ერთხელაც, ჩვეულებისამებრ, მიცვალებულთათვის ლოცვას აღავლენდა:
- მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა შენთა: იოანესი, სიმეონისა, ოლღასი... ვინ მომაწოდა ეს მოსახსენიებელი? - იკითხა ანაზდად.
- მე, მამაო! - უპასუხა უცნობმა ქალმა.
- როდის გარდაიცვალა სიმეონი?
- დიდი ხანია!
- აიღე შენი მოსახსენიებელი და მომიტანე ცნობა, რომ სიმეონი გარდაიცვალა!
აღმოჩნდა, რომ ამ ქალს ცრურწმენის გამო ცოცხალი ადამიანი ჩაეწერა მიცვალებულთა მოსახსენიებელში.
შეშინებულმა ქალმა დაიწყო ჩურჩული: "მამაო, მიშველე! მამაო, გადამარჩინე!"
უცებ ავტობუსმა სვლა შეანელა. გზის პირას წინა ავტობუსი იდგა, რომელსაც საბურავი დაშვებოდა. მძღოლი დაშოშმინდა.
მეორე დღეს ქალი მწუხრის ლოცვაზე წავიდა. ტაძარში შესვლისთანავე მოესმა მოძღვრის ხმა: "შენ მეძახდი გუშინ: "მამაო, მიშველე, მამაო, გადამარჩინეო?" "დიახ", - მიუგო გაოცებულმა ქალმა. "ხომ უნდა მითხრა, ვინ ხარ, რა გიჭირს, თორემ მე რა ვიცი, ვის ვუშველო ან რისგან გადავარჩინო... რაო, მშვიდობით მოხვედით?"
წერილი დიაკონმა ნიკოლოზმა მიიღო. იმ დღით წერილის გადაცემა ვერ მოახერხა, ვერც მეორე დღეს, შემდეგ კი მიავიწყდა.
ერთი თვე დიაკონს უბის ჯიბით დაჰქონდა გაუხსნელი წერილი. ბოლოს, მიუტანა მამა სებასტიანეს შელახული და კიდეებშემოცვეთილი და ჰკითხა: "მამაო, წაგიკითხოთ?" "საჭირო აღარ არის! - მიუგო მამა სებასტიანემ, - გოგონა უკვე განიკურნა".
ირინე იაკობიშვილმა