უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე - ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს - ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია, ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე - ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს - ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია, ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი
ადამიანის აწმყო, მომავალი და წარსული - ყველაფერი ღვთის ხელშია. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია, ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი, -ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს ბრძანა.

ილია მეორემ ბედნიერების შესახებ იქადაგა და აღნიშნა, რომ ბედნიერება უფლის კურთხევაა.

"ჩვენთან არს ღმერთი! დიდხარ შენ უფალო, საკვირველია საქმენი შენნი. ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ დავითის ფსალმუნებს და იქ წერია ეს სტყვები: "დიდხარ შენ უფალო და საკვირველია საქმენი შენნი" , ყოველმა ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ ბედნიერება ენიჭება ადამიანს ღვთისაგან. ბედნიერება არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. ადამიანი ღირსი უნდა იყოს ბედნიერებისა. ლოცვაში, მამაო ჩვენოს რომ ვკითხულობთ, იქ არის სიტყვები - პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. გიფიქრიათ, რატომ ამბობს უფალი, მომეც ჩვენ დღეს? ამბობს იმიტომ, რომ ადამიანის აწმყო, მომავალი და წარსული, ყველაფერი ღვთის ხელშია. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია, ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. ნაპოლეონი ამბობდა: "დიდებისაგან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო" - ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ნაბიჯია დიდისა და მცირეს შორის.

ჩვენ უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები სახარების ნიადაგზე. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მოწყალება. წყალობა ღვთისა მეტად რთული მოსაპოვარია, წყალობა ღვთისა უნდა დაიმსახუროს ადამიანმა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი წყალობისთვის. დიდება უფალს და მადლობა უფალს. რთული დროა, მაგრამ ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ ღვთის წყალობისა. ღვთის წყალობა გფარვიდეთ, ღვთის წყალობამ დაიფაროს საქართველო. ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს ვუშველოთ, ნუ დავიმძიმებთ ცხოვრებას, ისედაც მძიმეა ცხოვრება. ანდრია მოციქული ამბობს, ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ. წყალობა ღვთისა იყოს თქვენთან. ჩვენთან არს ღმერთი! მომავალ შაბათს არის გიორგობა, 15 წელი სრულდება, რაც გიორგობის დღეს გაიხსნა ეს წმინდა ტაძარი. წირვა ლოცვა აქ შესრულდება. ნათლობა ბავშვების შეიძლება შაბათს, გიორგობის დღეს ამ წმინდა ტაძარში",-ბრძანა პატრიარქმა.

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვას სამეგრელოდან ჩამოსული მრევლი და სამღვდელოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2025
სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

26.03.2025
- როდის სუფევს მადლი ჩვენთან? - ჰკითხა ერთმა მორწმუნემ მამა კლეოპას. მან კი უპასუხა:
26.03.2025
"მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი" (შდრ. იოანე 20:18).
07.03.2025
ყველაზე ღრმა ხმა ჩვენი გულიდან მოდის - ეს არის სინდისი, ღვთის ხმა ადამიანში, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ სიკეთისკენ და გვიცავს ცუდისგან, ეს არის სიტყვის სული.
01.02.2025
მცირედი სწავლა ქადაგება, გლახაკ ბერისა წილკნელ-მანგლელ ყოფილის ნეკრესლის ამვროსისაგან მდაბიოთა სამწყოსოთათჳს, 1797 ქრისტეს აღდგომისათჳს.
22.01.2025
" ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (1კორ.15:20).
22.01.2025
"რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან!" (1იოანე.5:7)
07.01.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე:
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქადაგება და
ამაოა თქვენი რწმენაც" (1კორინთ. 15:14)
აღდგა ქრისტე? ეს ყველა რელიგიის, ყველა ფილოსოფიის, ყველა იმ მეცნიერების მთავარი კითხვაა, რომლებიც ადამიანის მსოფლმხედველობას ეხება. აღდგომა შეეძლო მხოლოდ ღმერთს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat