ანტიქრისტე საქართველოში შემოდის – არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
ანტიქრისტე საქართველოში შემოდის – არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
ჩვენს ეკლესიაში ზოგიერთი მორწმუნე და სასულიერო პირიც კი ქადაგებს საქართველოს მოახლოებულ რელიგიურ "გაბრწყინებას", აქ ქრისტიანთათვის ნათელი დროების დადგომას, იმას, რომ აპოკალიფსურ ბოლო ჟამს ანტიქრისტე ყველგან იბატონებს, საქართველოში ვერ შემოვა და ა.შ. მაგრამ სმენისათვის საამო ამ ტკბილი ოცნებებით გატაცებული, საეკლესიო საქმეთა გარეგნული მოწესრიგებითა და მოსასვენებელ ადგილ-მდებარეობათა მოწყობით დაკავებული (იმ კეთილსასურველი პერიოდის მოლოდინში) მრავალი სასულიერო პირი თუ ერისკაცი ვერ ამჩნევს (ან არ სურს შეამჩნიოს) უკვე როგორ შემოდის საქართველოში ანტიქრისტეს სული, ღრმად იდგავს ფესვებს ხალხის სულში და ცხოვრების ყველა ფენას ეპატრონება.

აი, განიზრახავენ სკოლებში "სქესობრივი აღზრდის" შემოღებას, მშობლიური ისტორიის კურსის მნიშვნელოვნად შემცირებას – ამ პროგრამის განსახორციელებლად ევროპიდან, თვით მისი სატანური წიაღიდან, საქართველოში უზარმაზარი ფულადი სახსრები მოედინება! რას ნიშნავს ეს? ის, ვინც ამ პროექტის შინაარსს გაეცნობა, "სქესობრივი აღზრდის" ახალ სახელმძღვანელოებს გადახედავს – ნათლად დაინახავს, რომ მათი სურვილია ბავშვს ყველაზე ადრეული ასაკიდან დაუწყონ სხვადასხვაგვარი სქესობრივი გარყვნილების სწავლება, მიზნად ისახავენ ყოველგვარი სირცხვილის გრძნობა განდევნონ მათგან, სურთ ცხოვრების აზრად ავხოცური ტკბობის ძიება დაუსახონ.

იწყება ადამიანური სინდისის, ზნეობრივი ცნებისა და სულიერების საშინელი, სასტიკი დევნა. მაგრამ რად ჭირდებათ ეს ყველაფერი მსოფლიო პოლიტიკოსებს, რატომ არ იშურებენ სახსრებს და ამდენ ფულს იხდიან იმისთვის, რომ ბავშვებისა და მათი მშობლებისაგან სირცხვილი და სინდისი შეისყიდონ? იმიტომ, რომ ახლა მთელ მსოფლიოში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მომავალი ანტიქრისტეს გზების განსამზადებლად და ამ ღონისძიებებს თვით ბნელი ძალები ხელმძღვანელობენ. მათთვის აუცილებელია რაღაც "ერთიანი მსოფლიო წესრიგი" მოამზადონ ანუ გააერთიანონ ხალხი ერთიანი ინტერესებით, ერთიანი სურვილებით, ერთიანი მისწრაფებებით, – მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი ერთიანი მსოფლიო მმართველის გამეფება და მთელი კაცობრიობის კონტროლი, მხოლოდ მაშინ შეიძლება ეშმაკის უძველესი ჩანაფიქრის აღსრულება – აიძულონ კაცობრიობა თაყვანი სცეს მას, როგორც უფალ ღმერთს.

ამისთვის გამოაცლიან ადამიანებს ყველაფერს ინდივიდუალურს, იდეურს, ამაღლებულსა და სულის კუთვნილს. ადამიანი უზნეო, სამშობლოს არმცნობი, წინაპართა გამოცდილებისა და სულიერი სიმდიდრის არმცოდნე, მხოლოდ წამიერ სიამტკბილობათა მძებნელი, მხოლოდ აწმყოთი მცხოვრები – აი, საუკეთესო ელემენტი, რომლისგანაც უნდა შედგეს "ახალი მსოფლიო წესრიგის" საზოგადოებამორჩილი, მკაცრად კონტროლირებადი, უიდეო, უსულო – იგი მზად იქნება ყველა ამ უფლებეთა აყრით მხოლოდ თავისუფლებისთვის: სინდისის, სირცხვილის, ზნეობრივი აკრძალვებისაგან განთავისუფლებისათვის გადაიხადოს, უფლებისათვის სცოდოს, ხორცს აამოს, "მიწიერი სამოთხის" სიკეთით, ტექნიციზირებული მატერიალური კომფორტით დატკბეს და არ იგრძნოს არავითარი სინდისის ქენჯნა.

ამასთან იგულისხმება, რომ ადამიანი რელიგიური უნდა დარჩეს – ანტიქრისტე მოისურვებს მას თაყვანი სცენ არა როგორც ნიჭიერ ადამიანს, არამედ როგორც ღვთაებას (მის უკან ხომ დგას სული, რომელიც ღმერთის სახელის გავარდნის წყურვილით იწვის).

მაგრამ რელიგიურობა სეკულარიზებული უნდა იყოს, ჭეშმარიტების არმცოდნე მხოლოდ ერთგვარი მისტიური სუროგატი. ამგვარად: ამ ახალი საზოგადოების შესაქმნელად აუცილებელია სამი ფაქტორი: ეკუმენისტური რელიგიურობა (რელიგია მადლის გარეშე), უზნეობა (ადამიანის სინდისის გარეშე), კავშირის გაწყვეტა წარსულის ზნეობრივ და სულიერ კულტურსთან (საზოგადოება ისტორიის გარეშე). მესამე იმისთვისაა აუცილებელი, რომ ნაციონალური გრძნობა ადამიანის ხშირად წინაპართაგან მოხვეჭილი ჭეშმარიტი სიბრძნით ამდიდრებს, ასწავლის მამებისაკენ შემობრუნებას, იმ სულიერი და ზნეუბრივ ღირებულებათა დაფასებას, რომლებსაც ისინი აფასებენ. მაგრამ უნდა განადგურდეს ეს მყარი საფუძველი – ზნეობისა და სიბრძნის საყრდენი. მაშინ კაცი ქარისაგან მშობლიურ ღეროს მოწყვეტილ ფოთოლს ემსგავსება, ბობოქარ ნიაღვარში ჩავარდნილი ტრიალებს, მღვრიე წყლის დინებით ათას სხვა მის მსგავსთან ერთად ბნელ უფსკრულში მიექანება.

თუ ეს პროგრამა სკოლებში შევა, მაშინ ქართველ ხალხს ფესვშივე მოკვეთავს ჯოჯოხეთის ცეცხლი! რამდენიმე ათეულ წელიწადში საქართველო სოდომისა და გომორის გზას დაადგება (და უეჭველად იმავე ხვედრს გაიზიარებს). შემთხვევით როდი შეუდგნენ ცოდვის შხამით ყველაზე მცირეწლოვანი სულების მოწამვლას – სერიოზული ფსონი იდება ახალ თაობაზე. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ ხალხი სდუმს, სდუმან მღვდლები და მღვდელმთავრები, მეტად იშვიათად გაისმის გამაფრთხილებელი ხმა. ხოლო თუ ისინი არ იყვირებენ მოა-ხლოებული საშიშროების შესახებ, არ გააპროტესტებენ, არ აღმართავენ ქრისტიანებს ამ ბოროტებასთან საბრძოლველად, არ დაიწყებენ მრისხანე აკრძალვებითა და განკვეთით ქრისტესაგან განდგომილი ხალხის გონს მოყვანას – მაშინ ფართოდ გახსნილი აღმოჩნდება კარი, განმზადებული, ხალიჩებით მოფენილი გზა, რომლითაც ანტიქრისტე შემოვა საქართველოში!

"დასაბამი სიბრძნისაი, შიში უფლისაი" (ფს. 110).
შიშისაგან განძარცვა-საყოველთაო შეშლილობის დასაბამი!


არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

წყარო ზნეობა.გე
ბეჭდვაელფოსტა
04.04. 2020
დავითი
არ გეზარება ამხელა ვეფხისტყაოსნის დაწერა. მე მამაოების არმწამს უთოფო ყაჩაღები არიან!! მხოლოდ ღმერთის მწამს!!
17.09. 2019
ზვიადი
ამათზე მეტი ანტიქრისტე ვინ უნდა შემოვიდეს?.... უწიგნურები და რუსული პროპაგანდის გამავრცელებლები, მათთვის ქრისტე უცხოა!
24.03. 2019
სოსო
ვისაც ამ მოძღვრის სიტყვები ეჩვენება სიბნელედ და მისთვის განათლებაა "დასაშვებია პუბლიკასთან და გულსაყკენია" და ამ ქვეყნის გახრწნას ვერ ხედავს, იმისათვის რაიმეს ახსნას უკვე აზრი აღარა აქვს!
28.06. 2018
სოფო
ამას ქვია სიბნელე, გაუნათლებლობა, უსწავლელობა... სირცხვილია რომ ეს მოძღვარი ფიქრობს რომ ასეთი ტერმინოლოგიით საუბარი დასაშვებია პუბლიკასთან და გულსაყკენია თუკი ვინმე ამ აბდაუბდას მართლა სერიოზულად კითხულობს და განიხილავს.
17.09. 2017
ანტონი
დავიწყე კითხვა და "ღრმად იდგავს ფესვებს"-ო რომ წავიკითხე ალერგია დამემართა. ბიჯოოო!!! არაბებბმა და ჩინელებმა ისწავლეს ქართული და სად სწავლობდი სტატიის ავტორო, რომელ სკოლაში და რომელ ქვეყანაში ამ დალოცვილ ენას?! რა "იდგავსო" სის "სვავსო" და "ურტყავსო" აგიტყდათ რას ბჟუტურებ ბიძიკო, "გაახილეთ" ტვინი! რომ მექადაგები მარტო აზრები კი არ უნდა იყოს სწორი, არამედ სიტყვაც, მესე რომ აქვთ სიტყვები, ასოები და სასვენი ნიშნები იაღოველებს იმიტომაცა აქვთ უკუღმა ტვინი ამოტრიალებული. აგერ დაახლოებური მაგალითიც - ისწავლე, ისწავლე, მამაშენივით, ვირი არ გამოხვიდე! ისწავლე ისწავლე, მამაშენივით ვირი არ გამოცვიდე!
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეს წმინდა მამა წარმოშობით პაფლაგონიიდან, ქალაქ განგრადან იყო. მისი მშობლები, თეოდოტე და რუფინა ქრისტეს დაუფარავად ესავდნენ,
საიტის პარტნიორები

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat