შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ვარდების მოედნიდან ტრადიციული ალილო დღეს, 14:00 საათზე დაიწყება. მსვლელობა ტრადიციულად დეკორაციების გამოყენებით მოხდება.
მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს, ელენე ახვლედიანის ქუჩით კი პრეზიდენტის სასახლესთან მივლენ. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.
ალილოს მონაწილეები ჯერ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეჩერდებიან, შემდეგ თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობასთან, საპატრიარქოსთან - შეჩერების ადგილებში ალილოს მონაწილეებს საჩუქრებს გადასცემენ. შემდეგ მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებენ, სადაც მათ ტკბილეულს პრეზიდენტი გადასცემს და მსვლელობაში მონაწილეებს შობას მიულოცავს.
გზადაგზა მოსახლეობა ასევე ალილოს მონაწილეებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.
"ალილოზე" შეგროვებული საახალწლო ნობათი ბავშვთა სახლებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და მოხუცთა თავშესაფრებს დაურიგდებათ.
საქართველოში ალილოს ტრადიცია სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია ისევ აღდგა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი