ვგულშემატკივრობთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს - ვლოცულობთ მათთვის და მშვიდობისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე,
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
მისი თქმით, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, უკრაინის მშვიდობისთვის დღეს ტაძრებში სამშვიდობო პარაკლისი ჩატარდება.
"მოგეხსენებათ, რა ტრაგიკული მოვლენები მიმდინარეობს უკრაინაში. ჩვენ უდიდესი გულისტკივილით ვადევნებთ თვალ-ყურს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს, ვლოცულობთ მათთვის და ვლოცულობთ მშვიდობისთვის, რომ მშვიდობა დამყარდეს.
იცით, რომ კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო ჩვენს სამღვდელოებასა და მრევლში. არის ინიციატივა, რომ იმ უკრაინელ მოქალაქეებს დავეხმაროთ, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და ჯერჯერობით თავიანთ სამშობლოში ვერ ბრუნდებიან. იმედია, ღვთის წყალობით ეს განხორციელდება.
მისი უწმინდესისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით დღეს ტაძრებში სამშვიდობო პარაკლისი სრულდება იმისთვის, რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს. დღეს ჩვენ სამშვიდობო პარაკლისს შევასრულებთ", - აღნიშნა მეუფე შიომ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი