ერთხელ მაქსიმე ბილიარდის მოთამაშეებთან შევიდა და უთხრა: - აბა, ძმებო, გთხოვთ ყური დამიგდოთ, ერთი რამ კაი ამბავი უნდა წაგიკითხოთო.
მოთამაშეები შეჩერდნენ. მაქსიმემ დაიწყო წმინდა გიორგის ცხოვრების კითხვა... ისეთ ლმობიერებაში შევიდნენ მოთამაშენი, რომ ყველამ ტირილი დაიწყო, ჯოხები დაყარეს და მაქსიმეს აღარ მოშორდნენ, თან გაჰყვნენ, ბინა ისწავლეს და სხვებთან ერთად ისინიც საღამოობით მასთან იკრიბებოდნენ.
კომპიუტერიც იმგვარი გამოგონებაა, როგორიც ყველა სხვა. წმინდა წერილი კი გვეუბნება: "ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ არაფერი უნდა დამეუფლოს". თუ კომპიუტერით კაცი ღვთის საქმეს აკეთებს, მაგალითად, ბეჭდავს საღვთისმსახურო წიგნებს ანდა წმინდა მამათა ლიტერატურას, მაშინ ადამიანი ამით გადარჩება. თუ ტექნიკას ყველანაირი უსახურობისა და უმსგავსო თამაშებისთვის იყენებს, უთუოდ დაიღუპება. თქვენც გადაწყვიტეთ. ერთი და იგივე ტექნიკა ერთის ცხონებას თუ ემსახურება, მეორისთვის წარმწყმედელია.
განგაბრძნოთ ღმერთმა!"
ღირსი პაფნუტის (XV ს.) კელიაში ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა ბერი. ერთხელ ის ქალაქში საქმეზე გაგზავნეს. ქალაქის ბაღში დასეირნობდნენ სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანები. ჯერ კიდევ არ იყო ბერში ერისკაცული ვნებები ჩამკვდარი. შეჩერდა, დატკბა მათი ყურებით, სინანულით გაიხსენა ამნაირად გატარებული თავისი ერისკაცული დღეები.
უკან რომ დაბრუნდა, ღირსი მამა პაფნუტი წიგნს კითხულობდა. ბერმა საქმის აღსრულება მოახსენა. მამა პაფნუტი, როგორც კი შეხედა, მაშინვე მიხვდა, რომ მორჩილის სულს არაწმინდა ფიქრები ტანჯავდა. "ეს კაცი ისეთი აღარაა, როგორიც ადრე იყო", - თქვა მამა პაფნუტიმ და პირი იბრუნა. მხილებული ბერი ათრთოლდა. მიხვდა, რომ მოძღვარს მასთან საუბარი აღარ სურდა და გარეთ გამოვიდა.
უკვე დილით, ერთი მოხუცებული ბერის რჩევით, წინაძღვრისგან შენდობა ითხოვა, მიიღო მისგან რჩევები თავშეკავებასა და უბიწოებაზე და დამშვიდდა.
ერთი ხანობა, სადმე მიდიოდა, ტაძარში ლოცვად იდგა თუ სამორჩილო საქმეს ასრულებდა, ყურთან თითქოს ვიღაც უხილავ ვიოლინოს უკრავდა. მოცარტის, ბეთჰოვენის ფანტაზიები, პოლკები, მაზურკები მოსვენებას არ აძლევდა. ძილში კი ვიოლინოზე იმისთანა რთულ პიესებს უკრავდა, გაღვიძებულს თვითონაც უკვირდა. ეს ამბავი ჩვეულებრივი რამ ეგონა, ამიტომ მოძღვარს არ ეუბნებოდა. "ერთხელაც მივდივარ მოძღვართან (წმინდა მაკარი ოპტელთან), - ჰყვებოდა მამა პლატონი, - და გზად წარმოსახვაში სხვადასხვა უვერტიურას, ვარიაციებს ვუკრავ". კელიაში შესულს მამა მაკარი, როგორც დაფარულთმცოდნე, ამგვარი სიტყვებით შეხვდა: - რა არის, სულ პოლკებსა და მაზურკებს რომ უკრავ? აი, ჩვენთან ასე უკრავენო და, რადგანაც ერისკაცობაში მამა მაკარი მევიოლინე გახლდათ, ახლა წარმოსახულ ვიოლინოზე დაიწყო დაკვრა. სწორედ ისე, როგორც მისი მორჩილი იქცეოდა. ისეთი არტისტიზმით უკრავდა და იმგვარ პოზებს იღებდა, რომ დაბნეულ მორჩილს გაეცინა. "აი, ასე უკრავენ ჩვენებურად, - თქვა მამა მაკარმა მხიარულად, - შენ კი ფრანგულად ხერხავ და ხერხავ". გვარიანად აცინა მორჩილი, ანუგეშა და უკან დამშვიდებული გამოუშვა. მას შემდეგ ბერი პლატონი ვიოლინოს ხმას აღარ შეუწუხებია.
მაშინ მოძღვარმა მას XX საუკუნის დასაწყისის ფოტოსურათი უჩვენა. მასზე იმავე ტაძრის მრევლი იყო გამოსახული. სურათი ზაფხულში იყო გადაღებული.
- აბა, ამას შეხედე. ხედავ, როგორ არიან ჩაცმულები მამაკაცები და დედაკაცები? დახურული სამოსი აცვიათ, გახამებული საყელოები, ჰალსტუხები, პიჯაკები, გრძელსახელოებიანი გრძელი კაბები. აბა, რას იტყვი? განა მათ არ ცხელოდათ? მაგრამ ის, რაც გვაცხუნებს, გარეთ კი არ არის, შიგნითაა. მოდა აიძულებთ, გაიხადონ და არა სიცხე.