არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე) - ხსნის მადლი
არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე) - ხსნის მადლი
- როდის სუფევს მადლი ჩვენთან? - ჰკითხა ერთმა მორწმუნემ მამა კლეოპას. მან კი უპასუხა:

- სანამ ცოცხლები ვართ. მაგრამ მხოლოდ თუ ვეძებთ მას. ხოლო თუ არ ვეძებთ მას, რადგან სულით მკვდრები ვართ, მაშინ ის აღარ არის ჩვენთან.

- როგორ შეგვიძლია მოვიპოვოთ ღვთის მადლი?

- ღვთის მადლს ვიღებთ ნათლობისას და ვინარჩუნებთ მას ჩვენში წმინდა საიდუმლოებებისა და ყველა კეთილი საქმის წყალობით. ანუ მარხვის, ლოცვის, აღსარების, ზიარების, წმინდა წიგნების კითხვის, ღამისთევის, მოწყალების, სიმდაბლის, შვილების გაჩენისა და ღვთის შიშში აღზრდის და სხვათა მეშვეობით.

მადლი მოდის ჩვენთან, მაგრამ ის არ ამტვრევს დახურულ კარებს. ღმერთი არ ამტვრევს არავის გულის კარს, რომ შევიდეს. გსმენია, რას ამბობს ის აპოკალიფსისში? "აჰა ესერა ვდგა კარსა ზედა და ვჰრეკ, უკუეთუ ვინ ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ და განაღოს კარი", მე და მამაჩემი "მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ" (გამოცხ. 3:20; იოან. 14:23)...

მადლი მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ჩვენ ვუღებთ მას გულის კარს. ის აკაკუნებს კარზე, ხოლო თუ ჩვენ გავქვავდით და არ ვცდილობთ ღვთის ნების აღსრულებას, მადლი ძალით არ შემოდის. რადგან ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფალი არჩევანი - მიიღოს მადლი, თუ არა. მადლი არ მოდის ჩვენთან ძალით. არა! რადგან აი, რას ამბობს სული წმინდა: და უკეთუ გინდესთ, და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყანისანი შჭამნეთ; ხოლო უკეთუ არ გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქვენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ" (ეს. 1:19-20).

მოისმინე, რას ამბობს კიდევ წმინდა წერილი: " [ღმერთმა]თჳთ დასაბამსა შექმნა კაცი და დაუტევა მას ჴელსა შინა ნებისა მისისასა" (ზირ. 15:14). და კვლავ ამბობს იგი ფსალმუნში: "უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისათა გჳრგჳნოსან-მყვენ ჩუენ" (ფს. 5:13). მადლი გაფიქრებინებს: "იმარხულე, ადამიანო, ილოცე, დაიცავი შენი გონება, გაეცი მოწყალება, იარე ტაძარში, მიატოვე და შეიძულე ცოდვა, წმინდად თქვი აღსარება!" აი, რა უნდა აკეთო.

მადლი გაძლევს აზრს. და თუ გსურს - უსმენ მას, ხოლო თუ არა - ღმერთი ძალით არავის აცხონებს. რადგან მაშინ აღარც ჯოჯოხეთი იქნებოდა, აღარც სამოთხე, თუკი სათნოებას ღვთის ძალით იძულებულნი აღვასრულებდით. მაგრამ ადამიანი ყველაფერს ნებაყოფლობით აკეთებს. რადგან კიდევ ამბობს სული წმინდა: "მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა" (2კორ. 9:7).

ამიტომ ეცადეთ ღვთის სიყვარულით აკეთოთ სიკეთე. რადგან სიკვდილის შემდეგ აღარ იქნება სინანული არავისთვის. სიკვდილით იხურება კარი. ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ვაკეთოთ, სანამ კიდევ ბჟუტავს ჩვენში სიცოცხლის ნაპერწკალი, რადგან სიკვდილის შემდეგ აღარ იქნება საშუალება კეთილი საქმეების კეთებისა. რა მდგომარეობაშიც მოგისწრებს სიკვდილი, იმაშიც წაგიყვანს.

ნათქვამია ეკლესიასტეში: "დაღათუ დაეცეს ხჱ სამხრით, გინა თუ ჩრდილოჲთ კერძო, ადგილსა, სადაცა დაეცეს ხჱ იგი, მუნვე იყოს" (ეკლ. 11:3). ხოლო წმინდა იოანე ოქროპირი ასე განმარტავს ამ ადგილს: "როდესაც წინასწარმეტყველი ამბობს: დაღათუ დაეცეს ხჱ ... ჩრდილოჲთ კერძო"... - განა ხეებზე ზრუნავს ღმერთი? აქ სულზეა საუბარი". შემდეგ ის ამბობს: "ჩრდილოეთი - ეს არის მოუნანიებლობა, რომელშიც სიკვდილმა მოუსწრო მას, ხოლო სამხრეთი - ეს არის მოწყალება და სინანული. რადგან სადაც დაეცემა სული სიკვდილის შემდეგ, იქ დარჩება".

როგორსაც მოგისწრო აღსასრულმა. რადგან ჯვარცმულ მაცხოვარს სურს, შენი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე,  ზეციურ ანგელოზებთან და ყველა წმინდანთან ერთად შენი სულის ცხონება.

ვილოცოთ კეთილი ღვთის წინაშე, რათა მოგვცეს მან კეთილი აღსასრული, რათა არ მოგვისწროს სიკვდილმა აღუსარებლად. რადგან თუ სიკვდილი მოუსწრებს ვინმეს აღუსარებლად, ეს იგივეა, რომ მოკვდეს მოუნათლავი - თუ მასზე იყო მომაკვდინებელი ცოდვები. მას უკვე ვერაფერი ვეღარ უშველის. თვით ეკლესიასაც კი არ შეუძლია მისი გამოხსნა თავისი ლოცვებით. იმიტომ რომ მან არ იზრუნა წინასწარ თავისი სულის განწმენდაზე ჭეშმარიტი სინანულით, გულწრფელი ლოცვითა და სხვა სათნოებებით.

- სრულყოფა თუ გრძელდება სიკვდილის შემდეგ?

- სრულყოფილთათვის გრძელდება. რადგან გსმენია, რას ამბობს სული წმინდა: "ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთა სიონს" (ფს. 83:8). და მართალთა სულები და ანგელოზები აღმაღლდებიან საუკუნიდან საუკუნემდე სულიერი ნეტარების ერთი საფეხურიდან მეორეზე, უფრო მაღალზე, სულ უფრო მაღლა, სულ უფრო მაღალი სულიერი ხილვებით.

რადგან ღმერთს არ აქვს საზღვრები სიმაღლეში, საუკუნიდან საუკუნემდე აღვლიან მართალნიც და ანგელოზებიც სულ უფრო მაღლა, საფეხურიდან საფეხურზე, თუ სული გადავიდა მარადისობაში, სიკეთეში. ხოლო თუ ადამიანი კვდება აღუსარებელი და მძიმე ცოდვებით, ის თავდაყირა მიფრინავს ქვევით, სანამ არ მიაღწევს ჯოჯოხეთის ფსკერს, რისგანაც ღმერთმა იხსნას ყველა. ამინ.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2025
სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

26.03.2025
"მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი" (შდრ. იოანე 20:18).
07.03.2025
ყველაზე ღრმა ხმა ჩვენი გულიდან მოდის - ეს არის სინდისი, ღვთის ხმა ადამიანში, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ სიკეთისკენ და გვიცავს ცუდისგან, ეს არის სიტყვის სული.
01.02.2025
მცირედი სწავლა ქადაგება, გლახაკ ბერისა წილკნელ-მანგლელ ყოფილის ნეკრესლის ამვროსისაგან მდაბიოთა სამწყოსოთათჳს, 1797 ქრისტეს აღდგომისათჳს.
22.01.2025
" ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (1კორ.15:20).
22.01.2025
"რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან!" (1იოანე.5:7)
07.01.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე:
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქადაგება და
ამაოა თქვენი რწმენაც" (1კორინთ. 15:14)
აღდგა ქრისტე? ეს ყველა რელიგიის, ყველა ფილოსოფიის, ყველა იმ მეცნიერების მთავარი კითხვაა, რომლებიც ადამიანის მსოფლმხედველობას ეხება. აღდგომა შეეძლო მხოლოდ ღმერთს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat