დღეს რაჭაში, ნიკორწმინდის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ნიკორწმინდის ტაძრის ათასი წლისთავისათმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღავლინა.
საღვთო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმოამადგენლები და საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული მრავალრიცხოვანი მრევლი ესწრებოდა. წირვის შემდეგ გაიმართა ნიკორწმინდის მონასტრის ადგილის კურთხევა, სადაც იგეგმება სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა.
მოგვიანებით, რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კათოლიკოს პატრიარქთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი, წმინდა სინოდის წევრები, რაჭაში მოღვაწე ბიზნესმენები, ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო: რაჭის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარების, ნიკორწმინდის მისასვლელი გზის რეაბილიტაციისა და მუხლი-მრავალძალის გზის მშენებლობის მიმდინარე პროექტები. შეხვედრაზე მიმოიხილეს ის პოტენციალი და რესურსები რაც რაჭის რეგიონს გააჩნია სხვადასხვა სფეროში.
პრეზენტაციაზე კათოლიკოს პატრიარქმა ისაუბრა რაჭაში სოფლის-მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე.
საღამოს ამბროლაურის სტადიონზე გალა კონცერტი გაიმართა, რომელსაც კათოლიკოს პატრიარქთან და სამღვდელეობასთან ერთად ამბროლაურის მოსახლეობა და ჩამოსული სტუმრები დაესწრნენ. კონცერტზე ცნობილი ქართველი მომღერლების შესრულებით სხვადასხვა საოპერო ნაწარმოებებთან ერთად კათოლიკოს პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობლებიც აჟღერდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი