გარდაიცვალა ბათუმის წმინდა თორმეტი მოციქულის სახელობის მშენებარე ტაძრის მოძღვარი დეკანოზი ანდრია ლაითაძე.
ცოტა ხნის წინ "კარიბჭე" გატყობინებდათ, რომ მძიმე დაავადების გამო მას ღვიძლის სასწრაფო გადანერგვა სჭირდებოდა. დღეს შევიტყვეთ მისი გარდაცვალების სამწუხარო ამბავი. მამა ანდრია იყო გულისხმიერი, თბილი, სიკეთით სავსე ადამიანი და სამაგალითო მოძღვარი. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი, სადაცა მართალნი განისვენებენ!
ეს მამა ანდრიაა, მიცვალებულთა კვერექსს გალობს. გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული მამა ანდრიას სული.
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
თორმეტ მოციქულთა შორის პირველად უფალმა წმინდა ანდრია მოციქულს მოუწოდა, ამიტომ მას პირველწოდებული ეწოდება. "მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა", -ამ სიტყვებით იხმო წმინდა ანდრია და მისი ძმა, მოციქული პეტრე, როდესაც ისინი გალილეის ზღვის ნაპირას თევზაობდნენ.