აღდგომის ციკლის მიხედვით
დიდი მარხვისადმი მოსამზადებელი კვირები
საწყისი შვიდეული.
† კვირა: სლავური ტრადიციის ეკლესიების მიხედვით ზაქესი, ბერძნული ტრადიციის ეკლესიების მიხედვით ქანანელი დედაკაცისა.
პირველი შვიდეული. მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე.
†ხუთშაბათი: ღირსთა კირილე და მარიამ რადონეჟელები (რუს).
† კვირა: მეზვერის და ფარისევლის ხსენება.
მეორე შვიდეული, უძღები შვილის კვირიაკე.
† კვირა: უძღები შვილის ხსენება
მესამე შვიდეული.ხორციელის კვირიაკე, საშინელი სამსჯავროს ხსენება.
† შაბათი: ხორციელის შაბათი, მიცვალებულთა ხსენება.
† კვირა: ხორციელის კვირა, საშინელი სამსჯავროს ხსენება
მეოთხე შვიდეული. ყველიერის კვირა (ხორცის აკრეფა, ხსნილია რძის ნაწარმით, კვერცხით).
† ხუთშაბათი: ღირსი შიო მღვიმელი
† შაბათი: ყოველთა ღირსთა მამათა ღვაწლით გაბრწყინვებულთა; ღირსი პიორ მღვიმელი (12-ე.ს).
† კვირა: შენდობის კვირა, ეკლესია მოიხსენებს ადამის განდევნას სამოთხიდან (ყველის და კვერცხის აკრეფა)
დიდი მარხვა
პირველი შვიდეული.
† შაბათი: დიდმოწამე თეოდორე ტირონისა.
† კვირა:ძველი აღთქმის ყველა წინასწარმეტყველის ხსენება: მოსესი, აარონისი, სამუელისა და სხვათა; მართლმადიდებლობის ზეიმი. სტრომინის კვიპროსის ღვთისმშობლის ხატის ხსენება.
მეორე შვიდეული.
† შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. პაფოსელ წმინდანთა კრება (ბერძ).
† კვირა: წმიდა გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 1360); კრება ყოველთა ღირსთა მამათა, კიევის ქვაბთა შინა დავანებულთა; ლაკონიელ წმინდანთა კრება (ბერძ.).
მესამე შვიდეული.
† შაბათი: მიცვალებულთა მოხსენიება.
† კვირა: ჯვრის თაყვანისცემა.
მეოთხე შვიდეული.
† შაბათი: მიცვალებულთა ხსენება.
† კვირა: ღირსისა იოანე სინელი (კიბის აღმწერელი);ღირსი თეონა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი (+1541. ბერძ.); როდოსელ წმინდანთა კრება (ბერძ.)
მეხუთე შვიდეული.
† შაბათი: შესხმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა (დაუჯდომელის შაბათი); დიონისიატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "აკათისტო" (626; ბერძ); ასენოვგრადის "ოქროს ვაშლი" (12 ს. ბულგ.), "ქება პეჩორისადმი" (დაახლ. 17/18 ს, უკრ); და დანიოვსკის ღვთისმშობლის ხატი "მე თქვენთან ვარ და არავინაა თქვენს წინააღმდეგ" (1860, უკრ.).
† კვირა: მარიამ მეგვიპტელის; ზვერინეცკელ ღირსთა და ღირსმოწამეთა კრება (კიევ.); წმინდა ფილოთეოს კოკინოსი (14 ს. ბერძ.); ღირსი საბა ახალი, კალიმნოსელი (†1948,ბერძ).
მეექვსე შვიდეული.
† შაბათი: მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება (ლაზარეს შაბათი).ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი.
† კვირა: იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში (ბზობა-ბაიაობის კვირა); წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის სასწაულის გახსენება-კუნძულ კორფუს დახსნა შავი ჭირისაგან 1629 წელს (ბერძ.)
ვნების შვიდეული.
†დიდი ორშაბათი.
† დიდი სამშაბათი.
† დიდი ოთხშაბათი.
† დიდი ხუთშაბათი. ხსენება საიდუმლო სერობისა.
† დიდი პარასკევი. ხსენება წმიდათა მაცხოვნებელთა ვნებათა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.
†დიდი შაბათი: მინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მიერ მოხდენილი სასწაულის მოხსენიება — კუნძულ კორფუს (კერკირას) გადარჩენა 1533 წლის დამანგრეველი შიმშილობისგან (მარცვლეულის მოსავლის უკმარისობისგან. ბერძ.).
†† ბრწყინვალე აღდგომა იესო ქრისტესი.
ბრწყინვალე შვიდეული.
†ორშაბათი:დღესასწაული დიდუბის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა. დიდუბობა; ღირსი ევტიქი (IV ს.), იერევსის მონასტრის დამაარსებელი პაფოსთან ახლოს.; ღირსი ევტიხი ალამანი (†XI საუკუნემდე; კვიპრ.); ღმრთისმშობლის ხატი "ტკბილი ამბორი".ხერსონის ხატი "მადლმოსილი ზეცა" (XIX ს.; უკრ).
† სამშაბათი: ღირსი საბა მნათე (X ს; ბერძ.); ღირსი პატაპი ახალი, ნიკონ ახალი და იპომონი მღვიმევის მონასტრიდან (ბერძ.); ახალგამოჩინებული წმინდანები: ღირსმოწამე რაფაელ არქიმანდრიტი, ნიკოლოზ ბერდიაკონი,მარტვილი ყრმა ირინე, მამამისი ვასილი, დედამისი მარიამი, ბიძაშვილი ელენე (სუსანა) და თეოდორე მასწავლებელი (1463,კონსტ.,ბერძ.); იღუმენისა არსენისა და ექვსი ათასთა ღირსმოწამე მამათა, დავითგარეჯის უდაბნოში მოწყვეტილთა (1616); 179 ღირსმოწამეთა, დაუ-პენდალის პანტოკრატორის მონასტერში მოწყვეტილთა (1680; ბერძ); მოწამეთა ქრისტოდულესი და ანასტასი აქაელებისა (1821;ბერძ.); დიდმოწამე მინა კოტუანელის სასწაულის ხსენება — ბერძენთა გადარჩენა ირაკლიონის ტაძარში 1826 წელს (საბერძნეთი); ღირს მამათა თეოხარისა და აპოსტოლისა (1845; ბერძ); ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების: "საშინელი შუამდგომელი"(ბერძ.); ივერიის (IX ს.), შუის-სმოლენსკის, კორსუნის (შპილევის) ხატის "აღხილვა" სასწაულთმოქმედი ასლი (1654-1655; უკრ.).
† ოთხაბათი: ღირსი ათანასე ვისოცკელი, უმცროსი (რუს.), ღირსი ნიკანდრო სინაელი, კასტელორიზოდან (1631;ბერძ), ღირსი საბა თესალონიკელი (ბერძ); სინაელ ღირს მამათა კრება, კასპეროვის ღვთისმშობლის ხატი.
† ხუთშაბათი: მოწამე მიქაელ თესალონიკელი (1544; ბერძ), ღირსი ათანასია კიეველი (1900, კიევ).
† პარასკევი: ღვთისმშობლის ხატები: "წყარო ცხოვრებისა", პოჩაევოს (1559), ვლადიმირის-დესიატინის (2006; კიევ.).
† შაბათი: თბილისის სიონში თავად გივი ამილახვრის სულის საოხად ჟამი შეიწირვის; მღვდელმოწამენი: გრიგოლი V (ანგელოპულოსი), პატრიარქი კონსტანტინეპოლისა, ეფესოს მიტროპოლიტი დიონისე (კალიარხისი), ნიკომიდიის მიტროპოლიტი ათანასე, ანხიალის მიტროპოლიტი ევგენი (კარავიასი), თესალონიკის მიტროპოლიტი იოსები, ადრიანოპოლის მიტროპოლიტი დოროთე, დერკონის მიტროპოლიტი გრიგოლი და ტირნოვოს მიტროპოლიტი იოანიკე (1821, ელად.), ათონელი ღირს მამათა-კოლივადელთა კრება (ბერძ.).
†კვირა. ანტიპასქა, კვირაცხოვლობა, თომას კვირა.
ახალმოწამეთა ემანუელ, გიორგი, მიქაელი, თეოდორე, გიორგი მაკრელები, ფერისცვალების მონასტრის მოწამე მამათა (1690); ღვთისმშობლის ხატი "ტკბილი ამბორი".
აღდგომიდან მეორე შვიდეული.
† სამშაბათი. მიცვალებულთა ხსენება.
†კვირა: წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათა: მარიამ მაგდალინელისა, მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და მარიამისა, სუსანასი და სხვათა; მართალთა იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოსისა; კეთილმსახურისა თამარისა, მეფისა ყოვლისა საქართველოისა (1213); მცხეთის პატიოსანი ჯვრის აღმართება; თესალონიკელ წმინდანთა კრება (ბერძ., რ.მ.ე.ს); მესინელ წმინდანთა კრება (ბერძ.); ლანგადელ წმინდანთა კრება (ბერძ); ღირსმოწამე ილია (არდუნისი, †1686,ბერძ); მოწამე დიმიტრი პელოპონისელი, ტრიპოლელი (1803; ბერძ.); მღვდელმოწამე გიორგისა და მასთან ერთად 12 გერგერელ მოწამეთა (1828, ბერძ.). ღვთისმშობლის ატალიის ხატი "მოწყალედ" წოდებული (ბერძნ.)
აღდგომიდან მესამე შვიდეული.
†ხუთშაბათი: ბერდიანსკელ ახალმოწამეთა კრება (ბერდიანსკი).
†შაბათი: იზიუმელ ახალმოწამეთა კრება (უკრ.)
†კვირა. განრღვეულის; მღვდელმოწამე პლატონი (ფრანკიადისი), ქიოსის მიტროპოლიტი და სხვა მასთან ერთად 43 მოწამეთა: არქიდიაკვანი მაკარი (გარისი), ქრისტეფორე (პსომასი), გიორგი (თრანკაკისი), კონსტანტინე (კუნუპასი), მღვდლები სტამატი (ხარტულარისი) და მიქაელი (ცური=სი), მღვდელმონაზვნები კონსტანტინე (პიტიკასი) და ლეონტი (მიხალაკისი), პროიღუმენი გრიგორი (ბურუსისი), მღვდლები იოანე (კალამარისი) და იოანე (სიდერატოსი), კაფიღუმენი კაპიტონი, მონაზვნები სერაპიონი, კარიონი, კირილე, სერიდი, სამუელი, ანთიმოზი, ნიკონი, სერაპიონი და გერმანე, მღვდელი იოანე (კუფოსი), მონაზონი თეოდოსი (ლუფაკისი), იღუმენი ანთიმოზი (არგენტისი), მღვდელი თეოდორე (რუფაკისი), მონაზონი იეროთეოსი (ანგელუსისი), ერისკაცნი იოანე (კარმარისი) და იოანე (თეოტოკასი), მღვდელი გიორგი (ხაფტასი), პროიღუმენი სოფრონი (პანკალოსი), მღვდელმონაზვნები თეოდოსი (კუმაკისი) და კლიმენტი (ვენეტოსი), მღვდელი და მქადაგებელი იაკობი (მავრი), მღვდლები კონსტანტინე (მარინაკისი) და იოანე (კოლოვისი), დიაკვნები იოანე (პალავიდისი), გიორგი (პავლიდისი), მონაზვნები კონსტანტინე (მავროგენისი), პართენი (პანტევგენოსი) და დავითი, ნიკიფორე (დასკალისი) ერისაგანი (†31 მარტი, 1822; ელად.); ევბეელ წმინდათა კრება (ბერძ.); მართალი ტაბითა იოფელი.
აღდგომიდან მეოთხე შვიდეული.
†ოთხშაბათი: ერგასის განზოგება; მოზდოკისა და დუბენის კრასნოგორის ღვთისმშობლის ხატები.
†შაბათი: ბუტოვოელ ახალმოწამეთა კრება.
†კვირა: სამარიტელი დედაკაცისა; კონსტანტინეპოლელ მღვდელმთავართა კრება (ბერძ), დიმიტრიადელ წმინდანთა კრება (ბერძ.).
აღდგომიდან მეხუთე შვიდეული.
†ხუთშაბათი: მეჟირიცკის ღვთისმშობლის ხატი "ცხოვრებისმომცემელი" (XIV ს. უკრ.)
კვირა: ბრმის კვირა, ეტოლიისა და აკარნანიის წმინდანთა კრებული (ბერძნ.); კასტორიელი მოწამეთა კრებული (ბერძნ.); წმიდა მოწამეთა – ყოფილ ჯალათთა ან მეციხოვნეთა კრებული (ბერძნ.)
აღდგომიდან მეექვსე შვიდეული.
ხუთშაბათი: ამაღლება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, მოწამეთა ქართველთა, ქრისტეს სარწმუნოებისათვის ფერეიდანში (ირანი) სპარსთაგან მოწყვეტილთა (XVII-XVIII).
კვირა: I მსოფლიო კრების (325 წ.; მათ შორის წმინდა ილიოდორ ნიკოპოლის მთავარეპისკოპოსისა, ბერძ.) წმიდათა მამათა კვირიაკე; მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV); წმ.აგაფარხი ლევკადელი ეპისკოპოსისა და მის თანა ხუთი ღირსი მამისა (IV); არტის წმინდათა კრება (ბერძ); ღვთისმშობლის ხატები: ფსკოვო-პეჩორის "განაზება" და ჩელნისა.
აღდგომიდან მეშვიდე შვიდეული.
ოთხშაბათს: ღირსისა დოდო გარეჯელისა.
ხუთშაბათი: ღირსისა დავით გარეჯელისა, ვილიის ღვთისმშობლის ხატი "ნიშანი" (უკრ.);
შაბათი: მიცვალებულთა მოხსენიება. სულის შაბათი.სულთაობა
კვირა: სულთმოფენობა, ყოვლადწმინდა სამებობის დღესასწაული. მრავალთა წმიდათა ქართველთა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა (XVII-XVIII); ღვთისმშობლის ხატი "ფანერომენი" (ლავკადიის, 1887, ბერძ.)
† სულთმოფენობიდან პირველი შვიდეული, მსგეფსი.
ორშაბათი:სული წმიდის დღე, სამებობა (ტაძრის დღესასწული), ღვთისმშობლის ხატები: კვიპროსის (392), ტუპიჩევის (XVII), რუდოსელის (XIX საუკუნის დასაწყისი, უკრ.)
სამშაბათი: უმანელ წმინდანთა კრება (უკრ.)
ოთხაბათი: მცხეთის ჯვრის დღესასწაული; ლომისობა
ხუთშაბათი: ღვთისმშობლის ხატი "ცოდვილთა შემწე".
კვირა: ყოველთა წმიდათა კვირიაკე; პეტრეპავლობის მარხვის აღება. ღვთისმშობლის ხატები: "ბოროტ გულთა მოლბობა" (შვიდისრიანი) ; "შეურყეველი გოდოლი"; "მადლიანი ზეცა".
†სულთმოფენობიდან მეორე შვიდეული.
ორშაბათი: პეტრეპავლობის მარხვის დასაწყისი.
ხუთშაბათი: მარინოგორის ღვთისმშობლის ხატი (ბელორუს.).
პარასკევი: ღირსი ვარლამ ხუტინელი, ღვთისმშობლის ხატები: ტაბინის და კურსკის-კორენის.
კვირა: ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, ათონის წმიდა მთაზე და რუსეთს განბრწყინებულთა, ყოველთა ბულგარელ წმინდანთა კრება (ბულგ.), რუმინელ წმინდანთა კრება (რუმინ.,რმეს), კრება ყოველთა წმინდანთა ანტიოქიაში გაბრწყინებულთა (ანტიოქ.),კრება ყოველთა წმინდანთა ჩრდილოეთ ამერიკაში გაბრწყინებულთა (ამე), კრება ყოველთა წმინდანთა იტალიის მიწებზე გაბრწყინებულთა, კრება ყოველთა წმინდანთა საფრანგეთის მიწებზე გაბრწყინებულთა (საფრ., კელტ., ბრიტ.), შოტლანდიელ წმინდანთა კრება (ბერძ.), კუნძულ ლესბოსზე გაბრწყინებულ წმინდანთა კრება(ბერძ.), პატმოსელ წმინდანთა კრება (ბერძ.), წმინდა მღვდელმთავარი თეოლიპტე ფილადელფიელი (†დაახლ.1325; ბერძ.), ვორგოლის და მოხნატინის (უკრ.) ღვთისმშობლის ხატები.
†სულთმოფენობიდან მესამე შვიდეული.
პარასკევი: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები: ბეჟევკის (1645,უკრ.), ბალიკინის (1709), დუბოვიჩეს (1861), "მგლოვიარე" (როვენ.), და ხერსონის "ნუ მტირ მე დედაო" (უკრ.)
კვირა: ბელორუსელ წმინდანთა კრება, ბრიტანელ და ირლანდიელ წმინდანთა კრება, ვოლოგდელ წმინდანთა კრება, ნოვგოროდელ წმინდანთა კრება, ოდესელ; წმინდანთა კრება, ფსკოველ წმინდანთა კრება, სანკტ-პეტერბურგელ წმინდანთა კრება, კონსტანტინეპოლის აღებისას ვნებულ ახალმოწამეთა კრება (ბერძ), დიონისიატელ წმინდანთა კრება (ბერძ.), პოლონელ წმინდანთა კრება (პოლ.), გალიციელ წმინდანთა კრება (ლვოვ.), ღირსი თეოდორე არტელი (ბერძ), ღირსმოწამე ლუკა ოდრინელი, მიტილინელი, ღირსი ტიხონ კრესტოგორელი.
სულთმოფენობიდან მე-4 კვირიაკე.: ფსკოვო-პეჩორელ წმინდანთა კრება.
კვირისა და თვის დღის მიხედვით.
†ნათლისღების შემდეგ (6 იანვრის) კვირას: ბასილი დიდის წმინდა ოჯახი (ბერძ), ქალწულმოწამეთა ნეოლინა, დომნინა, და პართენა ედესელები (XIVს, ბერძ.), წმინდა იოსებ ახალი კაპადოკიელი (დაახლ.1869)
†25 იანვრის სიახლოვეს მდებარე კვირას:რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრება.
†29 იანვრის შემდგომი კვირა: პერმის მიტროპოლიის წმინდანთა კრება.
†მირქმის შემდგომი კვირა: სამი წმინდა მღვდელმთავრის წმინდა დედათა: ბასილი დიდის დედა ემილია, გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა ნონა, იოანე ოქროპირის დედა ანთუსა (IVს, ბერძ).
†18 და 24 მარტს შორის მდებარე კვირას: მღვდელმოწამე გრიგოლისა, ახალპატრელი ეპისკოპოსისა (1711; ბერძ); ფტიოტიდელ წმინდანთა კრება (ბერძ)
†მაისის პირველ კვირას: გორტინელ და არკადიელ წმინდანთა კრება (ბერძ.)
†წმიდამოციქულთა სწორთა მეთოდესა კირილეს ხსენების (11 მაისი) შემდგომ კვირას: კარპატოროსელ წმინდანთა კრება (რმეს,უკრ.)
†25 და 31 მაისს შორის მდებარე შაბათს ბეოტიელ წმინდანთა კრება (ბერძ.)
†ივნისის პირველ კვირას:ხოლმელ და პოდლიაშელ მოწამეთა კრება.
†27 ივნისის შემდგომი კვირა: ღირსმოწამენი ლიფსისელნი ნეოფიტე ამორგოსელი (1558), იონა ლეროსელი (1561), ნეოფიტე ფასოსელი (1609), იონა ნისიროსელი (1635) და პართენი (1696)
†მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების (29 ივნისი) შემდგომი კვირა: ტვერელ წმინდათა კრება, ღირსი ტიხონი, ვასილი და ნიკონი სოკოლოვსკელები.
†მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების (29 ივნისი) შემდგომ მეორე პარასკევს: ღირსი ანტონი ლეოხნოველი (ადგილობრივი, ლეოხნოვო)
†01 და 07 ივლისს შორის კვირა: კრეტელ წმინდათა კრება (ბერძ.)
†ივლისის მეორე შაბათი: ლემნოსელ წმინდანთა კრება (ბერძ.)
†ივლისის მე-2 კვირა: არსინოელი წმინდანთა კრება (ბერძნ. );
†16 ივლისის უახლოესი კვირა: ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება; პისიდიაში, სიდესა და ატალიაში გაბრწყინებულ ყოველთა წმიდათა კრება (ბერძნ.)
†13 და 19 ივლისს შორის კვირას: წმინდა მღვდელმთავარი იოანე მესინელი (Vს., ბერძ.)
†სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულის (28 ივლისი) წინა კვირას: სმოლენსკელ წმინდანთა კრება.
†ივლისის ბოლო შაბათი: ზელესის ღვთისმშობლის ხატი (პოლონ.); სტაროპუხალელი მოწამენი (†1946, პოლონ.)
†უფლის ფერისცვალების შემდგომ კვირიაკეს: ვალაამის წმინდანთა კრება, ბანატსა და რუმინეთში გაბრწყინებულ სერბ წმინდანთა კრება (ტიმიშოარისა და ბანატის )..
†15 აგვისტოს შემდგომი კვირიაკე: წმიდა მოწამენი: აპოსტოლოსი, ზაქარია და დიმიტრი ანო მულიდან, კრეტა (1867 წ.; საბერძნეთი).
†16-დან 22 აგვისტომდე კვირიაკე: ლევკადიის წმინდანთა კრებული (საბერძნეთი); ღვთისმშობლის ხატი "გონების მომმატებელი" (XVII ს.).
† 18 აგვისტოს წინა კვირა:კემეროველ (კუზბასელ) მოწამეთა კრება.
†19-დან 25 აგვისტომდე კვირიაკე: თასოსის წმინდანთა კრებული (საბერძნეთი).
†25 აგვისტოს შემდგომი კვირიაკე: კრეტის ეკლესიის დამაარსებელთა — მოციქულების პავლესა და ტიტეს კრებული (I ს.; კრეტა).
†29 აგვისტომდე კვირიაკე: მოსკოვის წმინდანთა კრებული.
†აგვისტოს ბოლო კვირიაკე: ევრიტანიის წმინდანთა კრებული (საბერძნეთი); ღვთისმშობლის ჩენსტოხოვას ხატი (პოლონეთი).
†31 აგვისტოსთან უახლოესი კვირიაკე: სარატოვის წმინდანთა კრებული.
†სექტემბრის 1-ლი კვირიაკე: პელოპონესის არკადიის წმინდანთა კრებული (საბერძნეთი); ქიოსის წმინდანთა კრებული (საბერძნეთი).
†პირველი კვირა დღე 8 სექტემბრის (ძველი სტილით 26 აგვისტოს) შემდეგ: ნიჟნი-ნოვგოროდის წმინდანთა კრებული.
†2 სექტემბრის კვირიაკე ან მომდევნო უახლოესი: ჰელვეციის (შვეიცარიის) მიწაზე გაბრწყინებულ ყოველთა წმიდათა კრებული (ჟენევა).
†3 სექტემბრის შემდგომი კვირიაკე: ყაზახეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებული.
†6 სექტემბრამდე კვირიაკე: წმიდა კეთილმსახური მთავარნი პეტრე და ფევრონია მურომელნი (1228).
†ჯვართამაღლების წინა კვირიაკე: მცირე აზიის კატასტროფის ახალმოწამენი (1921/1922; საბერძნეთი, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია საზღვარგარეთ); ღირსმოწამენი: გაბრიელ (სმერლოსი) და არკადი, კიდონიის დიაკონი, ივერონელნი (1922; საბერძნეთი); მღვდელმოწამე გიორგი კარასტამატისი, ხუცესი; მოწამენი გიორგი კლიმანოღლუ და ნიკოლოზ წურუქწოღლუ კრინიდან (ჩესმე) (საბერძნეთი); ღირსმოწამე იოანე (ევსტრატიუ) არქიმანდრიტი, ხალკიდან და კიდონიის სამიტროპოლიტოს ყოველნი მღვდელმოწამენი (საბერძნეთი); ღირსმოწამენი ათანასე (ნიკოპულოსი) არქიმანდრიტი, ვუტზადან (საბერძნეთი) და იაკობ (არხაძისკაკისი) არქიმანდრიტი, ძიროს-სმირნიდან (1922; საბერძნეთი).
†ჯვართამაღლების შემდგომი კვირიაკე: თესალიის წმინდანთა კრებული (საბერძნეთი); ყოველთა წმიდათა მეომართა კრებული (უკრაინა).
†17 სექტემბრის შემდგომი კვირიაკე (ახალი სტილით ოქტომბრის 1-ლი კვირიაკე): კვიპროსის წმინდანთა კრებული (საბერძნეთი, კვიპროსი).
†20 სექტემბრისთან უახლოესი კვირიაკე: გერმანიის მიწაზე გაბრწყინებულ ყოველთა წმიდათა კრებული.
†28 სექტემბრის შემდგომი კვირიაკე: ღირსი გერტრუდა ნიველელი (659; დასავლეთის წმინდანი).
†29 სექტემბრამდე (ახალი სტილით 12 ოქტომბრამდე) კვირიაკე: ესპანეთისა და პორტუგალიის მიწაზე გაბრწყინებულ წმინდანთა კრებული.
† ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის (01 ოქტომბერი) წინა კვირას: ჩერკასელ წმინდანთა კრება (უკრ.)
†ოქტომბრის 1-ლი კვირიაკე: ღირსი პავლესი, გორტინის ეპისკოპოსისა (IV ს.; საბერძ.); ტრიკელ წმინდანთა კრება (საბერძ.); კავსოკალივიტელ წმინდანთა კრება (ათონი); ათონიადის (წმინდა მთის საეკლესიო სკოლა) წმინდა მამათა კრება ("ათონიადა", ვატოპედის მონასტრის ანდრია პირველწოდებულის სკიტე, ათონი); ღვთისმშობლის ხატებისა: ტერებოვლიისა (ლვოვი) და "ვურლიოტისა" (საბერძ.).
† 02 ოქტომბრის შემდეგი კვირა: კეთილმსახურ თავადთა მიხეილ ტვერელისა და ანა კაშინსკელი (ტვერ.)
† 11 ოქტომბრის უახლოესი კვირა: მეშვიდე მსოფლიო კრების მამათა ხსება (787)
†ოქტომბრის მეორე კვირა: ლიმასოლელ წმინდანთა კრება (ბერძ.)
†კვირიაკე 14-დან 20 ოქტომბრამდე (ძველი სტილით ოქტომბრის 1-ლი კვირიაკე): ყველა მაკედონელ წმინდანთა კრება (მაკედ.).
†კვირიაკე 18-დან 24 ოქტომბრამდე: მსოფლიო კრებების მონაწილე კვიპროსელ (კრიტელ) მღვდელმთავართა კრება (საბერძ.).
†VII მსოფლიო კრების წმინდა მამათა კვირიაკის მომდევნო კვირიაკე (18-დან 24 ოქტომბრამდე): ყველა წმინდა მკურნალის კრება (კონსტანტინოპოლი)
†26 ოქტომბრის წინა შაბათი-დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა მოხსენიება
†1 ნოემბრის უახლოესი კვირიაკე: ყველა უვერცხლო მკურნალის კრება (ათონი).
†ნოემბრის 1-ლი კვირიაკე: წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სასწაულის მოხსენიება — 1673 წელს კუნძულ კორფუს მეორედ გადარჩენა შავი ჭირისგან (საბერძ.); ლარისელ წმინდანთა კრება (საბერძ.); კარელიის მიწის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრება.
†კვირიაკე 1-დან 7 ნოემბრამდე: ნეაპოლელ მოწამეთა კრება (საბერძ.).
†კვირიაკე 11-დან 17 ნოემბრამდე: აგიელ წმინდანთა კრება (საბერძ.).
†14 ნოემბრის შემდგომი კვირიაკე: წმინდა გრიგოლ პალამას ოჯახისა (XIII-XIV სს.; საბერძ.).
†ნოემბრის მე-3 კვირიაკე: კასტორიელ წმინდანთა კრება (საბერძ.).
†21 ნოემბრის შემდგომი შაბათი: ლუხოვიცელ ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრება.
†კვირიაკე 23-დან 29 ნოემბრამდე: აქაიელ წმინდანთა კრება (საბერძ.).
† ქრისტეს შობამდე წინისწინა კვირა: წმინდა მამათმთავართა ხსენება.
†ქრისტეს შობამდე წინა კვირა: წმინდა მამათა კვირა.
† ქრისტეს შობის შემდგომი კვირა: მართლისა იოსებ დამწინდველისა, დავით მეფისა - ფსალმუნთამთქმელისა და მოციქულისა იაკობისა - ძმისა უფლისა.
სტატიის წყარო »»





