მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია განცხადებას ავრცელებს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია განცხადებას ავრცელებს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია ძალზედ ნეგატიურად აფასებს ქალაქ მარნეულში, ცენტრალური მოედნიდან თეთრიწყაროსკენ მიმავალ გზასთან სიახლოვეს, მაღლობზე მდებარე ახლად რესტავრირებულ წმ.გიორის სახელობის ტაძრის რამდენჯერმე დაზიანებისა და შელახვის ვანდალურ და ბარბაროსულ აქტს, რის გამოც აქვს გონივრული მოლოდინი, რომ ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან მოყვება შესატყვისი მორალური პასუხი ამ ყოვლად დასაგმობ ფაქტს, რითაც თვალნათლივ უნდათ მოქმედ პროვოკატორებს დისონანსი შეიტანონ და ჩრდილი მიაყენონ მარნეულში ერების მრავალკონფესიურ სამეზობლო ურთიერთთანაცხოვრების დიდ ისტორიულ და ეთნო-კულტურულ სიღრმისეულ ტრადიციებს, რადგანაც სწორედ ჩვენი ახლად აღდგენილი ისტორიული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია წარმოადგენს მისი მღვდელთმთავრის და სამღვდელოების სანიმუშო დამოკიდებულებით ტოლერანტული ურთიერთობებისა და ხალხთაშორისი მშვიდობის ნათელ მაგალითს.

KARIBCHE KARIBCHE

აქ საუკუნეების განმავლობაში მრავალ ეთნოსთა თანაცხოვრებით ჩამოყალიბდა იმგვარი მრავალკონფესიური და მრავალეთნიკური ურთიერთობები, რომ ამ ვანდალების და პროვოკატორების ბნელი მზაკვრული ზრახვები არასოდეს ჰპოვებს აღსრულებას. ვფიქრობთ, ეს საჯარო განცხადება მოიტანს შესაბამის გამოხმაურებას ადგილობრივ მრავალეთნიკურ საზოგადოებაში და მოხდება იმის გაანალიზება სათანადო ორგანოებისგან, რომ ამ რეგიონში მშვიდი ვითარების ამგვარი პროვოკაციული ქმედებით არევა თუ ვის ინტერესში უნდა შედიოდეს.

ისევ განვმეორდებით,რომ არ ყოფილა სხვა კონფესიათა საკულტო ნაგებობების შელახვის არც ერთი მსგავსი შემთხვევა ეპარქიის უახლოეს ისტორიაში, გარდა მართლმადიდებლური ქრისტიანული წმიდა სალოცავი ტაძრების არაერთხელ წაბილწვის და შელახვისა, რაც აუცილებლად მოითხოვს თანაზომიერ მყისიერ, როგორც სამართლებრივ, ისე ზნეობრივ რეაგირებას ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რათა არ მოხდეს მომავალში მსგავსი აღმაშფოთებელი ფაქტების განმეორება, რაც პირდაპირ ურტყავს ჩვენს ჭეშმარიტ ხალხთაშორის კულტურულ-რელიგიურ-ეთნიკურ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს.

KARIBCHE KARIBCHE

აქვე,მოვუწოდებთ,ეპარქიის მრავალეთნიკურ საზოგადოებას ურთიერთკულტურათა და რელიგიათა პატივისცემისაკენ, რათა მავანმა არ შეძლოს მყარ საფუძველზე აღმოცენებულ ჩვენს მრავალსაუკუნოვან საერო ურთიერთობებში შეიტანოს დესტრუქცია რაიმე სახით...
ბეჭდვაელფოსტა
28.06. 2017
ავთო
ამას ეს განცხადება არ შველის, პირიქით წაახალისებს ბოროტს. უნდა დაიჭირონ და სამგალითოდ დასაჯონ
28.06. 2017
ქართველი
ჩვენი ბრალია ყველა თავზე რომ დავისვით, ხმისამოღებაც კი გვეზარება!მაგის ჩამდენი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად!
სხვა სიახლეები
04.10.2025
"არჩევნებს, საერთოდ ყველგან და საქართველოშიც, დაძაბული ფონი ახლავს.
29.09.2025
ეს შესაძლებლობა სავსებით რეალურია.
22.07.2025
ვითხოვთ "კარიბჭის" ერთგული მკითხველის ყურადღებას!
21.07.2025
ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა იოანე ოქროპირი ანტიოქიაში დაიბადა დაახლოებით 347 წელს.
საიტის პარტნიორები

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat