ილია მეორე: ხშირად ადამიანი ცოდვაში ვარდება და ამას ბუნებრივ მდგომარეობად მიიჩნევს
ილია მეორე: ხშირად ადამიანი ცოდვაში ვარდება და ამას ბუნებრივ მდგომარეობად მიიჩნევს
ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი თავისუფლებას ბოროტად იყენებს და ამით სარგებლობს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა დღეს ადამიანის თავისუფლების შესახებ ისაუბრა.
"ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი თავისუფლებას ბოროტად იყენებს და ამით სარგებლობს. ეს დამღუპველია ადამიანის სულისთვის. სრული თავისუფლება რომ მიეცეს ადამიანს, მაშინ აღარ იქნებოდა საჭირო არც ათი მცნება, არც კანონები, არც წეს-ჩვეულებები. აი ამიტომ, ჩვენ უნდა გავარჩიოთ, რა არის სასარგებლო ჩვენთვის", - აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, ადამიანი ყოველდღე იმყოფება გამოცდის წინაშე - მან უნდა აირჩიოს კეთილი ან ბოროტი. "ამიტომ ღმერთმა მოგვცა თავისუფალი ნება, რომ ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს სულიერ ამაღლებაში, გარდა ღვთისა, ადამიანმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. რა არის თავისუფლება? ეს არის ის მდგომარეობა, როცა ადამიანი ირჩევს კეთილს და უარყოფს ბოროტს. თავისუფლება არის ყოველდღიური გამოცდა ადამიანის. ამიტომ, ადამიანს უნდა ჰქონდეს სასულიერო ხედვა, რომ დაინახოს სად არის თეთრი და სად შავი, სად არის კეთილი და სად ბოროტი. ხშირია შემთხვევა როდესაც ადამიანი ვარდება ცოდვაში და ვერ გრძნობს ამას. ამას მიიჩნევს როგორც ბუნებრივ მოვლენას და ადამიანის თვისებად. სინამდვილეში ეს არის ცოდვაში ჩავარდნა. ამას სჭირდება სინანული, აღსარება. წმინდა მამები ამბობენ, რომ აღსარება, რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა", - ბრძანა პატრიარქმა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.03.2026

ოთხშაბათს, 25 მარტს, სრულდება მეცხრე დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებიდან. 
04.10.2025
"არჩევნებს, საერთოდ ყველგან და საქართველოშიც, დაძაბული ფონი ახლავს.
29.09.2025
ეს შესაძლებლობა სავსებით რეალურია.
22.07.2025
ვითხოვთ "კარიბჭის" ერთგული მკითხველის ყურადღებას!
21.07.2025
ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქადაგება და
ამაოა თქვენი რწმენაც" (1კორინთ. 15:14)
აღდგა ქრისტე? ეს ყველა რელიგიის, ყველა ფილოსოფიის, ყველა იმ მეცნიერების მთავარი კითხვაა, რომლებიც ადამიანის მსოფლმხედველობას ეხება. აღდგომა შეეძლო მხოლოდ ღმერთს.
საიტის პარტნიორები

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat