ერგასის განზოგება— მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულია, აღდგომასა და სულიწმიდის მოფენას შორის არსებული 50-დღიანი პერიოდის შუაგულში.
აღინიშნება აღდგომიდან მე-4 შვიდეულის ოთხშაბათს.
დღესასწაულის სახელწოდება ეკლესიამ ისესხა სახარებიდან, რომელიც გვაუწყებს, თუ როგორ შევიდა უფალი იესო ქრისტე ტაძარში თავისი სახარებისეული ქადაგების მესამე წელს, ძველი აღთქმის კარვობის დღესასწაულის შუაში, და ასწავლიდა (ინ. 7, 14). თავის სწავლებაში მან ნათლად გამოაჩინა საკუთარი თავი როგორც ქრისტე, შუამდგომელი ღმერთსა და ადამიანებს შორის, კანონმდებელი და მამა ღმერთის თანასწორი. იესო ქრისტეს ეს სწავლება, ზატიკის შუა პერიოდის შესაბამისად, რომელიც აერთიანებს აღდგომასა და სულიწმიდის მოფენის დღესასწაულს, წინასწარ გვაუწყებს სულიწმიდის მოფენის მოახლოებულ ჟამს, რადგან "დღესასწაულის უკანასკნელ დღეს", როდესაც უფალი ტაძარში იმყოფებოდა და ასწავლიდა, თავად მან წინასწარვე გვამცნო სულიწმიდის შესახებ, "რომელიც უნდა მიეღოთ მის მორწმუნეებს" (ინ. 7, 39). ამგვარად, ერგასის განზოგება არის მაცხოვრის ღვთაებრივი ძალისა და სიბრძნის გამოვლინება, რომელმაც მოავლინა სულიწმიდა.
ერგასის განზოგების დღეს თავის სწავლებებში მოიხსენიებს წმიდა იოანე ოქროპირი. VII საუკუნეში — ღირსმა ანდრია კრიტელმა, VIII საუკუნეში — ღირსმა იოანე დამასკელმა, ხოლო IX საუკუნეში — აღმსარებელმა თეოფანე აღმსარებელმა განადიდეს განზოგება სულიერ საგალობლებში.
რადგან განრღვეულის კვირას ვიხსენებთ სილოამის საბანელში ანგელოზის მიერ წყლის კურთხევას და განსაკუთრებით იესო ქრისტეს ღვთაებრივ სწავლებას, რომელიც მან ერგასის დღესასწაულის დროს წარმოთქვა და რომელიც უფალმა შეადარა წყალს, "რომელიც გადარჩენის მწყურვალე ცოდვილს ანიჭებს სიცოცხლესა და სიბრძნეს", ერგასის განზოგების დღეს ლიტურგიის შემდეგ ეკლესია აღასრულებს მცირე წყალკურთხევას და სთხოვს უფალს, დაარწყულოს მწყურვალი სულები კეთილმსახურების წყლებით, როგორც მან "ხმამაღლა თქვა: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და სვას" (ინ. 7, 37).
დღესასწაულის იკონოგრაფია მიგვითითებს ტაძარში ქრისტეს მისვლის სხვა შემთხვევაზე, ასევე კარვობის დღესასწაულზე, ოღონდ ყრმობისას (ლუკ. 2, 46). ხატზე უფალი გამოსახულია ყმაწვილად, რომელიც ზის მის მოსასმენად შეკრებილ უხუცესთა შორის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი





