თავისთვის დროს არც იტოვებდა, გადასახლებაში მყოფი, უმკაცრეს პირობებში მოხვედრილი, ჯანმრთელობაშერყეული, მაგრამ სულით ურყევი თავის წერილებში ისევ საქართველოს ჩიოდა, ისევ საქართველო სტკიოდა.
მართალი კაცის ცხოვრებამ სახელი კი გაუთქვა სამშობლოში თუ საზღვარგარეთ, მაგრამ მტრებიც მოუმრავლა:
კირიონ ეპისკოპოსი კარგად ხვდებოდა მტრის გეგმას და იარაღს. მტერი ჯერ თანამოაზრეთა ერთობის დარღვევას შეეცდებოდა და ამის შემდეგ ადვილად დაამარცხებდა დათითოკაცებულებს. სწორედ ამაზე წერდა გადასახლებიდან:
სამშობლოზე მოფიქრალი მღვდელმთავარი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ახალი საშიშროება თავს არ იჩენდა, ხედავდა ერისა და ქვეყნის დაცემის შესაძლებლობას და ამხელდა ლოზუნგებში "შეფუთულ" სოციალ-დემოკრატებს:
დაკვირვებული მკითხველი ბევრ მსგავსებას იპოვის მღვდელმთავრის წერილებში ახლანდელ და მაშინდელ ყოფას შორის:
"ქართველებში მარტო თაღლითები და რენეგატები მოსწონს მთავრობას, თუ ვინიცობაა ქართველმა კაცმა კარგი სახელი გაითქვა, მაშინ ცდილობენ, რომ ის ქართველი ყველა ღონისძიებით დაამცირონ ქვეყნის თვალში, რათა დაანახონ ქართველებს, რომ იმათგან საშუალო მოღვაწეც კი ძნელად გამოვა, რომ ამ მაღალი ასპარეზისთვის მათ არც ნიჭი აქვთ და არც მოხერხება".
მან შესანიშნავი ხერხი მოიფიქრა მტრის შემოტევის გასანეიტრალებლად - იგი თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს ახალგაზრდების განათლებას ახმარდა. ხშირად კი, მის იმედად მყოფი სტუდენტისთვის სტიპენდია რომ მიეწოდებინა, ფულის სესხებაც უხდებოდა:
ტარასი კანდელაკს
კირიონ ეპისკოპოსი ახალგაზრდებს არა მარტო სწავლას უფინანსებდა, სხვა ხერხებითაც ცდილობდა მათთვის სამშობლო შეეყვარებინა:
სიმონ ჩიჯავაძეს
და იქვე მინაწერია:
"იფხიზლეთ, ვინაითგან მტერი კარს უკან გვიდგა..."
წმიდა კირიონს, სხვა სასულიერო პირებთან ერთად გამორჩეული წვლილი მიუძღვის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში:
სიმონ ჩიჯავაძეს
ტარასი კანდელაკს
და მისი პიროვნული განცდები ამასთან დაკავშირებით:
ტარასი კანდელაკს
ტარასი კანდელაკს
ავტოკეფალიისთვის ბრძოლა დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა რუსეთის მთავრობის, სინოდის მხრიდან, მაგრამ კირიონ ეპისკოპოსის, ეპისკოპოს ლეონიდეს, არქიმანდრიტ ამბროსის და სხვა ქართველი სასულიერო თუ საერო მოღვაწეების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.
როგორც ცნობილია, კირიონსა და ლეონიდეს პიროვნულ საკითხებზე დავა ჰქონდათ. დავა გამწვავდა, არ შეწყდა და საზოგადოების მსჯელობის საგანი გახდა. ამის შესახებ ეპისკოპოსი ლეონიდე სწერს მას:
ჩვენს შორის არსებული უთანხმოება ერთობ შორს გავიდა საზოგადოებაში და მრავალნი იმ აზრისანი არიან, რომ საზოგადო საქმეს ვღუპავთ და ვმარხავთ პირადი ანგარიშების გამო. მოსასპობელად ყოველი ამისა, გთხოვ, დაივიწყოთ ყველაფერი და გამომიწოდოთ მეგობრული ხელი.
ეპისკოპოსი ლეონიდე"
შესაშური მაგალითია საზოგადო საქმისთვის წყენის დავიწყებისა და შერიგებისა!
ლეონიდე ერთ-ერთ წერილში გამოხატავს თავის სიხარულს, კირიონ ეპისკოპოსის თბილისში დაბრუნების გამო და იმედს მომავალი წარმატებული ბრძოლისა რუსეთის სინოდის კრებაზე:
თქვენი ბარათი მივიღე, ფთები შემესხა, სიხარულით ავიმსე და როდესაც მაცნობებთ თქვენს გამოსვლას ცხუმიდან, მეც აბჯარასხმული დაგხვდებით სიონის სადგურზე. ჩავიდეთ, შევეჯახოთ, თავი დავდოთ სამშობლო ეკლესიისთვის და თუ ვერ ავადგენთ, სვინდისი მაინც აღარ დაგვწვამს უდებობისა და უმოქმედობისათვის".
როგორც წერილიდან ჩანს, სინოდის კრებაზე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას არა მარტო სამღვდელო პირები, არამედ საერონიც იცავდნენ და არცთუ უშედეგოდ:
"მე სრული თანახმა ვარ თქვენთან ერისკაცების წაყვანის შესახებ. ერთს ხომ "კაცური ენით" ვალაპარაკეთ სინოდში ქართველ წმინდანებზე და "დავაწევინეთ თავისი ხომალდები" და აბა ვნახოთ, მეორე როგორ დაანგრევს ყველა თავის სიმაგრეებს!
თქვენი მეუფების მარად ერთგული
ეპისკოპოსი ლეონიდე"
წმინდა ეპისკოპოსი ძლიერ დაინტერესებული იყო ძველი ხელნაწერების, ხატების, ძველი ქართული ფულის მოძიებით, მთელი იმპერიის ფარგლებში რომ მიმოეფანტა მძიმე დროებას. დიდი სიყვარულითა და მოთმინებით აგროვებდა კირიონი ყველაფერს, რასაც კი ქართულთან, საქართველოსთან კავშირი ჰქონდა და ასე ნელ-ნელა იქმნებოდა და იზრდებოდა მისი პირადი კოლექცია:
კირიონ ეპისკოპოსი დიდი ყურადღებით ეკიდებოდა ქართული სასულიერო წიგნების ბეჭდვის საქმეს. მაშინ წიგნები რუსეთში, სინოდალურ სტამბაში იბეჭდებოდა, რადგან ქართულ ეკლესიას საქართველოში ამის საშუალება არ ჰქონდა. ხედავდა რა ბოროტისმსურველთა სურვილს, დაემახინჯებინათ უძველესი ქართული სასულიერო წიგნების შინაარსი, ამხელდა მათ და თანამოაზრეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებდა:
სიმონ ჩიჯავაძეს
ამ საქმეს სერიოზულად უნდა შეჰხედოთ, სახუმარო კი არ არის ეს კითხვა, თორემ დიდ ცოდვაში შევალთ და შთამომავლობა სამართლიანად დაჰგმობს ჩვენ სუმბუქ მოქმედებას.
პეტერბურგი"
მე-19 საუკუნის დასასრული და მე-20-ის დასაწყისი ახალი და უცხო მოვლენებით იყო სავსე საქართველოსთვის. რევოლუციები, სოკოებივით გაჩენილი პოლიტიკური პარტიები, არეულობები მთელ იმპერიაში და ამ ყველაფერს მიტმასნილი ავანტიურისტები მეტად ამღვრევდნენ წყალს, ამით კი ისევ მტერი ხეირობდა. კირიონ ეპისკოპოსის ყველა მცდელობა და მოწოდება საქართველოს თვითმყოფადობის, მისი ეკლესიისა და ხალხის გადარჩენისკენ იყო მიმართული. მომდევნო წერილი, რომელიც შიო იოსავასადმია ბელგიაში მიწერილი, სავსეა გულისტკივილით ერის წარსული შეცდომების გამო, მაგრამ იმხელა იმედი ჩანს ერისა და სამშობლოს გადარჩენისა, დღესაც ბევრ გულგატეხილს გაუღვივებს მომავლის რწმენას და გადამწყვეტი, პირადი თუ საზოგადო ბრძოლისთვის განამზადებს:
წმინდა კირიონი ერთხანს აფხაზეთში მსახურებდა - ცხუმის ეპარქია ებარა. ჩვეული მზრუნველობით ცდილობდა მრევლის გამოფხიზლებას, მაგრამ, როგორც წერს, "ჩემთან იშვიათად თუ შემოვა ვინმე და მე ხომ სულ არავისთან დავიარები". ადგილობრივი მოსახლეობა სავალალო მდგომარეობაში დახვდა. ეროვნულობის შეგრძნება იმდენად დაქვეითებული ჰქონდათ, რომ ქართული წირვა-გალობაც კი უცხო იყო მათთვის. მომძლავრებულიყო ათასი ჯურის მომხდურთა ახალშენები.
ქართული ფესვის გასაძლიერებლად კირიონ ეპისკოპოსმა მიზნად დაისახა სოხუმში ქართული სკოლისა და ეკლესიის დაარსება:
იოსებ ჩიჯავაძეს
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული წმინდა კირიონ ეპისკოპოსის არქივი მდიდარია და მისი წერილებიდან ამ ამონარიდთა კრებულით მცირედი თუ მიემატა საზოგადოებისთვის ცნობილ პუბლიკაციებს. ერთია მისი წერილები, მეორე - მისი საქმეები, მის ფიქრებს კი ვერავინ ჩასწვდა. იგი ვერ იცნო მისმა ერმა, მაგრამ იცნო მტერმა - როგორც იესო. და უფალმაც, ყოვლადსამართლიანმა, მოწამის გვირგვინი განუმზადა.
ვინ მოკლა კირიონ ეპისკოპოსი? ის არ მოუკლავს ერთს და ორს. ისინი გაერთიანდნენ (მტერს ერთობა შეკრავს ხოლმე, თუნდაც შუღლი იყოს მათ შორის) და აღასრულეს კიდეც საეშმაკო საქმე.
რატომ ვერ დაიცვა ერმა მისი მფარველი, მისთვის მლოცველი სული? ვერ მიხვდა ერი... უკვე მერამდენედ. იმიტომ რომ ის იყო მიხვედრილი მიუხვედრელთა შორის. არავინ უწყის, რა სიღრმეებს სწვდებოდა მისი გონება, როცა ამ წინასწარმეტყველურ წერილებს გვწერდა, მაგრამ ეს კი ყველამ ვიცით, მტერმაც და მოყვარემაც - მას მთელი საქართველო სტკიოდა, როგორც ილიას, როგორც ამბროსის, დიმიტრი ყიფიანს და ყველა იმ ქართველს, მხრებგაშლილები რომ შევიდნენ სასუფეველში. ვერ დაიტია ისინი ერმა და ზეცამ დაიტია.
ერთ-ერთ წერილი, რომელსაც იგი კისლოვოდსკიდან სწერს მღვდელ ტარასის, ასეთი შინაარსისაა:
ამასთანავე, იქნება ხალხში თქმულება რამ დარჩენილი იყოს, რადა თრთიან ვერხვის ფოთლები? ამ ხის ფოთლები მაშინაც კი ირხევიან, როდესაც სიო თითქმის არც კია და გარშემო სხვაგვარი ხეების ფოთლები ჩუმად არიან".
წმინდა კირიონი მთელი ცხოვრება ქვეყნისა და მოყვასის სიყვარულით თრთოდა ვერხვის ფოთოლივით, როცა იმედის სიოც კი ჩამდგარიყო და სხვები ხელჩაქნეულნი დადუმებულიყვნენ.
მარტყოფში ვინც არის ნამყოფი, ემახსოვრება დიდი ვერხვები. 1918 წლის 26 ივლისს ისინი ალბათ ჯერ პატარა ნერგები იყვნენ...
26 ივლისის ღამეს, როცა პატრიარქი კირიონი მოკლეს, ვერხვის ფოთლები დუმდნენ, არ თრთოდნენ.
გრიგოლ გაგნიძემ