან მოშორებით უნდა ყოფილიყო. ორ კვირას სამშობიარო ქოხში გაატარებდა, მარტო მოილოგინებდა ქოხს გარეთ მყოფი ბებიაქალების რჩევა-დარიგებებით. მელოგინეს თან ჰქონდა ხანჯალი და ღორის კბილი - "მაცილის" (ეშმაკის) წინააღმდეგ. ფშავლებს სწამდათ, - მშობიარეს ეშმაკი დარაჯობს და ცდილობს, ბავშვი გამოუცვალოს, მაგრამ ხანჯლის ეშინია და შეიარაღებულ მშობიარეს ახლოს ვერ ეკარებაო. ორი კვირის შემდეგ ქალი ბოსელში გადავიდოდა და კიდევ ხუთ კვირას დაჰყოფდა. იქვე სუფთავდებოდა, შემდეგ აიაზმის წყლით განიწმინდავდა თავს და ოჯახში შედიოდა, მაგრამ ოჯახში ვინმე თუ ხატის მოწმინდარი იყო, მელოგინე იქ ორი თვეც ვერ შევიდოდა.

ხევსურეთში დედათა წესიან და მშობიარე ქალებს "ნარევებს" - უწმინდურებს უწოდებდნენ და ათავსებდნენ განცალკევებულ ქოხში, ე.წ. სამრელოში, რომელიც პირაქეთა ხევსურეთში სახლის მახლობლად ჰქონდათ გამართული. სიპი ქვით მშრალად ნაგებ სამრელოში ორი კაცი თუ დაეტეოდა. პირიქითა ხევსურეთში კი საერთო სამრელო ჰქონდათ. "მირეული" ქალი აქ 6-7 დღე რჩებოდა, მერე გაიწმინდავდა თავს და საღამოს, როცა ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდებოდა, შევიდოდა სახლში, მაგრამ მეცხრე დღემდე ვერც სახლის ჭერხოსა და ბანზე და ვერც ხატის მამულში ვერ გაივლიდა. ხევსურული ადათით, ქალს სამრელოში მოლოგინება არ შეეძლო. მას შვილი სოფლის გარეთ უნდა გაეჩინა, ერთ ფარღალალა ქოხში, "საჩეხს" რომ ეძახდნენ; ან მშობიარე სანეხვეზე იკეთებდა ქოხს, იქ იმშობიარებდა და შემდეგ გადავიდოდა სამრელოში. აქაც მარტო მშობიარობდა, თავთან კი ხანჯალი ედო ეშმაკის შესაშინებლად. ბავშვს თვითონ აიყვანდა და "ჭიპჭორას" დუქარდით სჭრიდა. რაც არ უნდა გასჭირვებოდა, ერთს არ დაიკვნესებდა. ქოხში ქალი ოთხი დღე რჩებოდა, მერე სამრელოში გაატარებდა ოთხ კვირას და სათანადო რიტუალების ჩატარების შემდეგ უბრუნდებოდა ოჯახს...
ბეჭდვაელფოსტა
04.01. 2019
..
ერთის მხრივ კარგია 1ალს სიწყნარე სჭირდება მშობიარობის შემდეგ.. მაგრამ მარტო რომ მშობიარობდა იქნება და დახმარება დასჭირვებიყო რამე გართულება ყოფილიყო საკეისრო დასჭირვებიყო? ასე უწმინდურად რატომ თვლიდნენ არ მესმის?! თან ბოსელი?არ ჯობდა პატარა სამშობიარო სახლები/ქოხები აეშენებინათ თუ სახში მაინც არ უშვებდნენ ბოსელი რაღაა.. რდენად ამტანი იყო ესე იგი ქალი ადრე ეხლა ხანთელი ექიმები გარს ახვევიან და ხელიდან ეცლებათ ან მშიბიარე ან ბავშვი?
26.05. 2014
mano
qalis deda rogor itmenda, rom shvils ar naxulobda? gadavirie. exla yvelaze magar klinikebshic ki ukvdebat xandaxan mshobiareebi.
26.05. 2014
sacyali tushi qali, codvaaaa
Sacyali tushi qalebi, Qali codvaaaaaaa.
25.05. 2014
giorgi
მსგავსი მკრეხელური ჩვევები ზოგ ადგილებში ეხლაც არის შემორჩენილი. სამჭუხაროდ ეს ჩვენი არასწორი რელიგიური განათლების ბრალია.
სხვა სიახლეები
17.05.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
19.04.2025
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat