22 ნოემბერს ელადის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რომელზეც ელადის ეკლესია გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კრეტის კრებისადმი.
კრეტაზე მიღებული დოკუმენტებისადმი საკმაოდ მკვეთრი კრიტიკა გამოთქვა კალავრიტის მიტროპოლიტმა ამბროსიმ. მან დაახასიათა კრეტის კრება, როგორც "ცრუ წმინდა და დიდი კრება" და დაადანაშაულა კონტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე იმაში, რომ მან "ზიანი მიაყენა წმინდა მართლმადიდებლობას და კარი ფართოდ გაუღო ეკუმენიზმს".
მეუფის თქმით, კრეტაზე "მართლმადიდებელი სარწმუნოების ღალატი მოხდა". ეს იმას უკავშირდება, რომ გარდა "ერთი, წმინდა კათოლიკე, მართლმადიდებელი ეკლესიისა", აღიარებული იქნა სხვა ქრისტიანული "ეკლესიების" არსებობაც.
"ჯერ კიდევ გუშინ ჩვენ მათ ქრისტიანულ აღმსარებლობებს ვუწოდებდით, დღეს კი უკვე ეკლესიებად მოვიხსენიებთ, - აღნიშნავს აღშფოთებული მიტროპოლიტი ამბროსი. - ამდენად კრეტაზე მცდარი გადაწყვეტილება დააკანონეს. დღეს ჩვენ სხვა კონფესიებს "ისტორიულ სახელწოდებას - ეკლესიას" მივანიჭებთ, ხვალ კი მომავალი თაობა მათ თანაბარუფლებიან ეკლესიებად აღიარებს" - აღნიშნა მან.
მეუფემ აღნიშნა, რომ ეკუმენიზმი დღეს ნაბიჯებს კი არა ნახტომებს ახორციელებს. თუ ეკლესიის სისავსე არ უარყოფს კრეტაზე მიღებულ მცდარ დოკუმენტებს, პატრიარქ ბართლომეს ხელები გაეხსნება და "უკონტროლო" გახდება.
წერილის დასასრულს, კლავრიტის მიტროპოლიტმა ყველას მოუწოდა, გაერთიანდნენ მართლმადიდებელი სარწმუნოების დასაცავად.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი